ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46388

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ელ მარტს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გიორგი წერეთლის მემკვიდრეთაგან მისი თხზულებათა გამოცემის უფლების შეძენის საკითხი. გამგეობის დადგენილებით, გიორგი წერეთლის მემკვიდრეებისთვის თხზულებათა გამოცემის უფლების შესაძენად ჰონორარის სახით 3000 მანეთი უნდა მიეცათ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ლ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს განსვენებულ სოლომონ ივანიაშვილის ხსოვნის აღსანიშნავად განსვენებულის ძმების, ივანე, სამსონ და სვიმონის მიერ საზოგადოებისათვის 1000 მანეთის შემოწირვის საკითხი. გამგეობამ დაადგინა, მადლობა გამოეცხადოს განსვენებულის ჭირისუფლებს გაზეთის საშუალებით.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ლ მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვეჯინის განყოფილების ანგარიში, რომლის შემოსავალიც 1918 წელს 959. 70 მანეთი იყო, გასავალი – 634. 72, 1919 წლის პირველი იანვრისთვის დარჩენილი იყო – 324. 98. საანგარიშო წელს საზოგადოებამ ადგილობრივი საკრედიტო ამხანაგობისგან შემოწირულობად განყოფილებისა და სამკითხველოს სასარგებლოდ 1000-100 მანეთი მიიღო, განყოფილებას ჰყავდა 100 წევრი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ლ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი თბილისის განყოფილების უმოქმედობის შესახებ. დღიდან დაარსებისა განყოფილებას წლიური კრება არ ცაუტარებია. 1916 წ. არჩეული გამგეობა უმოქმედებას იჩენდა. არ ტარდებოდა გამგეობის სხდომები. მთავარი გამგეობის გადაწყვეტილებით, დაევალა ხსენებულ განყოფილების გამგეობას მოიწვია წევრთა წლიური საზოგადო კრება და წარედგინა მათთვის მოქმედების ანგარიში. ამის შესასრულებლად ორი კვირის ვადა მიეცათ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ლ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი გამგეობის წევრთა გასამრჯელოს შესახებ. გამგეობის დადგენილებით, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან გამგეობის წევრებს თითო სხდომისთვის მიეცეთ 15 მანეთი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ლ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი სახელმძღვანელო წიგნების შესწორების შესახებ, რომელიც დასვა თ. კიკვაძემ. ის ითხოვს დედა ენა I და დედა ენა II ნაწილი, აგრეთვე ბუნების კარის შესწორებას. გამგეობამ დაადგინა: გადაიდოს დედა ენა I ნაწილის შესასწორებლად 3000 მან. და II ნაწილის 5000 მან., ხოლო ბუნების კარის შესასწორებლად - 10000 მანეთი. დედა ენა I ნაწილი უნდა შესწორდეს ისე, რომ მოთავსდეს ერთი წლის კურსი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის პირველ მარტს თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის დირექტორ ნიკოლოზ ჩიგოგიძეს სახალხო განათლების სამინისტროდან სწერენ, რომ მისდამი რწმუნებულ გიმნაზიის მასწავლებელ ვასილ აბდუშელიშვილს ჩაეთვალა სახელმწიფო სამსახურში სახალხო განათლების სფეროში ნამსახურეობის წლები 1913 წლის პირველი ენკენისთვიდან. ასევე, 19 თებერვლის N140 მიწერილის პასუხად სთხოვენ შეადგინონ ხსენებული აბდუშელიშვილის ნამსახურეობის სია შემოღებული ფორმის მიხედვით. ხელს აწერს მთავარგამგე გ. ნათაძე და საქმის მწარმოებელი.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 1-ლი მარტიდან აგრაფინა ბახტაძე ქუთაისის წმ. ნინოს ქალთა გიმნაზიის უფროსად დაინიშნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ელ მარტს მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძემ და საქმისმწარმოებელმა ვარლამ დავითის ძე ძიძიგურმა თბილისის ვაჟთა მე-7 გიმნაზიის დირექტორს მისწერეს, რომ გიმნაზიის მასწავლებელ სავლე იოსების ძე აბულაძეს სახელმწიფო სამსახურში ჩაუთავლეს სახალხო განათლების ასპარეზზე ნამსახური წლები 1911 წლის 1-ლი სექტემბრიდან. ნათაძემ და ძიძიგურმა დირექტორს სთხოვეს შეედგინა სავლე აბულაძის ნამსახურების სია კანონით მიღებული ფორმის მიხედვით.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის მარტში სახალხო განათლების სამინისტრომ დასავლეთ საქართველოს მეოთხე რაიონის სახალხო სკოლების ინსპექტორს გასარკვევად გაუგზავნა ახალ-სენაკის ნორმალური სასწავლებლის გამგის, ივლიანე გაბუნიას თხოვნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის მარტში სენაკის მაზრის ერობის გამგეობამ დაბალ სასწავლებელთა მთავარ-გამგეს გაუგზავნა ბანძის უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგის, ივლიანე გაბუნიას ნამსახურეობითი სია და სთხოვდა მის თანამდებობაზე დამტკიცებას.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის პირველ მარტს ქუთაისის რეალური სასწავლებლის გერმანული ენის მასწავლებელმა ნიკოლოზ რაჟდენის ძე ალავიძემ სასწავლებლის დირექტორს მისწერა, რომ წლის დასაწყისში ის მთავარგამგემ გერმანული ენის მასწავლებლად დანიშნა. მას მასწავლებლის წოდების გამოცდა არ ჰქონდა ჩაბარებული. დირექტორს შესაბამის უწყებასთან შუამდგომლობას სთხოვდა, რომ უფლება მიეცათ საოჯახო მასწავლებლის წოდების მისაღებად გამოცდა ქუთაისის ერთ-ერთ საშუალო სასწავლებელში ჩაებარებინა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის მარტში განათლების სამინისტროში შიკრიკის თანამდებობას ითხოვდნენ შემდეგი პირები: იოსებ ანდრიას ძე მერკვილაძე, სტუდენტი კიტა მეგრელიძე და ნინა ნაცვალოვა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 1-ელი მარტიდან თბილისის ქალთა მე-7 გიმნაზიის მასწავლებელი ევგენია ჯანდიერი პედაგოგიურმა საბჭომ ავადმყოფობის გამო ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის მარტში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ მთავარ გამგეობას მისწერა, რომ ძველი გამგეობის გადადგომის გამო ახალი აირჩიეს და ამიერიდან წერილები ახალი გამგეობის თავმჯდომარის, ტროფიმე ჯოხთაბერიძის სახელზე ეგზავნათ.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის მარტში მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ დამფუძნებელი კრების პირველი სხდომიდან მალევე გააუქმა ცალკე სამხედრო მინისტრის თანამდებობა და იგი ეკავა შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილს პარალელურად.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის პირველ მარტს ექვთიმე თაყაიშვილმა ალექსანდრე ლომთათიძე და დამფუძნებელი კრების საარჩევნო ცენტრალური კომისიის სხვა წევრები მიიწვია პარლამენტის პრეზიდიუმის სხდომაზე, რომელიც 4 მარტს 12 საართზე იყო ჩანიშნული.

