ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები52118

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის 14 აგვისტოს სტეფანე ახმეტელაშვილს კაპიტნის წოდება მიენიჭა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლიდან სტეფანე ახმეტელაშვილი რუსეთის საიმპერატორო არმიის პოლკოვნიკი იყო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლიდან სტეფანე ახმეტელაშვილი მსახურობდა მე-6 საზღვაო პოლკში და თურქესტანის მე-9 მსროლელ პოლკში.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 5 მაისს საბრძოლო დამსახურებისათვის სტეფანე ახმეტელაშვილი „წმ. გიორგის” IV ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს სტეფანე ახმეტელაშვილი „თამარ მეფის” ორდენით დაჯილდოვდა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს სტეფანე ახმეტელაშვილი წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

სტეფანე ახმეტელაშვილი 1917 წლის ბოლოდან აქტიურად მონაწილეობდა ქართული ნაციონალური საარმიო კორპუსის შექმნაში.

1917

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის დასაწყისში სტეფანე ახმეტელაშვილი ქართული ნაციონალური საარმიო კორპუსის სარდლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის დასაწყისში სტეფანე ახმეტელაშვილს ქართული არმიის გენერლის წოდემა მიენიჭა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის ბოლოს და 1919 წლის დასაწყისში, სომხეთ-საქართველოს ომის მსვლელობისას, სტეფანე ახმეტელაშვილი ეკატერინენფელდის ფრონტის სარდლად დაინიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-1919 წლებში სტეფანე ახმეტელაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის მოადგილე იყო.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის დასაწყისში სტეფანე ახმეტელაშვილი თბილისის სამხედრო გარნიზონის უფროსი და სახალხო გვარდიის შენაერთის სარდალი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს სტეფანე ახმეტელაშვილი რესპუბლიკის სასაზღვრო ჯარების სარდლად დაინიშნა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვალში რუსეთის წითელი მე-11 არმიის სამხედრო ინტერვენციის დროს მტრის მრავალრიცხოვანი ძალების ზეწოლის შედეგად გენერალი ახმეტელი კახეთში დისლოცირებულ საჯარისო ნაწილებთან ერთად ნაბიჯ-ნაბიჯ იხევდა დასავლეთისკენ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვალში რუსეთის წითელი მე-11 არმიის სამხედრო ინტერვენციის დროს იძულებული შეიქმნა დარჩენილი რაზმით, ახმეტაზე და თიანეთზე გავლით, საქართველოს სამხედრო გზაზე გამოსულიყო, სადაც ვლადიკავკაზიდან მომავალმა მტერმა გზა გადაუჭრა და გენერალ ჭავჭავაძესა და გენერალ თავაძესთან ერთად ტყვედ ჩავარდა.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წელს ბოლშევიკებმა დატყვევებული სტეფანე ახმეტელაშვილი გაასამართლეს და სასჯელის მოსახდელად რუსეთში გაგზავნეს.

1922

ტიპი: გარდაცვალება

გარკვეული ცნობებით, სტეფანე ახმეტელაშვილი მოკლეს რიაზანის საკონცენტრაციო ბანაკში, 1922 წელს. ოფიციალური ვერსიით გარდაიცვალა ტიფით. მისი საფლავი არ არსებობს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წელს, რუსეთის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, მემედ და ასლან აბაშიძეები საქართველოში დაბრუნდნენ.