რეგისტრირებული ფაქტები41315
ფილტრი:
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1952
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1952 წლის 7 აგვისტოს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს დათიკო ბერძენიშვილისა და გიორგი საჯაისგან მოიკითხვა გადასცა.
1952
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1952 წლის 30 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ალშიბაიას შეხვდა და პირობა ჩამოართვა, რომ წერილებს სრულად გადასცემდა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 25 ივლისის „ერთობა“ იტყობინება, რომ აკაკი ჩხენკელმა ბათუმიდან მისალოცი დეპეშა მიიღო მუსულმანური და საქრისტიანო საქართველოს გაერთიანებასთან დაკავშირებით. ხელს აწერენ: სულეიმან ბეკ ბატანიძე, ეიუბ დიასამიძე, თებიკ ბეკ თავაძე, ხოჯ აღაა გუაბაის თარიშვილი, იმამ აღისშვილი-კედერი (სოფ. მეძიბნა), კედიმ აღა ცინცაძე (სოფ დოლოგანი), გურჯი ოღლი იბრაგიმ აბას სიბილაძე, სულეიმან ბეკ ბოლქვაძე (სოფ. მახუნცეტი).
1918
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1918 წლის 1-ლი ნოემბრის გაზეთი „სახალხო საქმეში“ მეუღლე მინადორა, ძმა გერმანე, შვილები აპალონ და კესარია და ბიძაშვილი იოსებ მარშანიები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ქრისტეფორე დიმიტრის ძე მარშანიას გარდაცვალების გამო. გასვენება გაიმართებოდა 1-ლ ნოემბერს 3 საათზე რკინიგზის საავადმყოფოდან.
1952
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1952 წლის 18 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ გრიგოლ ალშიბაიამ სასამართლოს დემეტრაშვილისგან მიღებული საბუთები არ აჩვენა.
1952
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1952 წელს მიხეილ ალშიბაიამ შალვა მაღლაკელიძეს უთხრა, რომ გრიგოლ ალშიბაიასა და მას იგი ბრალდებულად არასდროს დაუსახელებიათ.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 11 აგვისტოს ვლადიმერ გიორგაძემ გიგო შარაშიძეს გაუგზავნ წერილი, რომლის თანახმადაც, ის მისი ყოფილი მოსწავლე იყო.
1928
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1928 წლის 16 ნოემბერს კ. დ. მაჭავარიანმა გიგო შარაშიძეს მისწერა წერილი, რომლის თანახმად, ალექსანდრე მაჭავარიანი მისი ძმიშვილი იყო.
1928
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1928 წლის 16 ნოემბერს კ. დ. მაჭავარიანმა გიგო შარაშიძეს მისწერა წერილი, რომლის თანახმადაც გიორგი მაჭავარიანი და კ. დ. მაჭავარიანი ძმები იყვნენ.
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წლის 11 ივნისს ალექსანდრე შარაშიძემ გიგო დავითის ძე შარაშიძეს მისწერა, რომ კომისარიატმა მას მასწავლებლების ხელფასის ზედმეტად დახარჯვა დასდო ბრალად, რის გამოც მარტისა და აპრილის ჯამაგირი არ გადაუხადა. იგი ვითარების გასარკვევად თბილისში ჩავიდა და დანაკლისი 2000 მანეთი აიღო.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 21 აგვისტოს დავით შარაშიძემ მშობლებს მისწერა, რომ მისი მეუღლე ელენე ტუსენ-შარაშიძე ძალიან დაუახლოვდა ექვთიმე თაყაიშვილის მეუღლეს, ნინო პოლტორაცკაია-თაყაიშვილს.
1921
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1921 წლის 24 მაისს ნოე ხომერიკი მეცხრე წერილს წერს პოლიტიკურ კომისიას პარიზში და იტყობინება, რომ ტანეევის ცოლი თინ. ჯორჯაძე იმყოფებოდა თბილისში, რომელმაც მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ საქართველოში შეიქმენა ორი დაპირისპირებული მხარე, ერთი მხრივ წითელი არმია და მეორე მხრივ საქ. დამოუკიდებლობის მომხრეები, რომელთაც სათავეში უდგას სერგო ქავთარაძე და მამია სახელაშვილი.