1919

ტიპი: თანამდებობა

სტეფანე დავითის ძე გაგუა მასწავლებლად 40 წელიწადი მსახურობდა.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 2 მარტს ნოე ნადარეიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების ხაზინადრად აირჩიეს.

1919

ტიპი: ორგანიზაცია

1919 წლის 2 მარტს თეოდოსია დავითის ასული კობახიძე და ანტონ მაქსიმეს ძე ანჯაფარიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის წევრებად აირჩიეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 2 მარტს სიმონ გოგიჩაიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების მდივნად აირჩიეს.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 2 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებამ ახალი გამგეობა აირჩია. გამგეობის თავმჯდომარედ ტროფიმე ჯოხთაბერიძე დაინიშნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 3 მარტს განათლების სამინისტრომ სამტრედიის გამგეობას მისწერა, რომ თუ ნადეჟდა გიორგი ასულ აბაზაძეს გერმანული ენის მასწავლებლობის დამადასტურებელი მოწმობა არ ჰქონდა, მაშინ მას საგნის მასწავლებლად ვერ დაამტკიცებდნენ. მისი დანიშვნა შესაძლებელი იყო მხოლოდ მასწავლებლის მოვალეობის აღმასრულებლად. ხელს აწერენ მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძე და საქმისმწარმოებელი.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 3 მარტს მთავარგამგე გიორგი ალმასხანის ძე ჭუმბურიძემ და საქმისმწარმოებელმა ლ. ჩიმაკაძემ აღმოსავლეთ საქართველოს მე-3 რაიონის სახალხო სკოლების ინსპექტორს 19 თებერვლის N188-ის პასუხად პეტრე სოლომონის ძე ალღუზაშვილის შესახებ აცნობეს, რომ მას მასწავლებლობის ფორმალური უფლება ჰქონდა და თუ სხვა დამაბრკოლებელი მიზეზი არ არსებობდა, შესაძლებელი იყო რომელიმე გიმნაზიაში ან სასწავლებელში მასწავლებლად დაენიშნათ, მაგრამ მასწავლებლის მიწვევის უფლება ერობას ჰქონდა და ამიტომ, მას სამსახურისთვის თავისი საბუთებით შეეძლო ერობისთვის მიემართა. ასევე მათ სკოლების ინსპექტორს დაუბრუნეს ალღუზაშვილის საბუთები.