ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51659

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს ბუღალტრის ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილის თხოვნა მამის გარდაცვალების გამო ერთდროული დახმარებისა და ავანსად ორი თვის გასამრჯელოს აღების შესახებ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილისთვის პრეზიდიუმს მიეცა ავანსი 1 600 000 მანეთი.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 3 მარტის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ და იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 3 მარტს შალვა ზურაბის ძე ელიავა საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 3 მარტს აბელ სოფრომის ძე ენუქიძე საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 3 მარტს ფილიპე იესეს ძე მახარაძე საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 3 მარტს მიხა გრიგოლის ძე ცხაკაია საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 3 მარტს მალაქია ტოროშელიძე საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 3 მარტს არაქელა გრიგოლის ძე ოქუაშვილი საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 3 მარტს სილიბისტრო თოდრია საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 3 მარტს მიხეილ იოსების ძე ჩოდრიშვილი საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 3 მარტს სერგო ივანეს ძე ქავთარაძე საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 3 მარტს თედო ზურაბის ძე ღლონტი საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 3 მარტს სიმონ ხუნდაძე საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 3 მარტს როსტოვში, ნოვოროსისკში, კავკავში, ბათუმსა და სოხუმში გაგზავნეს დეპეშები დეპეშები საქართველოს საზღვრების დახურვისა და ლტოლვილების შემოშვების აკრძალვის შესახებ ფილიპე მახარაძისა და მიხეილ ოჯუავას ხელმოწერით.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 7 მარტს მალაქია გიორგის ძე ტოროშელიძე საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის წევრად აირჩიეს.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 7 მარტს სილიბისტრო თოდრია ცაკის პრეზიდიუმის წევრად აირჩიეს.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 7 მარტს სერგო ივანეს ძე ქავთარაძე ცაკის პრეზიდიუმის წევრად აირჩიეს.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 7 მარტს ფილიპე იესეს ძე მახარაძე ცაკის პრეზიდიუმის წევრად აირჩიეს.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 7 მარტს ფილიპე მახარაძე საქართველოს ცაკის თავმჯდომარედ აირჩიეს.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 10 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ანა ილიას ასულმა სოლოღაშვილმა, ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ და იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა.

1922

ტიპი: მფლობელობა

1922 წლის 10 მარტის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის ჟურნალის მიხედვით, გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანი იყო პირველი ქართული წიგნის მაღაზიის დამაარსებელი.

1922

ტიპი: გარდაცვალება

1922 წლის 10 მარტის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის ჟურნალის მიხედვით, გარდაიცვალა პირველი ქართული წიგნის მაღაზიის დამაარსებელი გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 10 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს ბუღალტრის ვასილ გრიგოლის ძე ედილაშვილის თხოვნა მამის გარდაცვალების გამო ერთდროული დახმარების მიცემის შესახებ.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 10 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნების გამომცემელი და პირველი ქართული წიგნის მაღაზიის დამაარსებლის გრიგოლ ჩარკვიანის ანდერძი. განსვენებულმა თავისი ბიბლიოთეკა უანდერძა საზოგადოებას. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ოლღა ილიას ასულმა სოლოღაშვილმა, ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ და იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა.