რეგისტრირებული ფაქტები50556
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
„ერთობა“ იუწყება, რომ 1920 წლის 9 აგვისტოდან თბილისში გამოვა საქართველოს სოც. დემ. მუშათა პარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოველკვირეული პოლიტიკურ-ეკონომიკური და ლიტ. გაზეთი „სოფლის მუშა“, რომლის სარედაქციო კოლეგიაში შედიან: ალ. ლომთათიძე, ივ. გომართელი, სტ. ელიაძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 20 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 111 ბრძანებით ევსევი ივანეს ძე ჩიხლაძე ქუთაისის რეალური სასწავლებლის მათემატიკის პედაგოგად დაინიშნა.
1920
ტიპი: მფლობელობა
1920 წლის 3 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ სავაჭრო სახლის ძმ. სეილანოვების რეკტიფიკაციის ქარხანა, კონიაკის და ლიქიორების, დავით იაგორის ძე კალანდაძის საკუთრებაში გადავიდა და მალე ნაწარმი საკუთარი ფირმით გამოვა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 28 ივლისს დამფუძნებელი კრების სხდომაზე განაგრძეს მსჯელობა 1919-20 წლების ბიუჯეტის შესახებ. სიტყვა წარმოთქვეს სპირიდონ კეიდიამ და ფინანსთა მინისტრის მოადგილე სიმონ ავალიანმა.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 3 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ ერთი თვით დასასვენებლად წავიდა შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი. მისი მოვალეობის შესრულება დაეკისრა მინისტრის მოაგილე პარმენ ჭიჭინაძეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 20 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 112 ბრძანებით მარიამ პავლეს ასული მილუტინი ქუთაისის რეალური სასწავლებლის ბუნებისმეტყველების პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 20 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 111 ბრძანებით პეტრე ვიკენტის ძე გნოინსკი ქუთაისის რეალური სასწავლებლის ფრანგული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ წინა კვირას შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი გორსა და ცხინვალს ეწვია ადგილობრივი ოსების მდგომარეობის გასაცნობად.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 16 იანვარს საშუალო სასწავლებლის მთავარგამგემ სახალხო განათლების სამინისტროს მისწერა, რომ გასული წლის 1-ლი დეკემბრიდან საქართველოს ისტორიის მასწავლებლად უფროს კლასებში მიიწვიეს პირველი კომერციული სასწავლებლის მასწავლებელი იუსტინე ირაკლის ძე აბულაძე, რომელსაც მინდობილი ჰქონდა ექვსი გაკვეთილი: მე-4 კლასში ორი გაკვეთილი, მე-7 კლასში – 2, მე-8 კლასში – 2. მთავარგამგემ სამინისტროს სთხოვა აბულაძე თანამდებობაზე დაემტკიცებინა. ხელს აწერენ გიმნაზიის გამგე ილია ალექსანდრეს ძე ჯიშკარიანი და საქმისმწარმოებელი ივ. მხეიძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 20 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 113 ბრძანებით მღვდელი გალუსტ აბულიანცი თბილისის რეალური სასწავლებლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 20 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 113 ბრძანებით ნინო ნიჟარაძე მოსამზადებელი კლასების პედაგოგად დაინიშნა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 17 იანვარს სახალხო განათლების სამინისტრომ თბილისის ვაჟთა მე-5 გიმნაზიის დირექტორს N9 ბრძანებით აცნობა, რომ საქართველოს ისტორიის მასწავლებლად 1918 წლის 1-ლი დეკემბრიდან იუსტინე ირაკლის ძე აბულაძე დანიშნეს. ხელს აწერენ მთავარგამგე გრიგოლ იასონის ძე ნათაძე და საქმისმწარმოებელი ნიკოლოზ ივლიანეს ძე აბესაძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 20 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 114 ბრძანებით თამარ პეტრეს ასული მაჭავარიანი ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის პროგიმნაზიურ კლასებში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად დაინიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 3 აგვისტოს „ერთობა“ იუწყებოდა ბორჯომში სახელმწიფო სანატორიუმის გახსნას სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეებისთვის. დირექტორად დაინიშნა ექიმი მიხეილ ზანდუკელი, კონსულტანტად – პროფ. ალექსანდრე ალადაშვილი, ასისტენტებად – ექიმი აბაკელია და შალვა მიქელაძე.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 20 ნოემბრის N114 ბრძანებით ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის ხელსაქმის პედაგოგად ოლღა იოსების ასული შარაბიძე დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 20 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N114 ბრძანებით პიღასი ივანეს ასული აბდუშელიშვილი ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის მოსამზადებელი კლასების პედაგოგად დაამტკიცეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 21 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N 115 ბრძანებით ელიაზარ ხუციშვილი გორის საოსტატო სემინარიასთან არსებული პირველდაწყებითი სკოლის მასწავლებალად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის 1918 წლის 20 ნოემბრის N 115 ბრძანებით მარგალიტა ვასილის ასული პოზოევისა თელავის სომხური გიმნაზიის ფიზიკის მასწავლებლად დაინიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ თბილისში დაბრუნდნენ დამფუძნებელი კრების სამხედრო კომისიის და სოც.-დემ. ფრაქციის თავმჯდომარე აკ. ჩხენკელი და რესპუბლიკის სანაპირო რაზმის უფროსი, გენ. ახმეტელი. მათ დარიალის საზღვარი, იქ მდგომი ნაწილები და სხვ. დაათვალიერეს, გაეცნენ ჯარისკაცთა ყოფას. შემდეგ თრუსოს ხეობაში გაემგზავრნენ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 22 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, ლადო გუდიაშვილმა, დავით კაკაბაძემ და სერგეი სუდეიკინმა „ცისფერყანწელების“ კაფე „ქიმერიონისთვის“ დეკორაცია დახატეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 ივლისს შრომის ბირჟის სახალხო კინოთეატრში ჯარისკაცებისთვის გაიმართა ფილმის „შეერთება ბათუმის საქართველოსთან“ დემონსტრაცია. ფილმის დაწყებამდე პოლკოვნიკმა ქარცივაძემ წარმოთქვა სიტყვა ბათუმის საქართველოსთან შეერთების მნიშვნელობაზე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 ივლისის „ერთობაში“ ნათქვამია, რომ ქართველ მსახიობთა კავშირთან არსებულ გ. არდაშელი-იშხნელის სახელობის კავშირის წევრთა ობლად დარჩენილი შვილების აღსაზრდელ ფონდს ნ. ჩხეიძემ ათასი მანეთი შესწირა.