ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები49235

1924

ტიპი: გარდაცვალება

1924 წელს ბენიამინ ჩხიკვიშვილი, ნოე ხომერიკი, გოგიტა ფაღავა, გიორგი წინამძღვრიშვილი და ვასილ ნოდია რუსეთში დახვრიტეს.

1852

ტიპი: ღონისძიება

1852 წელს ივანე გივის ძე ამილახვარი შამილის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილეობდა და პირველი ოფიცრის ჩინი მიანიჭეს.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 1-ელი ოქტომბრიდან მიხეილ გედევანიშვილის საავადმყოფოში დაარსდა მასაჟისა და სამკურნალო ტანვარჯიშის კურსები როგორც ქალებისთვის, ისე კაცებისთვის. ოთხთვიანი კურსის ფასი იყო 30 მანეთი.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს დიდი ჯიხაიშის ქსენონის კომიტეტმა თხოვნით მიმართა გაზეთ „ცნობის ფურცლის" რედაქციას, მადლობა გადაეხადათ ქსენონის შენობის ასაგებად თანხის შემომწირველებისთვის, ესენი იყვნენ: პავლე დიანოსის ძე დგვეფაძე, დავით თევდორეს ძე ლეჟავა, იაკობ ბეჟანის ძე ჩხიკვაძე და ივანე დავითის ძე კაკაბაძე – 2-2 მან., ლაზარე თადეოზის ძე სანაძე და ექვთიმე მაქსიმეს ძე ბექაია – 3-3 მან.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 28-29 მარტს ბათუმში შალვა ელიავა რკპ(ბ) ცენტრალური კომიტეტის კავბიუროს, საქართველოს კპ(ბ) ცენტრალური კომიტეტისა და აფხაზეთის რევკომის წარმომადგენელთა თათბირს დაესწრო.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვმა გუბერნატორი ვლადიმერ სტაროსელსკი და მისი მოადგილე ალექსანდრე ყიფშიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.

1906

ტიპი: ნასამართლეობა

1906 წლის იანვარში დაპატიმრებული ვლადიმერ სტაროსელსკი და მისი მოადგილე ალექსანდრე ყიფშიძე გურიიდან თბილისში წაიყვანეს.

1906

ტიპი: ნასამართლეობა

1906 წლის იანვარში გურიაში ჩასულმა მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკიმ გუბერნატორი სტაროსელსკი და მისი მოადგილე ალექსანდრე ყიფშიძე დააპატიმრა.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წლის 21 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გიორგი მოსეშვილის სახლს უცნობი პირები თავს დაესხნენ.

1905

ტიპი: გარდაცვალება

1905 წლის 21 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ლეჩხუმში ბოქაული მახარაძე მოკლეს.