ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50429

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 3 მარტს მიხა გრიგოლის ძე ცხაკაია საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.

1894

ტიპი: ავტორობა

1894 წლის 14 დეკემბერს ქუთაისის საგუბერნიო ჟანდარმთა სამმართველოს უფროსმა თბილისის ჟანდარმთა სამმართველოს მისწერა, რომ შიო დედაბრიშვილს და თედო სახოკიას 1891 წელს კავშირი ჰქონდათ იოსებ ლაღიაშვილთან.

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1886 წელს დიმიტრი ყიფიანი სტავროპოლში გადაასახლეს.

1887

ტიპი: გარდაცვალება

1887 წლის 24 ოქტომბრის ღამეს სტავროპოლში დიმიტრი ყიფიანი მოკლეს. მძინარე მოხუცს თავში სასწორის ქვა ჩაარტყეს.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 3 მარტს მალაქია ტოროშელიძე საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 3 მარტს არაქელა გრიგოლის ძე ოქუაშვილი საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 3 მარტს სილიბისტრო თოდრია საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წელს დიმიტრი ყიფიანმა ეგზარქოს პავლეს მისწერა და საქართველოს დატოვება ურჩია, ქვეყნისა, რომელიც მან პავლე ჩუდეცკის დაკრძალვაზე დაწყევლა.

1887

ტიპი: გარდაცვალება

1887 წელს საქართველოში ჩამოსვენებული დიმიტრი ყიფიანის კუბო პროტესტის ნიშნად მთავარმართებლის სასახლის წინ ჩაატარეს და შემდეგ მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.

1907

ტიპი: გარდაცვალება

თედო სახოკიას ცნობით, სან-ფრანცისკოში იოსებ ლაღიაშვილი რუსული გემის მეზღვაურ ჭავჭავაძეს უნახავს. მეზღვაურისვე ინფორმაციით ლაღიაშვილი 1907 ან 1908 წელს გარდაიცვალა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს თბილისში არსებობდა საზოგადოება იმ მოხელეთა დასახმარებლად, რომლებიც ტექსტის გადაწერაზე მუშაობდნენ. საზოგადოებას მთავარმმართებლის საბჭოს წევრმა ა. ნ. სულთან-კრიმ-გირეიმ ათი თუმანი შესწირა.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 3 მარტს მიხეილ იოსების ძე ჩოდრიშვილი საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 26 მაისს ვარლამ ალექსანდრეს ძე შერვაშიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს მოაწერა ხელი.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 3 მარტს სერგო ივანეს ძე ქავთარაძე საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 18 ივლისს აფხაზთა სახალხო საბჭოში ისიდორე რამიშვილმა განაცხადა, რომ თუ საბჭო მოითხოვდა, საქართველოს ჯარი დაუყოვნებლივ დატოვებდა აფხაზეთს.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 7 მარტს სილიბისტრო თოდრია ცაკის პრეზიდიუმის წევრად აირჩიეს.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 7 მარტს სერგო ივანეს ძე ქავთარაძე ცაკის პრეზიდიუმის წევრად აირჩიეს.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 7 მარტს ფილიპე იესეს ძე მახარაძე ცაკის პრეზიდიუმის წევრად აირჩიეს.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის 25 თებერვალს საქართველოს საბჭოების პირველ ყრილობაზე ფილიპე მახარაძემ წაიკითხა მოხსენება საქართველოს საერთაშორისო და საშინაო მდგომარეობის შესახებ.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წელს ბენიამინ ჩხიკვიშვილი სხვა ქართველებთან ერთად სუზდალის ციხეში ჩასვეს.

1924

ტიპი: ნასამართლეობა

1924 წელს საქართველოში ჩამოსული ბენია ჩხიკვიშვილი დააპატიმრეს.

1908

ტიპი: ნასამართლეობა

1908 წელს ოდესაში გამართულ სასამართლოზე ბენია ჩხიკვიშვილს 4 წლით კატორღა მიუსაჯეს.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 20 ოქტომბერს ნასაკირალის უღელტეხილზე რუსეთის რაზმზე თავდასხმის ერთი-ერთი ორგანიზატორი იყო ბენია ჩხიკვიშვილი.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს გურულებმა შექმნეს გურიის რესპუბლიკა და პრეზიდენტად ბენია ჩხიკვიშვილი აირჩიეს.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წელს ბენია ჩხიკვიშვილი აჯანყებაში მონაწილეობის მისაღებად ფარულად დაბრუნდა საქართველოში.