რეგისტრირებული ფაქტები46388
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 14 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე კვლავ განიხილეს პავლე მერაბიშვილის თხოვნა უდის ბიბლიოთეკაში „დროებისა“ და „ზაკავკაზიეს“ გაგზავნის შესახებ. 9 მაისის სხდომაზე წარმოდგენილი ცნობა, თითქოს ბიბლიოთეკისთვის გადადებული თანხა დახარჯული იყო, მცდარი აღმოჩნდა. გამგეობამ დარჩენილი თანხიდან ბიბლიოთეკისთვის „დროების“ გამოწერა გადაწყვიტა.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 21 იანვარს ვასილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ სპირიდონ ჯორჯიკიამ კერძო პანსიონი გახსნა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს პედაგოგიურმა საბჭომ მოიწონა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ვასილ ყიფიანის იდეა მეექვსე გაკვეთილის გამოყენების შესახებ. ეს დრო ინსპექტორსა და მასწავლებლებს სწავლაში ჩამორჩენილი მოსწავლეებისთვის უნდა დაეთმოთ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს მარიამ ივანეს ასულის დემურია-ივანიშვილის თხოვნა პეტრე, სტეფანე, იაკობ, ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილების სახლში დაარსებული სახალხო ბიბლიოთეკის წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, ბიბლიოთეკაში ერთი თუმნის ღირებულების წიგნები უნდა გაეგზავნათ.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 20 მაისს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტმა, ნიკოლოზ კიმოთეს ძე ფირცხალაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სწავლის გასაგრძელებლად სტპენდია სთხოვა.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 1-ლ ივნისს ექვთიმე თაყაიშვილი ქუთაისიდან სენაკში წავიდა სკოლის რევიზიისთვის.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 8 სექტემბერს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორმა, ვასილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ ყველა საშუალო სასწავლებელში გაუქმდა გიმნასტიკის გაკვეთილები, გაკვეთილის ხანგრძლივობა კი ისევ 55 წუთი გახდა.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის მაისში ექვთიმე თაყაიშვილი ქუთაისში ჩავიდა სათავადაზნაურო სკოლის რევიზიისთვის და 4 დღე გამოცდებს დაესწრო.
1890
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ვასილ ყიფიანს მისწერა 1890 წლის 28 იანვრის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება – თუ სპირიდონ ჯორჯიკია კიდევ არ შეასრულებდა პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებას, ყიფიანს ის უნდა დაეთხოვა და ამის შესახებ გამგეობისთვის ეცნობებინა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის მაისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს შიო ქუჩუკაშვილის თხოვნა საზოგადოების წიგნის მაღაზიის გამგედ ხელახლა დანიშვნის შესახებ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განსახილველი საკითხი – წიგნებით დახმარებოდნენ პეტრე, სტეფანე, იაკობ და ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილების სახლში დაარსებულ სახალხო ბიბლიოთეკას – გადაიდო.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 28 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ სხდომაზე განიხილა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ვასილ ყიფიანის წერილი ამავე სკოლის მასწავლებლის, სპირიდონ ჯორჯიკიას შესახებ, რომელიც არ ემორჩილებოდა პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებას – მეექვსე გაკვეთილზე არ რჩებოდა.
1890
ტიპი: ავტორობა
1890 წლის 21 იანვარს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორმა, ვასილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ მასწავლებლები – სპირიდონ მატარაძე და სპირიდონ ჯორჯიკია პედაგოგიური რჩევის გადაწყვეტილებას არ ემორჩილებოდნენ და მეექვსე გაკვეთილზე არ რჩებოდნენ.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 21 იანვარს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორმა ვასილ როსტომის ძე ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ განათლების მინისტრის ცირკულარის თანახმად, გაკვეთილების დრო 50 წუთამდე შემცირდა და 5 გაკვეთილის ნაცვლად დაინიშნა 6, ბოლო – გიმნასტიკისთვის.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ივანე რატიშვილის მოხსენება პირველი და მეორე სამკითხველოს შესახებ განსახილველად სხვა დროისთვის გადადო.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 9 თებერვალს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორმა, ვასილ ყიფიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა, რომ მასწავლებელი სპირიდონ ჯორჯიკია თანახმა იყო, დამორჩილებოდა პედაგოგიური საბჭოს გადაწყვეტილებას.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ დიმიტრი არაყიშვილის სიმღერების დაბეჭდვის საკითხი განსახილველად სხვა დროისთვის გადადო.