რეგისტრირებული ფაქტები47981
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1900
ტიპი: ორგანიზაცია
1900 წლისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელ წევრებს – ნიკოლოზ ვასილის ძე არღუთაშვილს, კონსტანტინე ივანეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონს (მუხრანსკის), ერეკლე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონს (მუხრანსკის), ბარბარე ირაკლის ასულ ბაგრატიონ-მუხრანბატონს (მუხრანსკის), ვასილ გიორგის ძე მაჩაბელს, დიმიტრი ივანეს ძე მუსხელიშვილს, ელისაბედ გრიგოლის ასულ საგინაშვილისას, ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილსა და ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონიას – ერთიანად ჰქონდათ გადახდილი საწევრო შესატანი 300 მანეთი.
1900
ტიპი: ორგანიზაცია
1900 წლისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილ წევრებს – მიხეილ პეტრეს ძე ისარლიშვილს, პეტრე იოსების ძე უმიკაშვილს, ელისაბედ ნიკოლოზის ასულ ყაზბეგს, იოსებ გიორგის ძე ზუბალაშვილს, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილსა და ირაკლი (ერეკლე) გრიგოლის ძე დეკანოზიშვილს – ერთიანად ჰქონდათ გადახდილი საწევრო შესატანი 100 მანეთი.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის პირველი სექტემბრიდან სოლომონ თევდორეს ძე გულისაშვილი დაინიშნა თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის შტატის მასწავლებლად.
1919
ტიპი: ღონისძიება
კონსტანტინე გიორგის ძე გოგელიძე სწერს ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს, რომ პირველ წელს ვერ დაამტკიცეს მასწავლებლად, რადგან სამასწავლებლო გამოცდები უნდა ჩაებარებინა. რევოლუციის შემდეგ, როცა სამოსწავლო ოლქი კომისარიატით შეიცვალა, ხაშურის გიმნაზიის დირექტორმა აღძრა შუამდგომლობა კომისარიატის წინაშე მისი შტატის მასწავლებლად დამტკიცების შესახებ. კომისარიატმა კი დროებითი მოწმობა უნივერსიტეტის დამთავრების შესახებ საკმარისად არ სცნო და მოითხოვა დიპლომი, რომელიც კიევში იყო. სამოქალაქო ომმა და ანარქიამ ხელი შეუშალა დიპლომის მიღებას და გაურკვეველ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს განათლების სამინისტრო სწერს თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის დირექტორს ნიკოლოზ ჩიგოგიძეს, რომ სოლომონ თევდორეს ძე გულისაშვილის ნამსახურეობითი სია კანონის შესაბამისად შეადგინოს.
1907
ტიპი: თანამდებობა
სოლომონ თევდორეს ძე გულისაშვილს, თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიის მასწავლებელს, სახელმწიფო სამსახურში ჩაეთვალა 1907 წლის 26 იანვრიდან დაწყებული ყველა ნამსახური წელი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 19 თებერვალს თბილისის ვაჟთა მეშვიდე გიმნაზიამ იშუამდგომლა განათლების სამინისტროს წინაშე, რომ სოლომონ თევდორეს ძე გულისაშვილს ყველა ნამსახური წელი ჩათვლოდა ნამდვილ სამსახურში.
1907
ტიპი: თანამდებობა
1907 წლის 26 იანვრიდან სოლომონ თევდორეს ძე გულისაშვილი ყოფილ სათავადაზნაურო გიმნაზიაში მასწავლებლად მუშაობდა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის 12 აპრილს განათლების სამინისტრო სწერს სოხუმის რეალური სასწავლებლის დირექტორს, რომ მასწავლებელი დიმიტრი გულია, მისი თხოვნის თანახმად, გათავისუფლებულია თანამდებობიდან.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის პირველი ოქტომბრიდან ვლადიმერ დავითის ძე გუდიაშვილი დაინიშნა თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის ხატვის მასწავლებლად.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 17 მაისს განათლების სამინისტრო თბილისის ვაჟთა მეორე გიმნაზიის დირექტორს სწერს, რომ მისდამი რწმუნებული გიმნაზიის მასწავლებელი ვლადიმერ დავითის ძე გუდიაშვილი, დამფუძნებელი კრების ხელოვნების კომისიის შუამდგომლობის თანახმად, გათავისუფლდა გიმნაზიაში სამსახურიდან 1919 წლის 27 მაისამდე.
1919
ტიპი: ღონისძიება
კონსტანტინე გიორგის ძე გოგელიძე სწერს ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს, ხელმეორედ აღძრას შუამდგომლობა კომისარიატის წინაშე, რათა დაამტკიცონ შტატის მასწავლებლად.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 19 თებერვალს კონსტანტინე გიორგის ძე გოგელიძე სწერს ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს, რომ მესამე წელია მასწავლებლად მუშაობს და ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული შტატის მასწავლებლად.
1919
ტიპი: ღონისძიება
ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი შუამდგომლობს მაღალ და საშუალო სკოლათა მთავარგამგის წინაშე, რათა კონსტანტინე გიორგის ძე გოგელიძე დამტკიცდეს ისტორიის შტატის მასწავლებლად.
1919
ტიპი: ღონისძიება
ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი სწერს მაღალ და საშუალო სკოლათა მთავარგამგეს, რომ კონსტანტინე გიორგის ძე გოგელიძე არის კარგად მომზადებული მასწავლებელი. ის თავის ღრმა, თანამედროვე პედაგოგიურ პრინციპებს იყენებს ხაშურის ვაჟთა და ქალთა გიმნაზიების მოსწავლეთა განათლებისთვის.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 19 თებერვალს ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი სწერს მაღალ და საშუალო სკოლათა მთავარგამგეს, რომ უგზავნის მასწავლებელ კონსტანტინე გოგელიძის განცხადებას, სადაც წერია მისი უნივერსიტეტის დიპლომის კიევიდან მიუღებლობის მიზეზები.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის პირველი იანვრიდან კონსტანტინე გიორგის ძე გოგელიძე დამტკიცდა ხაშურის ვაჟთა გიმნაზიის ისტორიის შტატის მასწავლებლად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 5 ოქტომბერს განათლების სამინისტრო სწერს ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორს, რომ ნებას რთავს კონსტანტინე ორჯონიკიძეს ყოველთვე გამოუწეროს 500 მანეთი სპეციალური თანხიდან.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 25 სექტემბერს ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორს ნებართვას სთხოვს, რომ კონსტანტინე ორჯონიკიძეს (ზედმეტი შრომისთვის) ყოველთვე გამოუწეროს 500 მანეთი სპეციალური თანხიდან.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 25 სექტემბერს ზესტაფონის ვაჟთა გიმნაზიის დირექტორი განათლების სამინისტროს კანცელარიის დირექტორს სწერს: ყველა კლასს საკუთარი დამრიგებელი არ ჰყავს, რადგან მასწავლებელთა საჭირო რაოდენობა არ არის, ამიტომ ერთ-ერთი კლასის დამრიგებლად, დამრიგებლის თანაშემწე, კონსტანტინე ორჯონიკიძე დაინიშნა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 14 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა და რამდენიმე სხვა პირი დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 31 იანვარს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით ჩატარებულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად საზოგადოებამ საქართველოს კალენდრის ასაწყობად და დასაბეჭდად თანხა გასცა.