ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50732

2026

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 15 მარტის „თავისუფალი საქართველოში“ (N18) დაიბეჭდა ნოე ხომერიკისა და რაჟდენ არსენიძის კონსტანტინეპოლიდან გამოგზავნილი სამგლოვიარო დეპეშები სილიბისტრო ჯიბლაძის გარდაცვალების გამო.

2026

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 30 სექტემბრის ჟურნ. „თავისუფალი საქართველო“ (N9-10) იუწყება, რომ თბილისში სექტემბრის პირველ რიცხვებში გარდაიცვალა სამსონ კილაძე. უცნობია, რა გახდა მისი მოულოდნელი სიკვდილის მიზეზი.

2026

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 10 აგვისტოს ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N5) დაბეჭდილ წერილში „კომისრების გაქურდვა“ ნათქვამია, რომ ბოლშევიკების ჩამოსვლის შემდეგ ქურდობა-ყაჩაღობამ მოიცვა მთელი მხარე, ბოლშევიკების მეთაურებსაც არ ერიდებიან, თბილისში გაქურდეს სერგო ქავთარაძე, მე-11 არმიის ჩეკას თავმჯდომარე პანკრატოვი და ქართული ჩეკას თავმჯდომარე კოტე ცინცაძე.

2026

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 1-ელ ივლისის ბერლინის ერთ-ერთ დიდ დარბაზში გაიმართა დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბერლინისა და მისი მიდამოების პასუხისმგებელი მოღვაწეებისა და დეპუტატების კონფერენცია, რომელზეც მიიწვიეს და მოუსმინეს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წარმომადგენლებს, კარლო ჩხეიძესა და ნოე რამიშვილს.

2026

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის ივნისში ქართული ცხენოსანთა ლეგიონის ჯარისკაცი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი დავით გიორგაძე არალეგალური მუშაობისა და პარტიის წევრობის ბრალდებით დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს.

2026

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 15 ივლისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N3) დაბეჭდილ წერილში „ნ. ჟორდანია ბელგიაში“ აღნიშნულია, რომ სოციალისტურმა ორგანიზაციამ ნოე ჟორდანია ბრიუსელიდან ანტვერპენში მიიწვია. მუშათა ორგანიზაციამ იგი დიდებულად მიიღო. სტუმარს ახლდნენ კამილ ჰიუსმანსი, ლუი დე ბრიუკერი, ეკელერი და სხვ. იგი წარადგინა ეკელერმა და მოკლედ დაახასიათა ბელგიისა და საქართველოს ბედის მსგავსება.

2027

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1927 წლის ჟურნალ „ბრძოლის“ დეკემბრის ნომერში (N29-30) დაიბეჭდა წერილი „წამება ჩეკაში“ იმ პირთა შესახებ, რომლებიც გახდნენ ინკვიზიციის მსხვერპლნი თბილისის, სოხუმის, ბათუმის, ქუთაისის, ოზურგეთის ჩეკაში, მათ შორის იყო ვლასა ბოხოხაძე.