რეგისტრირებული ფაქტები49996
სორტირება თარიღი მზარდობით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 ნოემბერს გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორმა კინწურაშვილმა განათლების სამინისტროს საშუალო და დაბალ სკოლათა მთავარგამგეს მისწერა, რომ გიმნაზიაში საქმის წარმოება ქართულ ენაზე იყო საჭირო. საქმის მწარმოებელს და კლასის დამრიგებელს თამარ ილარიონის ასულ ციციშვილ-გუბარევისას კი ქართულ ენაზე დოკუმენტების შედგენა არ შეეძლო, რის გამოც იგი დაითხოვეს სამსახურიდან. კინწურაშვილმა გამოცდილი საქმისმწარმოებელი ვერ იშოვა და შუამდგომლობით კვლავ გუბარევისა დააბრუნა სამსახურში. საქმიან ქაღალდებს თავად დირექტორი ადგენდა, გადაწერაში კი ეხმარებოდა გუბარევისა, რომელიც ქართულ ენაზე საქმიანი ქაღალდების შედგენას სწავლობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 6 ნოემბერს გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორმა კინწურაშვილმა განათლების სამინისტროს საშუალო და დაბალ სკოლათა მთავარგამგეს მისწერა, რომ საჭირო იყო რუსული ენა ორ მასწავლებელს ესწავლებინა. ამის გამო მან რუსული ენის მასწავლებლად მიიწვია ნინო კარიჭაშვილი. მას შეეძლო როგორც დაბალი, ასევე მაღალი კლასებისთვისაც ესწავლებინა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 ნოემბერს გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორმა კინწურაშვილმა განათლების სამინისტროს საშუალო და დაბალ სკოლათა მთავარგამგეს მისწერა, რომ შტატგარეშე დარჩა მათემატიკის მასწავლებელი ფელიციტა ივანეს ასული კორენევისა. იგი თბილისში ითხოვდა გადასვლას. ასეც რომ არ ყოფილიყო, მისი გიმნაზიაში დატოვება არ შეიძლებოდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 6 ნოემბერს გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორმა კინწურაშვილმა განათლების სამინისტროს საშუალო და დაბალ სკოლათა მთავარგამგეს მისწერა, რომ შტატგარეშე დარჩა გეოგრაფიისა და ლათინური ენის მასწავლებელი ანტონ კირილეს ძე კაკტინიცა. იგი დროებით იყო მიწვეული. გიმნაზიაში ქართული გეოგრაფიის ცალკე საგნად შემოღების შემდეგ ანტონ კაკტინიცას დახმარება საჭირო აღარ იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 ნოემბერს გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორმა კინწურაშვილმა განათლების სამინისტროს საშუალო და დაბალ სკოლათა მთავარგამგეს მისწერა, რომ პედაგოგიურმა საბჭომ ნინო კარიჭაშვილს I-IV კლასი ჩააბარა. მას შეეძლო რუსული ენა მე-4 კლასისთვის მე-5 კლასშიც ესწავლებინა. სერაფიმა სერგის ასულ ბაგაევს ეს არ შეეძლო, რადგან მას შესაფერისი განათლება არ ჰქონდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 6 ნოემბერს გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორმა კინწურაშვილმა განათლების სამინისტროს საშუალო და დაბალ სკოლათა მთავარგამგეს მისწერა, რომ შტატგარეშე დარჩა რუსული ენის მასწავლებელი სერაფიმა სერგის ასული ბაგაევისა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 6 ნოემბერს გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორმა კინწურაშვილმა განათლების სამინისტროს საშუალო და დაბალ სკოლათა მთავარგამგეს მისწერა, რომ შტატგარეშე დარჩა შვიდი მასწავლებელი. ერთ-ერთი იყო რუსული ენის მასწავლებელი ელენე მიხეილის ასული ალექსანდროვისა. კინწურაშვილის აზრით, რუსული ენის მასწავლებლად სასურველი იყო ისეთი ადამიანი, რომელიც ქართულ ლიტერატურასაც იცნობდა და საჭიროების შემთხვევაში პარალელს გაავლებდა საზოგადოებრივ მოვლენებზე ქართულსა და რუსულ ლიტერატურაში. ვინაიდან, ალექსანდროვისა ასეთი პირი არ აღმოჩნდა იგი გაათავისუფლეს სამსახურიდან.