ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46487

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ალექსანდრე როინაშვილმა საქართველოს საეკლესიო ნაშთთა საცავს რუსუდან მეფის დროინდელი ვერცხლის ფული შესწირა.

1897

ტიპი: ორგანიზაცია

1897 წელს კოდორში გახსნილი ხე-ტყის ქარხნის უმთავრესი საწყობი ბათუმში იყო. შეკვეთისთვის მსურველებს უნდა მიემართათ თეიმურაზ ჩაჩავასთვის — ოჩამჩირეში, ხოლო დიმიტრი მაჭუტაძისთვის — ბათუმში.

1897

ტიპი: ღონისძიება

გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ბიბლიოთეკის 1897 წლის ანგარიშის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში ბიბლიოთეკას 904 მანეთი შესწირეს, დაიხარჯა – 768 მანეთი.

1897

ტიპი: განათლება

1897 წელს გიორგი მიხეილის ძე ღოღობერიძე ხარკოვის უნივერსიტეტში სწავლობდა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 4 იანვრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ მიხეილ თაქთაქიშვილი განჯის გიმნაზიის მასწავლებლად დანიშნეს.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის იანვრიდან სოფელი მეღვრეკისის სამრევლო სკოლაში კენჭაძე მასწავლებლად მუშაობდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის იანვარში სოფელ მეღვრეკისში სამრევლო სკოლა დაარსდა, რომელიც ადგილობრივი მღვდლის, კენჭაძის სახლში იყო მოწყობილი.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წელს ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით წიგნად გამოვიდა „ანგარიში ქართველთა შორის ქშწ-კგ საზოგადოების“ მოქმედებისა: 1896 წელი. წელიწადი მეთვრამეტე. ტფ., 1897.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 1-ელ იანვარს არტემ ფირალიშვილმა ილია ჭავჭავაძეს მიუძღვნა თავისი თანაავტორობით გამოსული წიგნი „ნარკვევი კახეთის მევენახეობასა და მეღვინეობაზე“ წარწერით.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წელს ილია ჭავჭავაძის საიუბილეოდ ზაქარია ჭიჭინაძემ დაბეჭდა წიგნი „თ. ი. ჭავჭავაძე, როგორც ქართველთა ერთობის მღაღადებელი“.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 1-ელ იანვარს გაზეთ „კვალში“ დაიბეჭდა საახალწლო შარჟი ილია ჭავჭავაძეზე „ი. ჭ.-ძეს“.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წელს გერმანიის ქალაქ ფრაიბურგში ალექსანდრე ბაუმგარტნერმა გამოსცა „მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის“ პირველი ტომი, რომელშიც სხვა ქართველ მწერლებთან ერთად მოხსენებულია ილია ჭავჭავაძე.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წელს უკრაინულმა ჟურნალმა „ზორიამ“ გამოაქვეყნა ილია ჭავჭავაძის ლექსების „პოეტი“, „ელეგია“, „გუთნისდედა“, „მას აქეთ, რაკი...“ „გაზაფხული“ პავლო გრაბოვსკისეული თარგმანები.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს „საქართველოს კალენდარში“ ილია ჭავჭავაძის პორტრეტი დაიბეჭდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ჩერქეზმა მწერალმა ყაზიბეკ ახმეტუკოვმა იური კაზი-ბეკის ფსევდონიმით გამოცემული თავისი წიგნი „ცოტ-ცოტა ყველაფერზე. ნარკვევები და მოთხრობები“ წარწერით მიუძღვნა ილია ჭავჭავაძეს.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წელს ილია ჭავჭავაძის ხელმოწერით გამოვიდა „ანგარიში ქართველთა შორის ქშწ-კგ საზოგადოების“ მოქმედებისა: 1896 წელი. წელიწადი მეთვრამეტე. ტფ., 1897“.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის პირველი იანვრიდან ქუთაისში გაზეთ „Каспий“-ის გამოწერა მსურველებს ვარლამ ივანეს ძე ჭილაძის მაღაზიაში შეეძლოთ.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 1-ელ იანვარს გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ ფსევდონიმით Горесмехов გამოქვეყნებულ საახალწლო ფელეტონში განხილულია სათავადაზნაურო ბანკის კრებებზე ვანო მაჩაბლისა და მისი მომხრეების გამოსვლები ილია ჭავჭავაძის წინააღმდეგ.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წელს დაიბეჭდა იონა მეუნარგიას „ნიკო გიორგის ძე დადიანის ცხოვრება“.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წელს ქუთაისის ამხანაგობამ გამოსცა იონა მეუნარგიას „მამია გურიელის ცხოვრება“.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897-1904 წლებში კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე სოფ. მარელისის მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წელს „Сборник материалов“-ში ცალკე ნაკვეთად დაიბეჭდა მოსე ჯანაშვილისა და მისი კოლეგების შრომა „Известия грузинских летописей и историков о Северном Кавказе и России“, რომელსაც თან ერთვოდა „ალღუზიანის“ რუსული თარგმანი და ოსეთის რუკა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს გიორგი გვალიამ და ფ. ივანიდისმა სოფელ ოქუმში ტყვია-ვერცხლის მადანი აღმოაჩინეს.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წელს ზოტიკე პეტრეს ძე ჩიქვილაძე სკანდის წმ. ბარბარეს ეკლესიის მღვდელი იყო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის იანვარში ზაქარია ჩხიკვაძემ ფილარმონიული საზოგადოები წესდებაზე მუშაობა დაასრულა.