ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47756

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის მარტში ვაჟა-ფშაველა თბილისისკენ მიმავალ გზაზე ტოლათსოფელში ვასილ კოპტონაშვილთან გაჩერდა. მეორე დღეს ვაჟამ თბილისისკენ წასვლა დააპირა და თანამგზავრ ფშაველამ ცხენი მიუყვანა მას. ამ დროს დაინახა ვაჟა, ცაში მფრინავი წეროების ჯგუფი, მეგობარს ბერდენკა გამოართვა და მიუხედავად იმისა, რომ წეროები ძალიან მაღლა იყვნენ, ერთი წერო ზუსტი გასროლით ჩამოაგდო.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წელს ვასილ კოპტონაშვილს მოთხრობის „კაკო დიაკვანი“ პატარა ბროშურად გამოცემის სურვილი ჰქონდა, მაგრამ მაშინდელ ცენზორს ამის ნება არ მიუცია მისთვის. ისიც უთხრა, რომ მისი მოთხრობის გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდვა შეცდომა იყო, რადგან ნაწარმოები სამღვდელოების პატიოსან სახელს ჩირქს სცხებდა და დიაკვნებს მღვდლების წინაამღდეგ ამხედრებდა.

1937

ტიპი: ღონისძიება

1937 წლის 2 სექტემბერს ვასილ კოპტონაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, იგი გარდა „ივერიისა“, „დროებისა“, „კვალისა“ და „ცნობის ფურცელისა“ თანამშრომლობდა სასულიერო გაზეთებში, „მწყემსში“ და „საეპარქიო საექსარხოსო მოამბეში“.

1937

ტიპი: ავტორობა

1937 წლის 2 სექტემბერს ვასილ კოპტონაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, გაზეთებში „მწყემსი“ და „საეპარქიო საექსარხოსო მოამბე“ დაიბეჭდა ვასილ კოპტონაშვილის წერილები სულიერი მამების ცხოვრების შესახებ.

1937

ტიპი: ავტორობა

1937 წლის 2 სექტემბერს ვასილ კოპტონაშვილის მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, გაზეთებში „მწყემსი“ და „საეპარქიო საექსარხოსო მოამბე“ დაიბეჭდა ვასილ კოპტონაშვილის წერილები გაქრისტიანებული ქურთების შესახებ.

1894

ტიპი: ავტორობა

იაკობ ფანცხავა 1894 წელს მასწავლებლობის პერიოდში მოუხიბლავს ბათუმის ბოტანიკურ ბაღს თავისი სიმდიდრითა და სილამაზით.