ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47441

1924

ტიპი: ავტორობა

თედო სახოკიას თარგმანები ყველაზე დიდი რაოდენობით 1924-1936 წლებში დაიბეჭდა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897-1902 წლებში ჟურნალში „მოამბე“ დაიბეჭდა თედო სახოკიას ნაშრომი „ჩემი მოგზაურობანი სამურზაყანო-გურია-აჭარაში“.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 16 მაისს თედო სახოკია იმედოვნებდა, რომ ქართული ანდაზების კრებულს დასრულებულს ჩააბარებდა გამოსაცემად.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 16 მაისს თედო სახოკია იმედოვნებდა, რომ ქართული ანდაზების შესახებ თავის ნაშრომს თავისი სურვილისამებრ დაამუშავებდა.

1943

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1943 წლის 16 მაისს ბიოგრაფიის დაწერისას თედო სახოკია სამოცდათექვსმეტი წლისა იყო.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს თედო სახოკიას სურდა თავის ქართულ ლექსიკონში შეეტანა ისეთი სიტყვები, რომლებიც არც სულხან-საბასა და არც დავით ჩუბინაშვილის ლექსიკონებში არ მოიპოვებოდა.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 16 მაისს თედო სახოკია ანბანზე შექმნილი ლექსიკონის ოთხ ტომად გამოცემას ვარაუდობდა.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 16 მაისს თედო სახოკია ვარაუდობდა, რომ ქართული ანდაზების კრებულისთვის მასალების დასამუშავებლად მას ორი წელი დასჭირდებოდა.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 16 მაისს თედო სახოკია ქართული ანბანის ლექსიკონისა და ქართული ანდაზების კრებულის პარალელურად მუშაობდა ქართულ ლექსიკონზე, სადაც შევიდოდა ისეთი სიტყვები, რომლებიც მას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჰქონდა შეგროვებული.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 16 მაისს თედო სახოკიას განზრახული ჰქონდა, ქართულ ანდაზებისადმი მიძღვნილ ნაშრომში თითოეული ანდაზის წარმოშობის ისტორია მოეთხრო.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 16 მაისს თედო სახოკიას განზრახული ჰქონდა, ქართული ანდაზებისადმი მიძღვნილ ნაშრომში ანდაზების თემატურად დალაგება.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 16 მაისს თედო სახოკიას განზრახული ჰქონდა, ქართულ ანდაზებისადმი მიძღვნილ ნაშრომში თითოეული ანდაზის მნიშვნელობა განემარტა.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 16 მაისს თედო სახოკია ქართული ანდაზების კრებულზე მუშაობდა.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს თედო სახოკიას ნაშრომი „ხატოვანი (ფიგურალური) თქმანი“ მსოფლიო ომის მიზეზით ვერ გამოიცა.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს თედო სახოკიას დაწერილი ჰქონდა წიგნი „ძველად“, რომელიც აღწერდა XIX საუკუნის მეორე ნახევარში სწავლა-განათლების აღწერას სამეგრელოში.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს თედო სახოკიას დაწერილი ჰქონდა თხზულება „ციმბირში“, რომელიც ეძღვნებოდა მის ციმბირში გადასახლებას 1905 წლის რევოლუციაში მონაწილეობისთვის.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 16 მაისს ლიტერატურის მუზეუმის არქივში ინახებოდა თედო სახოკიას დასაბეჭდად გამზადებული ნაწერები: „საზღვარგარეთიდან 1905 წელს იარაღის შემოტანა საქართველოში გემ „სირიუსით“. „ციმბირში“, „ძველად“ − მოგონება სამეგრელოს წარსული ცხოვრებიდან.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 16 მაისს თედო სახოკიას დაწერილი ჰქონდა ნაშრომი „საზღვარგარეთიდან 1905 წელს იარაღის შემოტანა საქართველოში გემ „სირიუსით“.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 16 მაისს თედო სახოკიას ქართულად თარგმნილი ჰქონდა ვოლტერის „უმანკო“, ბოკაჩიოს „დეკამერონი“ და მოპასანის მოთხრობები.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 16 მაისს თედო სახოკიას დასაბჭდად გამზადებული ჰქონდა მის მიერ თარგმნილი მოპასანის მოთხრობების მეოთხე წიგნი.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 16 მაისს თედო სახოკიას ნაშრომი „ჩემი მოგზაურობანი სამურზაყანო-გურია-აჭარაში“ და აფხაზეთში მისი მოგზაურობის აღწერა გამოსაცემად გადაცემული ქონია „საბლიტს“.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 16 მაისს თედო სახოკიას დაწერილი ჰქონდა ნაშრომი აფხაზეთში მოგზაურობის შესახებ.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 16 მაისს თედო სახოკიას დაწერილი ჰქონდა ნაშრომი „ჩემი მოგზაურობანი სამურზაყანო-გურია-აჭარაში“.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს თედო სახოკიამ ჩაატარა სამურზაყანო-გურია-აჭარის ეთნოგრაფიულ-საისტორიო აღწერა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წელს თედო სახოკიას ნათარგმნი ჰქონდა ეჟის „განთიადი“, მარდოვცევის „ამირანის შვილი“ და ივანე ვაზოვის „დაშინებულნი“.