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 6 ნოემბერს გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორმა კინწურაშვილმა განათლების სამინისტროს საშუალო და დაბალ სკოლათა მთავარგამგეს აცნობა, რომ რუსული ენის მასწავლებელი ვერა დიმიტრის ასული პერევერსევი შტატგარეშე დარჩა. იგი პირველ და მეორე კლასში ასწავლიდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 6 ნოემბერს გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორმა კინწურაშვილმა განათლების სამინისტროს საშუალო და დაბალ სკოლათა მთავარგამგეს აცნობა, რომ შტატგარეშე დარჩა კლასის დამრიგებელი ნინო ივანეს ასული ამირეჯიბისა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 ნოემბერს გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორმა კინწურაშვილმა განათლების სამინისტროს საშუალო და დაბალ სკოლათა მთავარგამგეს შეატყობინა, რომ ვერა პერევერსევი ოჯახური მდგომარეობის გამო ეკატერინოდარში გადასახლდა.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 6 ნოემბერს გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორმა მიხეილ კინწურაშვილმა განათლების სამინისტროს საშუალო და დაბალ სკოლათა მთავარგამგეს მისწერა, რომ გიმნაზიას არ სჭირდებოდა რუსული ენის ოთხი მასწავლებელი, რადგან არც ერთ მათგანს არ ჰქონდა გაკვეთილების საკმარისი რაოდენობა და გაკვეთილების რაოდენობის გამო არც ერთი მატერიალურად უზრუნველყოფილი არ იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 ნოემბერს რუსეთიდან ახლად დაბრუნებული სტანისლავ ვოლსკი ორი ლექციის წაკითხვას გეგმავდა თემაზე „განწირულთა ქვეყანაში“. პირველი ზუბალაშვილის სახალხო სახლში უნდა გამართულიყო, მეორე ლექციის „ბოლშევიკური მთავრობა სოფლად“ თარიღს კი გამოაცხადებდნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ფინანსთა მინისტრ გიორგი ჟურულის გამოსვლა საათის ისრის უკან ერთი საათით გადაწევის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე მოისმინეს ფინანსთა მინისტრ გიორგი ჟურულის მოხსენება ბონების ახალი ემისიის შესახებ. მინისტრს მიანდეს აზერბაიჯანის მთავრობასთან ხელშეკრულების დადება ახალი ემისიის შესახებ.
1918
ტიპი: ავტორობა
თელავის სომხური გიმნაზიის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარის (1918 წლის 7 ნოემბერს) 26 ოქტომბრის N22-ით მიწერილი წერილის პასუხად აცნობეს, რომ უმაღლეს და საშუალო სასწავლებელთა მთავარი გამგის განკარგულებით, ისეთი მოსწავლეები, რომლებმაც ქართული არ იციან მიღებულ იქნან გიმნაზიაში ერთი წლის ვადით მხოლოდ იმ აუცილებელი პირობით, რომ ამ ხნის განმავლობაში ისინი უეჭველად მოემზადებიან მშობლიურ ენაზე სწავლის გაგრძელებისთვის. ხელს აწერდნენ: კანცელარიის დირექტორი მიქაბერიძე და საქმისმწარმოებელი ბერძნიშვილი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 7 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N79 ბრძანებით რახელ ბახარევსკაია ხაშურის ქალთა გიმნაზიაში რუსული ენის პედაგოგად დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 7 ნოემბრის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი და საშუალო სასწავლებლის გამგის N80 ბრძანებით, თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიაში მოსამზადებელი კლასების პედაგოგად გიორგი კონსტანტინეს ძე ასატური დაინიშნა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 7 ნოემბერს რუსეთიდან ახალი დაბრუნებული სტანისლავ ვოლსკი ორი ლექციის წაკითხვას გეგმავდა თემაზე „განწირულთა ქვეყანაში“. პირველი ზუბალაშვილის სახალხო სახლში უნდა გამართულიყო, მეორე ლექციის „ბოლშევიკური მთავრობა სოფლად“ თარიღს კი გამოაცხადებდნენ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 ნოემბერს ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის მოსამზადებელი კლასის მასწავლებელ პიღასი ივანეს ასული აბდუშელიშვილის ნამსახურეობის სია შეადგინეს.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
პიღასი ივანეს ასულ აბდუშელიშვილის პირად საქმეში ეწერა, რომ მას მშობლებისაგან მემკვიდრეობით ქონება არ მიუღია და არც თვითონ შეუძენია.
1918
ტიპი: თანამდებობა
პიღასი ივანეს ასული აბდუშელიშვილის ნამსახურეობის სიაში წერია, რომ იგი კავკასიის ოლქის განკარგულებით დანიშნული იყო „სინათლის“ ქალთა გიმნაზიის მოსამზადებელი კლასის მასწავლებლად. ნამსახურეობის პირის დედანთან სისწორეს ხელის მოწერითა და ბეჭდის დასმით ამოწმებს გიმნაზიის დირექტორი დ. ქუთათელაძე და საქმის მწარმოებელი ვ. აბაშიძე.