ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47884

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წლის 11 ნოემბერს ანასტასია ბაქრაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად აირჩიეს. მისი თავმდებნი იყვნენ: ეკატერინე მესხი, პეტრე მირიანაშვილი, ალექსანდრე ჭყონია და ანა წერეთელი.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 9 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ მეორე ნაწილის შესყიდვისა და წიგნების დამკაზმავის დაქირავების საკითხები.

1901

ტიპი: სტატუსი

1901 წლის 11 ნოემბერს ანასტასია გრიგოლის ასული კლდიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად აირჩიეს.

1901

ტიპი: სტატუსი

1901 წლის 11 ნოემბერს ვასილ მიხეილის ძე ქიქოძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად აირჩიეს.

1901

ტიპი: სტატუსი

1901 წლის 11 ნოემბერს ელისაბედ სულხანიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად აირჩიეს.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს მოქანდაკე იაკობ ივანეს ძე ნიკოლაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ილია ჭავჭავაძის საფლავისთვის ძეგლის გაკეთება შესთავაზა. საზოგადოებამ მისი წინადადება მოიწონა და ძეგლის გასაკეთებლად 100 მანეთი გადასცა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 9 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას მოხსენება გურიის ბიბლიოთეკებისთვის შეწირული ფულის შესახებ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 9 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1908 წლის 4-დან 9 თებერვლამდე საზოგადოებაში შევიდა 3352. 92 მანეთი და დაიხარჯა – 2790.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წლის 11 ნოემბერს სიმონ ქვარიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად აირჩიეს.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 9 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქარელის მოსახლეობის თხოვნა ბიბლიოთეკის დაარსების შესახებ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ია კარგარეთელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შვილის სწავლის გადასახადის შეტანაში დახმარება სთხოვა. გამგეობამ მას ძმები ზუბალაშვილების სტიპენდიიდან 25 მანეთი გამოუყო.

1901

ტიპი: სტატუსი

1901 წლის 11 ნოემბერს სერგო დავითის ძე ჯაფარიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად აირჩიეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 21 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მე-8 სხდომას ნიკოლოზ ცხვედაძე ხელმძღვანელობდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 13 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მე-11 სხდომას ნიკოლოზ ცხვედაძე ხელმძღვანელობდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მე-9 სხდომას ნიკოლოზ ცხვედაძე ხელმძღვანელობდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 12 ივნისს იაკობ გოგებაშვილი ვლადიკავკაზის სკოლაში გამგისა და მზრუნველის დანიშვნის შესახებ საკითხის განხილვის გადადების გამო ალექსანდრე ჭყონიას შეეწინააღმდეგა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

იაკობ გოგებაშვილი, ოლღა გურამიშვილი, აკაკი წერეთელი, ნიკო ცხვედაძე, ვახტანგ თულაშვილი და იაკობ, ლევან და პეტრე ზუბალაშვილები 1909 წლის 1-ელი იანვრისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრები იყვნენ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ქუთაისის სახალხო სკოლების დირექციის წერილი იმის შესახებ, რომ ბარნაბა გელაზონიას ბათუმის სკოლის მასწავლებლად არ ამტკიცებდნენ. გამგეობამ გადაწყვიტა, სკოლის სამზრუნველოსთვის მიეწერა, რომ გელაზანია დაუყოვნებლივ გადაეყენებინათ და მის მაგივრად გარდავაძე მიეწვიათ. თუ მისი დანიშვნა არ მოხერხდებოდა, გელაზანიას გაკვეთილები სხვა მასწავლებლებს უნდა გადაენაწილებინათ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს დიმიტრი ვარდიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავს 2 ხელნაწერი გადასცა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 27 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მე-13 სხდომას ნიკოლოზ ცხვედაძე ხელმძღვანელობდა.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 19 ივნისს მოსე კალანდარიშვილი ვლადიკავკაზის სკოლის კომიტეტის წევრად დაამტკიცეს. ფაქტი ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 10 ივნისს მოსე კალანდარიშვილი ვლადიკავკაზის სკოლის კომიტეტის წევრად აირჩიეს.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 19 ივნისს პართენ გოთუამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მოსე კალანდარიშვილის ვლადიკავკაზის სკოლის სამზრუნველოს წევრად დანიშვნა სთხოვა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 19 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 24-ე სხდომას დაესწრნენ: ნიკოლოზ ცხვედაძე, პეტრე მირიანაშვილი, დავით კარიჭაშვილი და სხვები.

1901

ტიპი: ავტორობა

1901 წლის 19 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ხელი მოაწერა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხარჯთაღრიცხვას, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ნაღდი ფულით – 4652. 6, ქაღალდებით კი 11531. 11 მანეთი ჰქონდა.