რეგისტრირებული ფაქტები47981
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკი გადასახადის გადაუხდელობის გამო საჯაროდ ყიდდა ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილის კობიაანთკარში მდებარე 280 დესეტინასა და 2340 კვადრატულ საჟენ ტყეს, სახნავ-სათეს ადგილებსა და საძოვრებს.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 4 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ილია ჭავჭავაძემ იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში იავადმყოფა.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წლის 30 მარტს გაზეთ „ივერიაში“ თელავის მაზრის იმ თავად-აზნაურთა სია გამოქვეყნდა, რომელთაც საზოგადო კრებაში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ, მათ შორის იყო ილია ჭავჭავაძე.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 3 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის გამგეობისა და ზედამხედველი კომიტეტის გაერთიანებულ კრებაში, რომელიც ექსტრაორდინარული თანხის შემწეობის სახით გაცემის საკითხს განიხილავდა.
1903
ტიპი: ორგანიზაცია
1903 წლის მარტში თბილისის სამეურნეო ბანკის წლიურ კრებაზე ილია ჭავჭავაძე სამეურნეო საზოგადოების 34-ე მუხლის თავიდან შესამუშავებლად შექმნილი კომისიის წევრად აირჩიეს.
1903
ტიპი: ავტორობა
1903 წლის 25 მარტს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ფსევდონიმით „სიტყვა“ დაიბეჭდა სამსონ ფირცხალავას წერილი, რომელშიც მხარს უჭერდა კავკასიის სტუდენტთა დამხმარე საზოგადოების განზრახვას, უარი ეთქვათ ნარკვევის „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ რუსული თარგმანით შემოსული თანხის შემოწირულებად მიღებაზე.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 17 დეკემბერს ილია ჭავჭავაძემ მონაწილეობა მიიღო თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის გამგეობისა და ზედამხედველი კომიტეტის გაერთიანებულ კრებაში, რომელიც განაგრძობდა ექსტრაორდინარული თანხის შემწეობის სახით გაცემის საკითხის განხილვას.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 4 დეკემბერს გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ილია ჭავჭავაძის საზოგადოებრივი მოღვაწეობის 40 წლისთავის აღმნიშვნელი საიუბილეო კომიტეტი შეუდგა საქმიანობას და დღესასწაულის მოწყობის შესახებ მოქალაქეთაგან იღებდა წინადადებებს.
1928
ტიპი: ღონისძიება
1928 წლის გაზაფხულზე აკადემიკოსი ნიკო მარი ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს, ფილიპე მახარაძეს ეწვია. შემდეგ მოხსენება წაიკითხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მისი მსმენელები იყვნენ: სარგის კაკაბაძე, მარიამ ორახელაშვილი, შალვა ნუცუბიძე, ვუკოლ ბერიძე და ალექსანდრე მაჭავარიანი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთიდან „Грузия“ ირკვევა, რომ სიმონ გრიგოლის ძე ფირუმოვი იყო თბილისის ქალაქის გამგეობის წევრი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 10 ოქტომბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა ექიმ სარაჯევის წერილი რედაქციას. წერილი ეხებოდა თბილისის ქალაქის გამგეობის საბინაო განყოფილების „კოშმარულ“ მოღვაწეობას. სტატიის თანახმად, 5 სექტემბერს ახალ ბინაში შესახლებულ სარაჯევების წყვილს საბინაო განყოფილების განკარგულებით არაერთხელ უპირებდნენ იქიდან უკანონოდ გამოსახლებას. ამ საკითხთან დაკავშირებით სარაჯევი უკვე მისულა ქალაქის გამგეობის წევრ ფირუმოვთან, რომელიც მეორე ჯერზე უკვე სხვანაირად ალაპარაკდა. მისი თქმით, ახალი გარემოებები სარაჯევების წინაამღდეგ მეტყველებდა და თუმცა მათ ყოველ მიზეზს გარეშე უნდა დაეტოვებინათ ბინა, იგი ოჯახს სხვა ბინას გამოუყოფდა. ხარჯების ანაზღაურებაზე ფირუმოვს უარი უთქვამს და სარაჯევისთვის მასზე სასამართლოში ჩივილი შეუთავაზებია.
1861
ტიპი: თანამდებობა
1872 წელს ჩატარებულ თავადაზნაურობის კრებაზე ბანკის წესდების შემმუშავებელმა კომიტეტმა ილია ჭავჭავაძეს დააკისრა ფუნქციები ზედამხედველი კომიტეტისა, რომლის მოვალეობასაც შეადგენდა ბანკის დაარსება. ასევე აირჩიეს ბანკის მმართველად და მიანდეს დირექტორების დასახელება. ილიამ დიმიტრი ყაზბეგი და დავით ყიფიანი აირჩია.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 9 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ სათავადაზნაურო სკოლისთვის 10 წლის განმავლობაში გაწეული ღვაწლისთვის გენერალ-ლეიტენანტ კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცოვს სადილი გაუმართა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან ნინო ორბელიანის ლექსები 40 კაპიკად იყიდებოდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან აკაკი წერეთლის „თორნიკე ერისთავი“ მანეთად იყიდებოდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეგზარხოს პალადის მიერ დაარსებული სასულიერო მუზეუმი თანდათან მდიდრდებოდა მანუსკრიპტებით, ხატებით, ძველებური საეკლესიო შესამოსლებითა და არქეოლოგიური ნივთებით.
1889
ტიპი: ორგანიზაცია
1889 წლის 8 მაისს თავად-აზნაურთა წლიურ კრებაზე აღნიშნეს, რომ ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძეს საზოგადოების დამფასებელი წევრის თანამდებობის დატოვება უწევდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 11 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავიდან ვალერიან გუნიას „საქართველოს კალენდარი“ 45 კაპიკად იყიდებოდა.