რეგისტრირებული ფაქტები50684
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ნოემბერის ჟურნალ „ხელოვნების“ რედაქცია 5-5 მანეთის შეწირვისთვის მადლობას უხდის ნ. იაკობიშვილს, გრ. აბაშიძეს, ნ. მიქელაძეს, ბ. მჭედლიძეს, ა. ერიქოვს, დ. კეჟერაძეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის ნოემბერის ჟურნალ „ხელოვნების“ რედაქცია 5-5 მანეთის შეწირვისთვის მადლობას უხდის ნ. დუმბაძეს, დ. გრიგორაშვილს, ე. ბალანჩივაძეს, მ. ქუთათელაძეს, ზ. ხარაძეს, ასევე ე. თვალაძეს – 3 მანეთის შეწირვისთვის.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909-1910 წლებში ნინო ჩხეიძემ ვალერიან გუნიას სპექტაკლებში ითამაშა მარგარიტა გოტიე, ბეატრისა და სხვ.
1922
ტიპი: გარდაცვალება
1922 წლის 20 თებერვლის ჟურნალი „თავისუფალი საქართველო“ წერს, რომ თბილისიდან მიიღეს ცნობა ლეო ნათაძის გარდაცვალების შესახებ. ის ტიფმა იმსხვერპლა.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1922 წლის 20 თებერვლის „თავისუფალი საქართველო“ იუწყება, რომ თბილისიდან მიიღეს ცნობა მაშო ბერიანიძის ბოლშევიკების ციხეში გარდაცვალების შესახებ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1922 წლის 20 თებერვლის „თავისუფალი საქართველო“ იუწყება, რომ თბილისიდან მიიღეს ცნობა ბოლშევიკების ციხეში სეით რაზმაძის გარდაცვალების შესახებ.
1920
ტიპი: გარდაცვალება
1922 წლის 20 თებერვლის „თავისუფალი საქართველო“ იუწყება, რომ ბერლინში თავი მოიკლა არჩილ მექანარიშვილმა. იგი ჭლექით იყო ავად და გაწამებულ სიცოცხლეს თვითმკვლელობა ამჯობინა.
1921
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 21 მაისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N22) დაიბეჭდა გაზეთის საკუთარი კორესპონდენტის წერილი „საქართველოს საკითხი გენუაში“ სვანეთის აჯანყებისა და, საზოგადოდ, საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ. მასში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ ჯერ კიდევ პარიზიდან მიმართა დეპეშით კონფერენციის თავმჯდომარეს და ყველა დელეგაციის მეთაურს, შეეჩერებინათ სისხლისღვრა სვანეთში და რეპრესიები დანარჩენ საქართველოში.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 12 ოქტომბერს, საღამოს 8 საათზე, წმ. ნინოს უბანში, წმ. ნინოს სასაფლაოს საეკლესიო სკოლის შენობაში, გაიმართა საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიის წევრ-თანამგრძნობთა კრება. დამფუძნებელი კრების შესახებ სიტყვა წარმოთქვა სიმონ ყაუხჩიშვილმა.
2026
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 14 ოქტომბრის „სახალხო საქმის“ ცნობით, სომეხთა სახალხო პარტიამ დამფუძნებელი კრების სიაში შეიყვანა მ. ი. პაპაჯანოვი, ს. ს. არუტინოვი, კ. მ. ტერ-პეტროსოვი, ექიმი ა. აივაზიანი, ი. ა. ვარიანი.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 15 მაისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N1) დაიბეჭდა საქართველოს მთავრობისა და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის „მიმართვა სოციალისტური პარტიებისა და მუშათა ორგანიზაციებისადმი“ ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის გამო. მიმართვას ხელს აწერენ ნოე ჟორდანია, კარლო ჩხეიძე, ევგენი გეგეჭკორი და ნოე რამიშვილი.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 15 მაისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N1) დაბეჭდილი „მიმართვის სოციალისტური პარტიებისა და მუშათა ორგანიზაციებისადმი“ ავტორები – ნოე ჟორდანია, კარლო ჩხეიძე, ევგენი გეგეჭკორი, ნოე რამიშვილი – მოითხოვენ, ამ ორგანიზაციებმა მოსკოვის მთავრობას მოსთხოვონ საქართველოდან ჯარების გაყვანა; ქართველ ხალხს მისცენ საშუალება, თავისი ბედი განაგოს და სახელმწიფო თავისუფლად მოაწყოს.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 მაისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N1) ცნობით, ნოე ჟორდანია იმ დღეებში ინგლისში გამგზავრა იქაურ სოციალისტებთან მოსალაპარაკებლად.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 მაისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N1) ცნობით, იმ დღეებში ევგენი გეგეჭკორი რომში მიემგზავრებოდა.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის 3 მაისს ნოე ჟორდანიამ საფრანგეთის სოციალისტური პარტიის (რეკონსტრუქტორების) ცეკაში გამოსვლისას დააყენა საკითხი, რა მოხდა საქართველოში – რევოლუცია, აჯანყება-გადატრიალება თუ ომით დაპყრობა – დოკუმენტებით გააშუქა და დაამტკიცა, რომ ეს იყო საბჭოთა რუსეთის მიერ დაწყებული ომი საქართველოს დასაპყრობად.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 მაისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N1) ცნობით, იმ დღეებში კარლო ჩხეიძე და ნოე რამიშვილი მიმგზავრებოდნენ სკანდინავიასა და ბალტიის მხარეში.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 მაისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N1) ცნობით, საქართველოს რევკომის თავმჯდომარემ, ფილიპე მახარაძემ შემოიარა საქართველოს ზოგიერთი კუთხე და მისი მოგზაურობა სამარცხვინოდ დამთავრდა, ზოგან მოღალატის სახელით ნათლავდნენ, სადაც ეს ვერ გაბედეს რუსი ჯარის დასწრების გამო, იქ მათ მოწყობილ მიტინგებზე ხალხს მგლოვიარე სახე ჰქონდა და დამუნჯებულიყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 მაისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N1) ცნობით, გურიის ერთ-ერთ სოფელში საქართველოს რევკომის თავმჯდომარესთან, ფილიპე მახარაძესთან შეხვედრაზე სიტყვა ითხოვეს ალექსანდრე ლომთათიძემ და შალვა შარაშიძემ, მაგრამ არ ალაპარაკეს. ხალხმა ატეხა ყვირილი, რომ ფ. მახარაძე მოღალატე იყო და ხელები სისხლში ჰქონდა გასვრილი და ის თავისი დამქაშებით გაიპარა. ამ პირებს კი დევნა დაუწყეს.