ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები52076

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 3 თებერვლის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, საქართველოს დემოკრატიული პარტიის კონფერენციაზე სტუდენტთა სასარგებლოდ სხვადასხვა შემოწირულობა გაიღეს. სამეურნეო საზოგადოების სახელით შალვა ქარუმიძემ, გ. წინამძღვრიშვილმა და დ. ვაჩნაძემ შესწირეს 50 000 მან., კონფერენციის პრეზიდიუმმა — 52 000 მან., მეხილეთა საზოგადოება „ქართლის“ სახელით რევაზ გაბაშვილმა — 10 000 მან., ხოლო ხევსურთა კავშირის სახელით შალვა ქარუმიძემ — 5 000 მანეთი. სხვა შემოწირულობებთან ერთად, ელისე პატარიძემ სტუდენტთა ცენტრალური კომისიის წევრ მარ. გაბისონიას სულ 141 850 მანეთი გადასცა.