ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46388

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 7 თებერვალს თბილისში მიხეილ ტარიელის ძე ლორის-მელიქოვი დაასაფლავეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 8 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ როსტომაშვილი მღვდელი იყო.

1889

ტიპი: მფლობელობა

1889 წლის 8 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კ. ა. ჯაჭვაძეს თიანეთში აფთიაქი ჰქონდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 8 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ გრიგოლის ძე კოშორიძე მღვდელი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 8 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გ. ხითარაშვილი ვაჭარი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 8 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დ. ა. ნაუმენკო ექიმი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 8 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლეონტი გრიგოლის ძე ჩაჩანიძე ქუთაისში ეპისკოპოსის მდივნის თანაშემწედ მუშაობდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 8 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ცანავა თიანეთის მაზრის საქმისმწარმოებლად მუშაობდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 8 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ი. ლაშხაუროვი მღვდელი იყო.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 8 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ს. კოხტაშვილი თიანეთის მამასახლისის ნაცვალი იყო.

1889

ტიპი: ნასამართლეობა

1889 წლის 8 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დ. და გრ. ჩარკვიანები და გრიგოლია ლეონტი ჩაჩანიძის გაქურდვის ბრალდებით დააპატიმრეს. მათ დანაშაული აღიარეს.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 9 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. ს. ჯომარდიძე ბორჯომში პეტერბურგის ზღვევის საზოგადოების აგენტად მუშაობდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 10 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ტარიელის ძე ლორის-მელიქოვის ქვრივს წლიურად 5 000 მანეთი პენსია დაუნიშნეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 10 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ტარიელის ძე ლორის-მელიქოვის ქვრივს მეუღლის დასასაფლავებლად 5 000 მანეთი გადასცეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 10 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პ. ყიფიანი ქუთაისში ღვინოს ყიდდა.

1889

ტიპი: თანამდებობა

1889 წლის 10 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე გრიგოლის ძე მირიანაშვილი ქუთაისის სამოსამართლო პალატის კანცელარიის მეორეხარისხოვან მოხელედ დანიშნეს.

1889

ტიპი: განათლება

1889 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების სკოლაში 41 შეგირდი სწავლობდა.

1889

ტიპი: ორგანიზაცია

1889 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილებამ მთავარი გამგეობიდან – 200 მანეთი, საწევრო გადასახადიდან – 1899 მანეთი, ქართული წარმოდგენებიდან – 73 მანეთი და 80 კაპიკი, გაყიდული ავეჯიდან – 76 მანეთი და 10 კაპიკი, სკოლის მდგმურისგან – 70 მანეთი, სახალხო სეირნობიდან – 963 მანეთისა და 65 კაპიკის შემოსავალი მიიღო.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 12 თებერვალს თბილისის ქართულ თეატრში უნდა წარმოედგინათ ანასტასია თუმანიშვილის მიერ ფრანგულიდან გადმოკეთებული 3-მოქმედებიანი კომედია „ჯერ თავო და თავო“.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 12 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეგზარხოს პალადის ნებართვით სოფ. ზემო ნიქოზში პირველმოწამე რაჟდენის სახელობის ტაძრის განახლება გადაწყვიტეს.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 14 თებერვალს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლას გრიგოლ დადიანმა 15 მანეთი შესწირა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 14 თებერვალს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის კომიტეტმა ელენე ლორთქიფანიძის თაოსნობით მასკარადი გამართა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 15 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იროდიონ ჩეკურიშვილის შემწეობით სოფ. ურიათუბანში სკოლა დაარსდა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 15 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკს, რომლის ბუღალტერიც დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი იყო, სალაროში 46 596. 17 მანეთი ჰქონდა.

1889

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1889 წლის 15 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მღვდელი იროდიონ ჩეკურიშვილი სოფ. ურიათუბანში ავადმყოფებსა და გაჭირვებულებს ეხმარებოდა.