ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები41039

1932

ტიპი: გარდაცვალება

1932 წლის 12 თებერვალს ლევილში მყოფმა დავით შარაშიძემ შეიტყო, რომ მამამისი, გიგო შარაშიძე გარდაიცვალა.

1932

ტიპი: ავტორობა

1932 წლის 20 თებერვალს ქეთევან ლომთათიძემ ქრისტინე შარაშიძეს საავადმყოფოში დაუტოვა ბარათი, რომელშიც წერდა, რომ მივიდა მის სანახავად, მაგრამ არ შეუშვეს.

1932

ტიპი: გარდაცვალება

1932 წლის 20 თებერვალს ქეთევან ლომთათიძემ ქრისტინე შარაშიძეს მარიამ ანთაძე-ნაკაშიძის რძლის გარდაცვალების შესახებ აცნობა.

1932

ტიპი: ავტორობა

1932 წლის გაზაფხულზე ქრისტინე შარაშიძემ თავისი პირველი მეცნიერული ნაშრომი „ქართული წიგნის ბეჭდვის განვითარების გზები“ საქართველოს მუზეუმის აუდიტორიაში მუზეუმის თანამშრომელთა წინაშე წაიკითხა. მოხსენება ილუსტრირებული იყო იშვიათი წიგნების თავფურცლითა და შემკულობებით.

1932

ტიპი: ღონისძიება

1932 წლის 28 მარტს ქრისტინე შარაშიძემ თბილისიდან ბახვში დედას – ნინო ქიქოძეს ღია ბარათი გაუგზავნა.

1932

ტიპი: ღონისძიება

1932 წლის 20 მაისს გოგი ქარცივაძემ ბებიას, ნინო ქიქოძეს თბილისიდან ბახვში წერილი გაუგზავნა და შეატყობინა, რომ დედა, თამარ შარაშიძე პენსიაზე აპირებდა გასვლას საშა კანდელაკის დახმარებით.

1932

ტიპი: ავტორობა

1932 წლის 20 მაისს გოგი ქარცივაძემ ბებიას, ნინო ქიქოძეს თბილისიდან ბახვში გაუგზავნა წერილი და შეატყობინა, რომ პარატიფი გადაიტანა.

1932

ტიპი: ავტორობა

1932 წლის 20 მაისს ბიბი ქარცივაძემ ბებიას, ნინო ქიქოძეს თბილისიდან ბახვში გაუგზავნა წერილი და მისწერა, რომ დედას, თამარ შარაშიძეს სამსახურიდან მოჰქონდა ინვენტარი შესაფასებლად, რაშიც ის და მისი ძმა გოგი ეხმარებოდნენ.

1932

ტიპი: ღონისძიება

1932 წლის 15 ივნისს ქრისტინე შარაშიძე სტუმრად იყო ყოფილ მოსწავლესთან, რომელმაც უთხრა, რომ საბავშვო სახლების ხელმძღვანელთათვის 10-დღიანი კურსები გაიხსნა.

1932

ტიპი: ღონისძიება

1932 წლის 16 ივნისს ქრისტინე შარაშიძემ დედას – ნინო ქიქოძეს კერძო ხასათის წერილი გაუგზავნა.

1932

ტიპი: ავტორობა

1932 წლის 23 ივნისს დავით შარაშიძემ დედას, ნინო ქიქოძეს მისწერა, რომ მისი მეუღლის ძმა, რენე ტუსენი და მისი შვილის, გოგის ნათლია აპირებდნენ საპროფესიო და ტექნიკური სკოლის დაარსებას, რომელშიც დავითი მდივნად იმუშავებდა.

1932

ტიპი: ავტორობა

1932 წლის 7 სექტემბერს ქრისტინე შარაშიძემ დედას ღია ბარათი გაუგზავნა და მისწერა, რომ ქეთო ქიქოძესთან მივიდოდა და შემდეგ მათ ამბავს დაწვრილებით შეატყობინებდა.

1932

ტიპი: ღონისძიება

1932 წლის პირველ ოქტომბერს შალვა შარაშიძემ დედას, ნინო ქიქიოძეს სთხოვა თავისი დახატული მამის, გიგო შარაშიძის სურათის გაგზავნა, რომელიც სჭირდებოდა გიგოს საფლავის ქვაზე ამოსაჭრელად.

