ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50556

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ლ დეკემბერს სოფელ მუხურის სკოლის მასწავლებელმა სამსონ თვალთვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ წიგნები და სასწავლო ნივთები ღარიბ მოსწავლეთათვის უფასოდ დასარიგებლად არასდროს მიუღია.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ზოსიმე ჩაჩუას ცნობით, 1881 წლის 1-ლი დეკემბრისთვის სოფელ ხორგის სკოლის 52 მოსწავლე ვაჟიდან 35 ისეთი ღარიბი იყო, რომ არ შეეძლოთ სასწავლო წიგნებისა და ნივთების ყიდვა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ლ დეკემბერს სოფელ ხორგის სკოლის მასწავლებელმა ზოსიმე ჩაჩუამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ წიგნები და სასწავლო ნივთები ჯერჯერობით არ მიუღია.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ლ დეკემბერს სოფელ ხორგის სკოლის მასწავლებელმა ზოსიმე ჩაჩუამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება N35 სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ლ დეკემბერს ეწერის სკოლის მასწავლებელმა სპირიდონ კოხრეიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სკოლისთვის საჭირო იყო: რუსული და ქართული წიგნები, „ბუნების კარი“, „პირველდასაწყისი კურსი რუსული ენისა“, ქაღალდი და ფანქრები. ღარიბ მოსწავლეთათვის დასარიგებლად საჭირო იყო 30-30 ეგზემპლარი ზემოხსენებული სახელმძღვანელო წიგნები, ხოლო ნივთები, რამდენიც შესაძლებელი იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 1-ლ დეკემბერს სოფელ ჩხირაულის სკოლის მასწავლებელმა სპირიდონ ბრეგვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა, რომ სკოლისთვის აუცილებელი და საჭირო იყო: ჯუღელის წერის დედანი, გოგებაშვილის „დედა ენა“, ევტუშევსკის „არითმეტიკული გამოცანების კრებული,“ პირველი ნაწილი. ღარიბ მოსწავლეთათვის საჭირო იყო 6 ცალი „დედა ენა“, 2 ცალი „არითმეტიკის კრებული“, 5 ცალი წერის დედანი, 3 ასპიდის დაფა, 1 დუჟინი გრიფელი, ერთი დუჟინი ფანქარი და რამოდენიმე დუჟინი რკინის კალამი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის დეკემბერში ჟურნალ „ივერიის“ მე-12 ნომერი გამოვიდა, რომელშიც ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით სტატიები, „შინაური მიმოხილვა“ და „ხელად“ დაიბეჭდა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 2 დეკემბერს სოფელ მაღაროს სკოლის მასწავლებელმა იერემია ჭარელოვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 2 დეკემბრის მონაცემების მიხედვით, მასწავლებელ სილიბისტრო გაბიჩვაძის ცნობით, სოფელ სხვავის სკოლის 33 მოსწავლიდან დაახლოებით მეოთხედი ღარიბი იყო.

1881

ტიპი: ღონისძიება

1881 წლის 2 დეკემბრისთვის, მასწავლებელ სილიბისტრო გაბიჩვაძის ცნობით, სოფელ სხვავის სკოლაში 33 მოსწავლე სწავლობდა, ყველა ვაჟი იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 2 დეკემბერს რაჭის მაზრის სოფელ სხვავის სკოლის მასწავლებელმა სილიბისტრო გაბიჩვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება N15 სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 2 დეკემბერს მუხრანის სკოლის მასწავლებელმა ივანე გრიგოლის ძე გძელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება N34 სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 2 დეკემბერს მასწავლებელმა სილიბისტრო გაბიჩვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ სოფელ სხვავის სკოლას არ მიუღია სახელმძღვანელო წიგნები და სასწავლო ნივთები ღარიბ მოსწავლეთათათვის დასარიგებლად.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 2 დეკემბერს მუხრანის სკოლის მასწავლებელმა ივანე გრიგოლის ძე გძელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ 1-ლ თებერვალს მიიღო წიგნები.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ ივანე გძელიძის ცნობით, 1881 წლის 2 დეკემბრისთვის სოფელ მუხრანის სკოლაში სწავლობდა 39 მოსწავლე ვაჟი, მათგან 23 სომეხი იყო, ხოლო 16 – ქართველი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 2 დეკემბერს მასწავლებელი სილიბისტრო გაბიჩვაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წერილობით მოახსენებს, რომ სოფელ სხვავის სკოლაში იმდენად ღარიბი მოსწავლეები არ იყვნენ, რომ ვერ შეეძინათ დამოუკიდებლად სასწავლო ნივთები, თუკი სკოლაში გასაყიდად იქნებოდა.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 2 დეკემბერს მასწავლებელმა სილიბისტრო გაბიჩვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სოფელ სხვავის სკოლის ღარიბ მოსწავლეთათვის ძალიან საჭირო იყო 4 „დედაენა“, 12 დედანი, 12 სახატავი რვეული.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 2 დეკემბერს მასწავლებელი სილიბისტრო გაბიჩვაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სოფელ სხვავის სკოლისთვის სთხოვდა შემდეგ სახელმძღვანელო წიგნებს: ჯუღელის „სასწავლო წერის დედანი“, არითმეტიკული კრებულები, ლოცვების სასწავლო წიგნი, ასევე შემდეგ ნივთებს: სახატავი რვეულები, მოძრავი ანბანი ქართული და რუსული ენებისა, სურათები ისტორიის სასწავლებლად და ახალი ქართული წიგნები, რამდენის საშუალებაც იქნებოდა, თუნდაც 72 წელს გამოცემული.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ იერემია ჭარელოვის ცნობით, 1881 წლის 2 დეკემბრისთვის სოფელ მაღაროს სკოლაში სწავლობდა მხოლოდ 42 მოსწავლე ვაჟი, მათგან 26 ძალიან ღარიბი იყო.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 2 დეკემბერს მასწავლებელმა იერემია ჭარელოვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სოფელ მაღაროს სკოლისთვის ძალიან საჭირო იყო კარადა წიგნების შესანახად.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 2 დეკემბერს მასწავლებელმა იერემია ჭარელოვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ 1881 წლის მაისში სოფელ მაღაროს სკოლაში მხოლოდ ერთხელ მიიღეს წიგნები.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 2 დეკემბერს მასწავლებელმა ივანე გძელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ მუხრანის სკოლას სჭირდებოდა შემდეგი ნივთები: 13 ეგზემპლარი „ბუნების კარი“, უმთავრესი ისტორიული მოთხრობების სურათები, როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმისა, კავკასიის, ევროპის და რუსეთის რუკები, არშინი, საჟენი და ფარგალი.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 3 დეკემბერს სოფ. ჭაგნის სასწავლებლის პედაგოგმა სამსონ ევთიმეს ძე მიქელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება N12 სკოლის მდგომარეობის შესახებ.

1881

ტიპი: ავტორობა

1881 წლის 3 დეკემბერს სოფ. ნიგოითის სასწავლებლის პედაგოგმა კონსტანტინე კალანდარიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა მოხსენება სკოლის მდგომარეობის შესახებ N63.

1881

ტიპი: ავტორობა

მასწავლებელ სამსონ მიქელაძის ცნობით, 1881 წლის 3 დეკემბრისთვის სოფელ ჭაგნის სკოლაში სწავლობდა 75 მოსწავლე ვაჟი და არცერთი ქალი. მათგან 35 ღარიბი იყო.