ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50429

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 3 აგვისტოს ფილიპე მახარაძე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის სხდომას დაესწრო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 16 ივლისს ბუდუ მდივანი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს სხდომას დაესწრო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 28-29 მარტს სერგო ქავთარაძე ბათუმში რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავბიუროს, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და აფხაზეთის რევკომის წარმომადგენელთა თათბირს დაესწრო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 16 ივლისს ფილიპე მახარაძე საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს სხდომას დაესწრო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 26 ივნისს შალვა ზურაბის ძე ელიავა ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის საზღვრების დამდგენი კომისიის მეორე სხდომას დაესწრო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წელს თევდორე კიკვაძე იყო ჟურნალის „აკაკის თვიური კრებული“ რედაქციის გამგე.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს აკაკი წერეთელმა ჟურნალი „აკაკის თვიური კრებული“ სპეციალურად ქართული ზეპირსიტყვიერების ნიმუშების შესაგროვებლად დააარსა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წელს აკაკი წერეთელი ქართულ ზეპირსიტყვიერებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წელს თევდორე კიკვაძე იყო ჟურნალის „აკაკის თვიური კრებული“ საადმინისტრაციო-სამნეო ნაწილის გამგე.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წელს თევდორე კიკვაძე იყო ჟურნალის „აკაკის თვიური კრებული“ მდივანი.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წელს თევდორე კიკვაძე იყო ჟურნალ „აკაკის თვიური კრებულის“ სტილისტი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს თევდორე კიკვაძე ჟურნალ „კვალთან“ თანამშრომლობდა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წელს თევდორე კიკვაძე ჟურნალ „კვალში“ ხელმოუწერელ წერილებს აქვეყნებდა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წელს თევდორე კიკვაძე ჟურნალში „კვალი“ აქვეყნებდა წერილებს ფსევდონიმებით „ჭაღარა“ და „ფანდი“.

1897

ტიპი: სახელი

1897 წელს თევდორე კიკვაძეს ჰქონდა ფსევდონიმები „ჭაღარა“ და „ფანდი“.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წელს ვახტანგ ღამბაშიძემ აკაკი წერეთელს ჟურნალ „აკაკის თვიური კრებულის“ დაბა ზესტაფონში გადატანა ურჩია.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წელს თევდორე კიკვაძემ ჟურნალთან „აკაკის თვიური კრებული“ თანამშრომლობა შეწყვიტა, რადგან ჟურნალის რედაქცია დაბა ზესტაფონში გადავიდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წელს თევდორე კიკვაძე გურიაში დაბრუნდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წელს თედო კიკვაძე კერძო გაკვეთილებს ატარებდა ოზურგეთში.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897-1898 წლებში ჟურნალში „აკაკის თვიური კრებული“ მუშაობის პერიოდში თევდორე კიკვაძეს აკაკი წერეთელი დიდი ნდობით ეპყრობოდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897-1898 წლებში ჟურნალში „აკაკის თვიური კრებული“ მუშაობის პერიოდში თევდორე კიკვაძე ყველანაირად ცდილობდა, გაემართლებინა ჟურნალის რედაქტორის, აკაკი წერეთლის ნდობა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897-1898 წლებში ზეპირსიტყვიერების მასალის რედაქცია თედო კიკვიძისგან დიდ დაკვირვებასა და სიფრთხილეს მოითხოვდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897-1898 წლებში ჟურნალში „აკაკის თვიური კრებული“ რედაქტორი აკაკი წერეთელი კითხულობდა ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს და მათი შემდგომი რედაქტირება თევდორე კიკვაძეს ევალებოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წელს თედო კიკვაძე ოზურგეთში დასახლდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წელს გურიაში დაბრუნებულ თევდორე კიკვაძეს არ სურდა სახელმწიფო სამსახურში შესვლა, ამიტომ კერძო გაკვეთილების ჩატარება დაიწყო.