ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45138

ფილტრი:
ფაქტის ტიპი პირადი ურთიერთობა

1888

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1888 წლის 24 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ელისაბედ ნიკოლოზის ასული ბაგრატიონ-მუხრანსკი კონსტანტინე ივანეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკის მეუღლე იყო.

1888

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1888 წლის 2 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფია ბეზირგანოვი დავით, ივანე და ალექსანდრე ბეზირგანოვების და იყო.

1890

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1890 წელს ვასილ წერეთელი ქუთაისის გუბერნატორთან კონფლიქტის გამო იძულებული იყო, თავი დაენებებინა ჭიათურის სამკურნალოში მუშაობისათვის.

1890

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1890 წელს იაკობ გოგებაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.

1892

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1892 წელს ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი ცოლად გაჰყვა გიორგი ექვთიმეს ძე წერეთელს.

1892

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1892 წელს დავით კლდიაშვილმა ცოლად შეირთო მარიამ მაჭავარიანი.

1892

ტიპი: პირადი ურთიერთობა

გაზეთ „ივერიის" 1892 წლის 12 თებერვლის ნომერი იუწყება, რომ შიო ალექსის ძე ჩიტაძე იყო გრიგოლ ალექსის ძე ჩიტაძის ძმა.

1894

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1894 წელს ანა (ანეტა) მეთოდეს ასული ჭყონია მასპინძლობდა ჯონ ოლივერ უორდროპს ქუთაისში.

1894

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1894 წელს პეტრე გელეიშვილი კარგად იცნობდა ქუთაისის გადასახადთა ინსპექტორს.

1895

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1895 წელს, გაზეთ „კვალთან“ თანამშრომლობის პერიოდში, იაკობ ფანცხავამ გაიცნო აკაკი წერეთელი.

1895

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1895 წლის 11 ივლისს ილია ჭავჭავაძემ სამძიმრის წერილი გაუგზავნა პეტრე ნაკაშიძის მეუღლეს, ბაბალეს და დიდი გულისტკივილი გამოთქვა საუკეთესო მეგობრის გარდაცვალების გამო.

1896

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1896 წლის 10 მარტს გელათიდან წამოსული ილია ჭავჭავაძე ნიკო ღოღობერიძემ მიიპატიჟა სასტუმროს სასადილო დარბაზში, სადაც შეხვდა გიორგი შერვაშიძესა და ლეჩხუმის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლ იასონ გელოვანს. მის საპატივსაცემოდ ახალი სუფრა გაშალეს და წვეულება განაგრძეს, ღამე ილია სიმონ ღოღობერიძის ოჯახში დარჩა.

1896

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1896 წლის 9 ივლისს ილია ჭავჭავაძემ ივანე როსტომაშვილს მისწერა და მარჯორი და ოლივერ უორდროპებისთვის თელავში ღირსეული მეგზურობის გაწევა სთხოვა.

1896

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1896 წლის 9 ივლისამდე ილია ჭავჭავაძემ მარჯორი და ოლივერ უორდროპები თელავში გაამგზავრა.

1896

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1896 წლის 12 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით ევგენი იოსების ძე კერესელიძე მათე იოსების ძე კერესელიძის ძმა იყო.

1898

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1898 წელს ვასილ კარბელაშვილმა ილია ჭავჭავაძეს წარწერით მიუძღვნა „ქართლ-კახური საგალობლების“ წიგნი.

1898

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1898 წლის 12 ივნისს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეცხრამეტე სხდომა. აღნიშნული სხდომიდან ვიგებთ, რომ ვასილ ისაკის ძე როინაშვილი იყო ალექსანდრე როინაშვილის ძმისშვილი.

1898

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1898 წლის 6 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ნინო ბებუთაშვილი ნიკოლოზ ზუბალაშვილის მეუღლე იყო.

1898

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1898 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გორში სტუმრად მყოფ ბარონ დე ბაიზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოუხდენია ივანე ამილახვრის სტუმართმოყვარეობას.

1898

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1898 წლის 15 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გორში სტუმრად მყოფმა ბარონ დე ბაიმ თავად ივანე ამილახვარს საფრანგეთის პრეზიდენტის, ფელიქს ფორის მოკითხვა გადასცა.

1898

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1898 წლის 3 ნოემბერს გამართული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეცამეტე სხდომიდან ვიგებთ, რომ ალექსანდრე ისაკის ძე როინაშვილი იყო ალექსანდრე როინაშვილის ძმისშვილი, ხოლო ვასილ და დავით როინაშვილები იყვნენ ალექსანდრე როინაშვილის ბიძაშვილები.