რეგისტრირებული ფაქტები50664
სორტირება თარიღი მზარდობით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 სექტემბერს გაიმართა თბილისის სამაზრო ერობის წევრთა მე-8 ყრილობამ უკანასკნელ სხდომაზე ფარული კენჭისყრით ერობის წევრებად აირჩია: დავით ონიაშვილი (ს.დ.) – თავმჯდომარედ, ესტატე ავალიშვილი, ივანე ხელაძე, გიორგი ჯიღაური, მიხეილ იშხანოვი; სარევიზიო კომისიაში აირჩიეს მაქსიმე ბერძნიშვილი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 სექტემბერს პოლიექტივ გაგოშიძემ თბილისის მეორე ქალთა გიმნაზიის დირექტორს გაუგზავნა წერილი, რომლის მიხედვითაც ითხოვდა მისი ასულის, ეკატერინე გაგოშიძის მისდამი რწმუნებულ გიმნაზიაში მიღებას მეხუთე კლასის მოწაფედ. ასევე გაუგზავნა ეკატერინეს ატესტატი ჭრებალოს უმაღლეს დაწყებითი სასწავლო კურსის დასრულების შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 სექტემბერს ალექსანდრე ხელაძის თავმჯდომარეობით გამართულ საქართველოს პროფესიულ კავშირთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომას ესწრებოდნენ: მიწათმოქმედების სამინისტროს წარმომადგენელი მიხეილ ახალაძე, შრომის კომისარი ქელბაქიანი და რუსეთში წამსვლელი მუშათა დელეგაციის წარმომადგენლები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ მეორე ინტერნაციონალის დელეგაციის შესახვედრად მუშებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შედგა კომისია. თბილისის გამგეობამ ამ კომისიის წევრად აირჩია გამგეობის წევრი გიორგი კონიაშვილი.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 8-9 სექტემბერს თბილისის ქალთა მე-6 გიმნაზიის დირექტორს მისწერეს, რომ 1920 წლის 1-ლი სექტემბრიდან მასწავლებელი კონსტანტინე შამშეს ძე აბულაძე საქართველოს ისტორიის მასწავლებლის თანამდებობაზე თბილისის მეხუთე ქალთა გიმნაზიაში გადაიყვანეს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 8-9 სექტემბერს თბილისის მეხუთე ქალთა გიმნაზიის დირექტორს მისწერეს, რომ მიმდინარე წლის 1-ლი სექტემბრიდან გიმნაზიაში თბილისის ქალთა მეექვსე გიმნაზიიდან ისტორიის მასწავლებლად კონსტანტინე შამშეს ძე აბულაძე გადაიყვანეს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 8 სექტემბრის „ერთობა“ იუწყება, რომ ქუთაისისა და მისი გუბერნიის საკრედიტო დაწესებულებებში მოსამსახურეთა პროფ. კავშირის საბუღალტერო კურსების გამგედ მირიან თეიმურაზის ძე ბასილია მიიწვიეს.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 8 სექტემბრის გაზეთში „ერთობა“ დაიბეჭდა ბაქოში საქართველოს წარმომადგენელის განცხადება ახალციხის გამგეობის საყურადღებოდ, რომ მოქალაქეები ილია ხარეიშვილი (იგივე ხარამ დავიდაშვილი) და იოსებ აბრამის ძე ნოდიაშვილი ბაქოში არ იმყოფებოდნენ. კონსტანტინე ტერ-აბრამოვი კი დაპატიმრებული არ ყოფილა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 სექტემბრის „ერთობის“ ცნობით ნიკო ტრაპაიძემ შუა სურების სამკითხველოს წლის ბოლომდე გამოუწერა ჟურნალი „სოფლის მუშა“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 სექტემბრის თელავის ვაჟთა გიმნაზიის სამეურნეო კომიტეტის დადგენილების ოქმში წერია, რომ სამინისტროსთან უნდა აღიძრას შუამდგომლობა, რათა ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვს გიმნაზიის სპეციალური თანხიდან ერთდროული დახმარების სახით მიეცეს 4000 მანეთი. კომიტეტის დადგენილების დედანთან სისწორეს ხელმოწერით ადასტურებს დირექტორი ნ. გოგიტიძე, დედანს შეადარა საქმისმწარმოებელმა ვალერი კიკნაძემ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 სექტემბრის თელავის ვაჟთა გიმნაზიის სამეურნეო კომიტეტის დადგენილების ოქმის მიხედვით, ყოფილი მასწავლებელი ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვი ოჯახური მდგომარეობის გამო იძულებული გახდა თბილისში გადასულიყო. იგი იქ მატერიალურ გასაჭირში აღმოჩნდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 სექტემბრის თელავის ვაჟთა გიმნაზიის სამეურნეო კომიტეტის დადგენილების ოქმის მიხედვით, კომიტეტის წევრებმა იმსჯელეს რა სახის დახმარება სჭირდებოდა ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვს.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 8 სექტემბრის თელავის ვაჟთა გიმნაზიის სამეურნეო კომიტეტის დადგენილების ოქმის მიხედვით, ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვი პირნათლად ასრულებდა მასწავლებლის მოვალეობას თელავის ვაჟთა გიმნაზიაში.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი სამსონ მალაქიას ძე ასათიანი ნინა ოტიას ასულ აბდუშელიშვილის მამინაცვალი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 9 სექტემბერს ნოე ჟორდანია ინახულა ევროპის სოციალური დელეგაციის შეხვედრის მომწყობი კომისიის თავმჯდომარემ ბიქტორ თევზაიამ და შეხვედრის გეგმა გააცნო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 9 სექტემბრის „ერთობა“ ბეჭდავს თბილისის და მისი რაიონის მებაღეთა კავშირის განცხადებას, კავშირის თავმჯდომარის, ესაია შუბლაძის ხელმოწერით, მემამულეთა საყურადღებოდ, რომ 13 სექტემბერს (მე-5 სამილიციო უბანში, ვარანცოვის ქ. N99) დანიშნულია კავშირის წევრებისა და მემამულეთა გაერთიანებული კრება მნ-ი საკითხების განსახილველად; მას მე-6 რაიონიდან დაესწრებიან ტერელიძე და ბუაჩიძე.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 10 სექტემბერს სენაკის ქალაქის გამგეობა ატყობინებს აკაკი ჩხენკელს, რომ მე-2 პირველდაწყებით სასწავლებელს მისი სახელი მიენიჭა.