1952
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1952 წლის 7 დეკემბერს ნოე ცინცაძე პარიზიდან მიუნხენში ჩავიდა და ვიზის საკითხი შალვა მაღლაკელიძესთან ერთად მოაგვარა.
1952
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1952 წლის 26 ივლისს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ნოე ცინცაძესა და ევგენი გეგეჭკორს უნდა შეხვედროდა. დაჰპირდა, რომ მისთვის საინტერესო საკითხებზე პასუხს შეატყობინებდა.
1918
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1918 წლის 24 აპრილს ალექსანდრა გარდაფხაძემ ჯვარი დაიწერა მიხეილ იოსების ძე ქიქოძეზე. მათ ჰყავდათ ორი ვაჟი.
1927
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1927 წლის 26 თებერვალს ლოლა ჭელიძემ ნინო ქიქოძეს მისწერა წერილი, რომლიდანაც ირკვევა, რომ ის ქიქოძის მოსწავლე იყო.
1918
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1918 წლის 29 ნოემბერს მღვდელ კონსტანტინე ანთაძის ფორმულარული სიის ასლში წერია, რომ კონსტანტინე ანთაძე დაოჯახებულია. მეუღლე ალექსანდრა მოსეს ასული დაიბადა ხიკლისს 1872 წელს. შვილები-ისააკი დაიბადა 1900 წლის 2 სექტემბერს, ლუარსაბი 1904 წლის 2 იანვარს, შალვა 1907 წლის 7 სექტემბერს. უფროსი სწავლობს ქუთაისის გიმნაზიაში, დანარჩენი ზესტაფონის გიმნაზიაში მამის ხარჯზე. ასლის ნამდვილობას 1918 წლის 29 ნოემბერს ხელმოწერით და საეკლესიო საბჭოს ბეჭდის დასმით ადასტურებს არგვეთის საოლქო საეკლესიო საბჭოს თავმჯდომარე, მღვდელი ისიდორე ქოჩიაშვილი.
1919
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1919 წლის 1-ლი დეკემბრისთვის ნიკოლოზ აქვსენტის ძე ანჯაფარიძეს ჰყავდა მეუღლე, მარიამ სოლომონის ასულ ხაინდრავა და შვილები: ნინო, დაბადებული 1908 წლის 17 მარტს, ვალენტინა – 1909 წლის 28 მარტს, მარგარიტა – 1910 წლის 15 აგვისტოს, სამსონი – 1915 წლის 15 იანვარს, ქსენია – 1916 წლის 24 იანვარს და თინათინი – 1917 წლის 18 თებერვალს.
1890
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1890 წელს იაკობ გოგებაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.
1891
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1891 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავ-მუზეუმის ისტორიული და არქეოლოგიური მნიშვნელობის ნივთების სიაში აღრიცხული იყო მაცხოვრის ხატი, რომელიც ილია ჭავჭავაძეს ეპისკოპოსმა ლეონიდე ოქროპირიძემ გადასცა.
1899
ტიპი: პირადი ურთიერთობა
მასწავლებელი გიორგი დავითის ძე აგლაძე იყო თონეთის სკოლის მასწავლებელ ლავრენტი აგლაძის ძმა.
1899
ტიპი: პირადი ურთიერთობა
მღვდელ სვიმონ ზედგენიძეს ჰყავდა ოთხი შვილი – ტიმოთე, მიხეილი, იაკობი და ალექსანდრე.
1898
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1898 წლის 3 ნოემბერს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცამეტე სხდომიდან ვიგებთ, რომ ალექსანდრე ისაკის ძე როინაშვილი იყო ალექსანდრე როინაშვილის ძმისშვილი, ხოლო ვასილ და დავით როინაშვილები იყვნენ ალექსანდრე როინაშვილის ბიძაშვილები.