რეგისტრირებული ფაქტები49987
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე თუმანოვის სტატია „საქართველო და კავკასია“. თუმანოვის ვარაუდით, ერთიანი აღმოსავლეთ ამიერკავკასიის თანამშრომლობა ცენტრალური კავშირის სახელმწიფოებთან დააკმაყოფილებდა თურქეთსაც, რომლისთვისაც აზერბაიჯანი პოლიტიკური ინტერესის არეალს წარმოადგენდა და გერმანიასაც, რომელიც ამ ურთიერთობით პოლიტიკურად და ასევე ეკონომიურად იყო დაინტერესებული.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „საქართველო და კავკასია“. თუმანოვის ვარაუდით, ერთიანი, გამთლიანებული აღმოსავლეთ ამიერკავკასია გერმანული და თურქული ჯარების ხელშეწყობით რუსეთისგან დამოუკიდებლობას მოიპოვებდა და ცენტრალური კავშირის სახელმწიფოებთან დაამყარებდა ურთიერთობას.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე თუმანოვის სტატია „საქართველო და კავკასია“. თუმანოვის ვარაუდით, აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ხალხები ან ერთიანი უნიტარული ან ფედერატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ გადაიხრებოდნენ და გაანადგურებდნენ საზღვარს, რომელმაც ბათუმის კონფერენციაზე მიღებული გადაწყვეტილების შედეგად ორ ნაწილად გაყო ეს ტერიტორია.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე თუმანოვის სტატია „საქართველო და კავკასია“. თუმანოვის ვარაუდით თურქეთი, რომელიც ბაქოსა და აღმოსავლეთ ამიერკავკასიის მთელ სარკინიგზო ხაზს აკონტროლებდა, ადვილად გადატყორცნიდა თავის სამხედრო ძალებს ჩრდილოეთ კავკასიაში დაღესტნის დასახმარებლად.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე თუმანოვის სტატია „საქართველო და კავკასია“. თუმანოვის ვარაუდით, მას შემდეგ რაც დაღესტანი რუსეთისგან მიტაცებულ ტერიტორიებს დაიბრუნებდა და რუსეთის საზღვარი ამიერკავკასიაში მკვეთრად ჩრდილოეთით გადაიწევდა, ამიერკავკასიის სხვა რესპუბლიკების თვითგამორკვევის ჯერიც დადგებოდა. კერძოდ, გადაწყდებოდა აზერბაიჯანისა და არარატის რესპუბლიკათა სახელმწიფოებრივი მოწყობის საკითხი.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „საქართველო და კავკასია“. თუმანოვის თქმით, მას შემდეგ რაც აზერბაიჯანულმა ჯარებმა თურქების დახმარებით ბაქო აიღეს და „ბოლშევიკური ავანტიურის“ ლიკვიდაცია მოახდინეს, ბაქოს საკითხი და აზერბაიჯანის შემდგომი სახელმწიფოებრივი მოწყობის საკითხიც ხელახლა იყო განსახილველი, მით უფრო, რომ ქალაქ ბაქოსა და ბაქოს რაიონის მოსახლეობა ერთმნიშვნელოვნად რუსეთის ბატონობის წინააღმდეგი იყო.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „საქართველო და კავკასია“. თუმანოვის თქმით, გერმანიისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება მეტად ფასეული იყო, რადგან ეს ნიშნავდა, რომ ამიერკავკასიის თავისუფლად გავლით შეიძლებოდა აზიის სიღრმეში გადანაცვლება, სადაც გერმანულ სავაჭრო-სამრეწველო წრეთა წარმომადგენლებისათვის ფართო ასპარეზი იშლებოდა და გერმანულ კაპიტალს შესაძლებლობა მიეცემოდა, შეერყია ინგლისელთა გაბატონებული პოზიციები აზიაში.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „საქართველო და კავკასია“. თუმანოვის თქმით, გერმანიისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება მეტად ფასეული იყო, რადგან ეს ნიშნავდა, რომ ამიერკავკასიის თავისუფლად გავლით შეიძლებოდა აზიის სიღრმეში გადანაცვლება, სადაც გერმანულ სავაჭრო-სამრეწველო წრეთა წარმომადგენლებისათვის ფართო ასპარეზი იშლებოდა და გერმანულ კაპიტალს შესაძლებლობა მიეცემოდა, შეერყია ინგლისელთა გაბატონებული პოზიციები აზიაში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „საქართველო და კავკასია“. სტატიის თანახმად აკაკი ივანეს ძე ჩხენკელს ბერლინიდან უცნობებია, რომ ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა საქართველოს გარდა კავკასიის დანარჩენი ნაწილების დამოუკიდებლობის აღიარება. თუმანოვის აზრით, უფრო გლობალურად მოაზროვნე პირებისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას