ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51855

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 31 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, იაკობ გოგებაშვილმა ეგნატე ნინოშვილის ძეგლის ასაგებად 25 მანეთის შემოწირულობა გაიღო.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 31 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქციამ მიიღო ეგნატე ნინოშვილის ძეგლის ასაგებად ვარლამ იოსების ძე ჭიჭინაძის მიერ შეგროვილი 8 მანეთი. შემომწირველები: სამსონ ფირცხალავა, მღვდელი ეპიფანე ჯიოშვილი, ევგენი ოჩიგავა, ბესარიონ გებუჩია და სამსონ გეგიძე.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 31 მარტის გაზეთ „ახალი სხივის“ ცნობით, „ჯეჯილის“ რედაქციამ მიიღო ეგნატე ნინოშვილის ძეგლის ასაგებად ვარლამ იოსების ძე ჭიჭინაძის მიერ შეგროვილი 8 მანეთი. შემომწირველები იყვნენ: კონსტანტინე ალექსანდრეს ძე გარაყანიძე, მიხეილ ლობჟანიძე, დავით (დავ.) ქობულაშვილი და არსენ ანტონის ძე მამულაიშვილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს გაზეთ „მომავლის“ რედაქციამ მიიღო ეგნატე ნინოშვილის ძეგლის ასაგებად ლეჩხუმის მაზრაში შეგროვილი 13 მანეთი. შემომწირველები: გიორგი სამსონის ძე წერეთელი, დავით გრიგოლის ძე ჯაფარიძე, პაშა წერეთლისა, სვიმონ სიმონის ძე წერეთელი და სხვ.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წელს გაზეთ „მომავლის“ რედაქციამ მიიღო ეგნატე ნინოშვილის ძეგლის ასაგებად ლეჩხუმის მაზრაში შეგროვილი 13 მანეთი. შემომწირველები: ვიქტორ ცერცვაძე, ვიქტორ კივაძე, ლავრენტი ღოღელიანი, მაკრინე ახვლედიანი და ანთიმოზ კეჭაყმაძე.