რეგისტრირებული ფაქტები52221
სორტირება თარიღი მზარდობით
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 21 ნოემბერს კორცხელის სასოფლო სასწავლებლის პედაგოგმა სამსონ თოლარაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ წერილთან (N18) ერთად მიიღო 12 „დედა ენა“, 8 „ბუნების კარი“, 8 კალანდარიშვილის რუსული ენის სახელმძღვანელო, 8 „იგავ-არაკნი“, 10 ქართული წერის დედანი, 8 ასპიდის დაფა, 18 კალმისტარი, 36 ფანქარი, 1 ყუთი კალმები, 4 ½ ოზმა საწერი ქაღალდი და 20 გრიფილი. მან გამოგზავნილი წიგნები და სასწავლო ნივთები დაურიგა ღარიბ მოსწავლეებს, რომლებმაც ნივთების მიღების დასტურად ხელი მოაწერეს სპეციალურ ჟურნალში.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 21 ნოემბერს კორცხელის სასოფლო სასწავლებლის პედაგოგმა სამსონ თოლარაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ წერილთან (N18) ერთად სკოლის ბიბლიოთეკისთვის მიიღო თითო ცალი ახალი აღთქმა, „დავითნი“, დიდებულიძის „საღმრთო ისტორია“, „ვეფხისტყაოსანი“, „ბანჯგვლიანი ფუტკარი“ და 2-2 ცალი ნ. ბარათაშვილის ლექსები, ი. გოგებაშვილის „დარიგება“, „არითმეტიკული გამოცანები“ და მ. ყიფიანის „არითმეტიკა“.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 21 ნოემბერს მასწავლებელმა სამსონ თოლარაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას მისწერა, რომ კორცხელის სასოფლო სასწავლებლისთვის საჭირო იყო: „დედა ენა“, „ბუნების კარი“, „საღმრთო ისტორია“, როდნოე სლოვო, I და II ნაწილი. ევტუშევსკის „არითმეტიკა“, I ნაწილი, დეკანოზ სოკოლოვის მიერ შედგენილი სახელმძღვანელო, რომელიც შეიცავდა ლოცვებს, მცნებებს, მრწამსს განმარტებებით, ქართული წერის დედანი, ასპიდის დაფები, კალმისტრები, ფანქრები, ცარცი, კალმები, მელანი, გრიფილები, საწერი ქაღალდი. ხოლო ღარიბ მოსწავლეთათვის დასარიგებლად საჭირო იყო: 15 ც. „დედა ენა“, 2 ც. „ბუნების კარი“, 12 ც. „საღმრთო ისტორია“, 12 ც. ევტუშევსკის „არითმეტიკა“, 14 ც. „ლოცვანი“, 10 ც. „როდნოე სლოვო“, I ნაწილი, 7 ც. II ნაწილი, 12 ც. ქართული წერის დედანი, 15 ასპიდის დაფა, აგრეთვე სხვა სასწავლო ნივთები: კალმები, ფანქრები, ქაღალდი, მელანი, გრიფილები და ცარცი.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 22 ნოემბერს მასწავლებელი რომანოზ გაგუა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებას სწერს, რომ წალენჯიხის სკოლისთვის საჭირო იყო და ღარიბ მოსწავლეთათვის უნდა გამოეგზავნათ თითოეულისთვის თითო ეგზემპლარი I და II ნაწილი „როდნოე სლოვო“, „დედა ენა“, ასპიდის დაფა და ფანქარი, ჯამში – 23 „დედა ენა“, 23 „როდნოე სლოვო“, 23 ასპიდის დაფა თავისი გრიფელებითურთ და 23 ფანქარი.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 22 ნოემბერს მასწავლებელი გიორგი ცერცვაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აუწყებს, რომ სოფელ კირცხის სკოლას სჭირდება შემდეგი სასწავლო სახელმძღვანელოები და ნივთები: „რუსკოე სლოვო“ I ნაწილი – 30, II ნაწილი – 8 ეგზემპლარი, „დედა ენა“ – 30, „ბუნების კარი“ – 8, 30 ასპიდის დაფა და გრიფელები, 30 ფანქარი, 30 დასტა საწერი ქაღალდი.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 23 ნოემბერს სოფელ შემოქმედის მასწავლებელმა ანტონ ცეცხლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ ყურადღებას აქცევდა, სკოლაში დარიგებულ წიგნებს მოსწავლეები გაფრთხილებოდნენ. მან რამდენიმე ეგზემპლარი აჩუქა ძალიან ღარიბ, მაგრამ კარგი ყოფაქცევის და ბეჯით მოსწავლეებს.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 23 ნოემბერს სოფელ შემოქმედის სკოლის მასწავლებელმა ანტონ ცეცხლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ 1881 წლის 29 აპრილს სკოლამ მიიღო „ბუნების კარი“ – 5, „დედა ენა“ – 25, გ. კალანდარიშვილის „პირველ დასაწყისი კურსი რუსული ენისა ქართველთათვის“ – 10, ა. ჯუღელის „წერის სასწავლო დედანი“ – 29.
1881
ტიპი: ავტორობა
1881 წლის 23 ნოემბერს მასწავლებელი ანტონ ცეცხლაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აუწყებს, რომ სოფელ შემოქმედის სკოლის ღარიბ მოსწავლეთათვის დასარიგებლად საჭირო იყო შემდეგი სახელმძღვანელო მასალები: სოკოლოვის „ლოცვები, მცნებები და სიმბოლოები“ – 5 წიგნი, „როდნოე სლოვო“ I ნაწილი – 13, „როდნოე სლოვო“ II ნაწილი – 7, ევტუშევსკის „არითმეტიკული ამოცანების კრებული“ I ნაწილი – 17, „ბუნების კარი“ – 5, გ. კალანდარიშვილის „პირველ დასაწყისი კურსი რუსული ენისა“ – 12, ა. ჯუღელის „წერის სასწავლო დედანი“ – 19, რუსული წერის დედანი – 17, სუფთა წერის რვეულები ქართულისთვის – 31, რუსულისთვის – 31, ფანქრები – 31, ყველაზე მეტად ესაჭიროებოდათ ევტუშევსკის „არითმეტიკის მეთოდიკა“ სახელმძღვანელო მასწავლებელთათვის. 15 მოსწავლეს არ ჰქონდა ასპიდის დაფები. მისი აზრით, ვინაიდან ეს გასატეხი ნივთი იყო, უკეთესი იქნებოდა ქაღალდისაგან დამზადებული დაფა, ან გრიფელით საწერი დაფა.