ეტაპობრივად მოჰყვებოდა შემდგომი ნაბიჯები, რაც დანარჩენი კავკასიის სახელმწიფოებრივ მოწყობას გარკვეულ ფორმას შესძენდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაიბეჭდა კონსტანტინე პავლეს ძე თუმანოვის სტატია „საქართველო და კავკასია“. სტატიის თანახმად აკაკი ჩხენკელს ბერლინიდან უცნობებია, რომ ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა საქართველოს გარდა კავკასიის დანარჩენი ნაწილების დამოუკიდებლობის აღიარება. თუმანოვის აზრით იმას, ვინც სწორად აღიქვამდა ცალკეულ ფაქტებს და ითვალისწინებდა საერთო მიზეზებს, რაც ომში ჩაბმული იმპერიების საერთაშორისო პოლიტიკის საფუძველს წარმოადგენდა, ესმოდა – საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება მხოლოდ პირველი ეტაპი იყო კავკასიის საკითხის მოგვარებისა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ დაბეჭდილი ალექსანდრე წინამძღვაროვის სტატია ეძღვნებოდა ნავთობის სავარაუდო საბადოებს საქართველოში. სტატიის თანახმად, დაბა საცხენისის ერთ-ერთ მონაკვეთზე პატარა მდინარეს ეკვროდა რაღაც ცხიმოვანი მასა, რომელიც ანთებული ასანთის მიკარებისთანავე ალდებოდა და ქრებოდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს გრიგოლ ვეშაპელი, თავმჯდომარის მოადგილეებად – ვასილ წერეთელი და შალვა ქარუმიძე, მდივნად – დიმიტრი ჯავახიშვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარედ აირჩიეს გრიგოლ ვეშაპელი, თავმჯდომარის მოადგილედ – დავით ვაჩნაძე, მდივნად – რევაზ გაბაშვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 22 სექტემბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, დიომიდე თოფურიძე გაზეთ „საქართველოს ეკონომისტის“ რედაქტორი იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 სექტემბრის გაზეთში „Грузия“ გამოქვეყნებულ განცხადებაში მეუღლე ელიზავეტა გიორგის ასული ყიფიანი, ვაჟები, ალექსანდრე, იოსები, ვასილი და ვლადიმერი, ქალიშვილი სოფიო ჩიქოვანი შვილებთან ნინო და ელენე ციციანოვებთან ერთად, რძლები, ელენე და ალექსანდრა თავის შვილებთან ერთად იუწყებოდნენ, რომ ფარნაოზ ყიფიანის გამოსვენება შედგებოდა 22 სექტემბერს ქუთაისის წმ. ნიკოლოზის ეკლესიიდან.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 23 სექტემბერს გორის ვაჟთა გიმნაზიის მასწავლებელმა ილია ბაკურაძემ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების მთავარგამგეს თელავში საქმეების მოსაგვარებლად სამსახურიდან რამდენიმე დღით გათავისუფლება სთხოვა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 24 სექტემბრის მოხსენებაში განათლების მინისტრი გიორგი ლასხიშვილი ქართველ სტუდენტთა გერმანიაში გამგზავრების შესახებ უმაღლესი სწავლის დასამთავრებლად აღნიშნავდა, რომ ამას წინ უნებართვოდ თავისუფალი მოგზაურობის შეუძლებლობა ეღობებოდა. თუ ნებართვა დროზე არ იქნებოდა გაცემული, კურსდამთავრებულები იძულებულნი გახდებოდნენ 1919 წლამდე საქართველოში დარჩენილიყვნენ, ამიტომ შუამდგომლობდა მინისტრთა საბჭოს წინაშე, სასწრაფოდ აღძრულიყო შუამდგომლობა, რათა გერმანიის მთავრობას 100 ახალგაზრდისთვის მოგზაურობის ნება დართო და ხელი შეეწყო უმაღლეს სასწავლებლებში მათი მიღებისთვის.
1918
ტიპი: ავტორობა
განათლების მინისტრის 1918 წლის 24 სექტემბრის მოხსენება სასულიერო სემინარიასთან არსებული სამრევლო სკოლის საღმრთო რჯულის მასწავლებლის გრ. გძელიშვილის ჯამაგირით დაკმაყოფილების შესახებ 1917 წლის 1-ლი სექტემბრიდან 1918 წლის 1-ელ იანვრამდე. მთავრობის წინაშე შუამდგომლობს, რათა 373 მან. 35 კაპ. გამოუყონ მასწავლებლის დასაკმაყოფილებლად.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 24 სექტემბერს სუფსის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის გამგე იასონ ელიზბარის ძე ალექსიშვილმა საქართველოს რესპუბლიკის დაბალი სასწავლებლის მთავარგამგეს სთხოვა, რომ დუშეთის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის გამგედ გადაეყვანა.