1932

ტიპი: ღონისძიება

1932 წლის 13 ოქტომბერს ნუცა შარაშიძემ თბილისიდან ბახვში ბებიას, ნინო ქიქოძეს გაუგზავნა ღია ბარათი, რომელშიც წერდა თავისი ტყუპისცალის, ქეთოს ოპერაციის შესახებ.

1932

ტიპი: ღონისძიება

1932 წლის 31 ოქტომბერს შალვა შარაშიძემ დედას, ნინო ქიქოძეს მისწერა, რომ თუ მათი ბახვის ეზოს ჩამოჭრა გზის გაკეთებას უკავშირდებოდა, უნდა შეგუებოდნენ ამ ამბავს, თუ რამე სხვა მიზეზი იყო, მაშინ უნდა გაეპროტესტებინათ.

1933

ტიპი: ავტორობა

1933 წელს სტალინისადმი მიწერილ წერილში ქრისტინე შარაშიძემ აღნიშნა, რომ უკანასკნელი 10 წლის მუშაობამ ახლოს გააცნო ყოფილი „წერა–კითხვის წიგნთსაცავისა“ და საისტორიო–საეთნოგრაფიო ბიბლიოგრაფიის წიგნადი ფონდების მდგომარეობა.

1933

ტიპი: ავტორობა

1933 წელს სტალინისადმი მიწერილ წერილში ქრისტინე შარაშიძემ აღნიშნა, რომ ყოფილი „წერა–კითხვის წიგნთსაცავისა“ და საისტორიო–საეთნოგრაფიო ბიბლიოგრაფიის წიგნადი ფონდების მდგომარეობა მრავალი ქართველი მეცნიერის აზრით არადამაკმაყოფილებელი იყო და საჭიროებდა სასწრაფო ზომების მიღებას.

1933

ტიპი: ავტორობა

ქრისტინე შარაშიძემ სტალინს მისწერა, რომ 1933 წლის გაზაფხულზე შემუშავებული იყო ქართული წიგნების ძველი ფონდების შემოწმების, აღწერის და დაცვის საჭიროების გამო სასწრაფოდ ჩასატარებელი გეგმა.

1933

ტიპი: თანამდებობა

1933 წელს პარიზში დავით შარაშიძის მეუღლემ, ელენე ტუსენმა სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.

1933

ტიპი: თანამდებობა

1933 წელს საფრანგეთში დავით შარაშიძე მუშაობდა საპროფესიო და ტექნიკური განათლების სკოლაში, სადაც ბუღალტერია, კომერციული საგნები, ენები, ჭრა-კერვა და ა. შ. ისწავლებოდა.

1933

ტიპი: ორგანიზაცია

1933 წლის ივლისში გალაკტიონ ტაბიძის სალიტერატურო მოღვაწეობის 25 წლისთავის აღსანიშნავად ფილიპე მახარაძის თავმჯდომარეობით შეიქმნა საიუბილეო კომიტეტი.

1933

ტიპი: ღონისძიება

1933 წლის 5 ივლისს თბილისის ოპერის თეატრში გაიმართა გალაკტიონ ტაბიძის საიუბილეო საღამო, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა მალაქია ტოროშელიძემ.

1933

ტიპი: ავტორობა

1933 წლის 24 ივლისს საქართველოში ახალდაბრუნებულმა ბიბი ქარცივაძემ ბებიას, ნინო შარაშიძეს ბახვში გაუგზავნა წერილი, რომელშიც წერდა შთაბეჭდილებებს მოსკოვზე, ლენინგრადსა და აზრებაიჯანზე.

1933

ტიპი: ავტორობა

1933 წლის ოქტომბრის პირველ რიცხვებში საქართველოს მუზეუმის დირექციამ მიიღო ქრისტინე შარაშიძის პროექტი ქართული ნაბეჭდი წიგნების სრული კატალოგის შედგენის შესახებ.

1933

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1933 წლის 5 ოქტომბერს საქართველოს მუზეუმის დირექტორმა გიორგი ჩუბინაშვილმა მუზეუმის თანაშრომლის, ქრისტინე შარაშიძის დაბადების ცნობა გასცა. ცნობით დამოწმებულია, რომ ქრისტინე შარაშიძე დაიბადა 1889 წლის 5 იანვარს გურიაში, ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში. ცნობას ხელს აწერენ საქართველოს მუზეუმის დირექტორი გიორგი ჩუბინაშვილი და მდივანი ნ. ჯავახიშვილი.