რეგისტრირებული ფაქტები46487
სორტირება თარიღი მზარდობით
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 22 იანვარს „ცნობის ფურცლის“ რედაქცია იუწყება, რომ კავკასიის მთავარმართებელი გოლიცინი მომავალ კვირას პეტერბურგიდან თბილისში ჩამოსვლას აპირებს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 23 იანვრისთვის დანიშნული იყო თავად-აზნაურთა საგანგებო კრება, რომელზეც უნდა განეხილათ სამეურნეო სკოლასთან დაკავშირებული საკითხები. სამეურნეო სკოლის გასახსნელად ზაქარია გიორგის ძე ერისთავმა თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურებს აჩუქა თავისი მამული. კრების წინამძღოლი იყო კონსტანტინე მუხრანბატონი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 23 იანვარს ბაქოში უნდა გამართულიყო ქართული საქველმოქმედო საღამო, რომელსაც მარიამ ღოღობერიძე გაუძღვებოდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 25 იანვრისთვის განჯის კლუბის დაბრაზში დაგეგმილი იყო საქველმოქმედო საღამო. საღამოზე უნდა წარედგინათ კომედია „მე მინდა კნეინა გავხდე”. მთავარ როლებს ვასო აბაშიძე და ნატო გაბუნია ასრულებდნენ. წარმოდგენის შემდეგ ქართული სიმღერები უნდა შეესრულებინა ბ. ბეჟანიშვილის მიერ შედგენილ ქალ-ვაჟთა გუნდს. საღამოს გამგეთ აირჩიეს ალექსანდრა გიორგის ასული ყანჩელისა. მსურველებს მის სახელზე უნდა გამოეგზავნათ ნებისმიერი სახის შემოწირულობა.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წლის 26 იანვარს ვლადიკავკაზში, ოსების ეკლესიაში, გაბრიელ ეპისკოპოსის სულის მოსახსენიებლად წირვა და პანაშვიდი გადაიხადეს. ადგილობრივმა დიაკვანმა და მღვდელმა წირვა ქართულ ენაზე ჩაატარეს.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წლის 26 იანვარს ბორჯომის ერთ-ერთ ეკლესიაში სერგეი დავითაშვილმა გაბრიელ ეპისკოსის სულის მოსახსენიებლად ქართულ ენაზე წირვა აღასრულა და პანაშვიდი გადაიხადა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 28 იანვარს „ცნობის ფურცელში” გამოქვეყნდა ბიოგრაფიული ცნობები იაკობ იოსების ძე ლაზარაშვილის შესახებ. იაკობმა 1895 წელს შეირთო ცოლი და ამ წელსვე შეეყარა ჭლექი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 28 იანვარს „ცნობის ფურცელში” გამოქვეყნდა ბიოგრაფიული ცნობები იაკობ იოსების ძე ლაზარაშვილის შესახებ. 1866 წელს იაკობი ქართული ენისა და კალიგრაფიის მასწავლებლად დანიშნეს თბილისის რომის კათოლიკეთა ეკლესიის საერო სკოლაში. იაკობს ძალიან უყვარდა თეატრი და 1889 წელს დაიწყო პიესების თარგმნა. დაწერილი აქვს ხუთმოქმედებიანი ტრაგედია „მტარვალი”.
1897
ტიპი: პირადი ინფორმაცია
იაკობ იოსების ძე ლაზარაშვილის 1866 წელს სოფელ ვარგავში დაიბადა. ადრე თურმე მისი პაპა გადმოსახლებულა ამ სოფელში ხიზაბავარიდან. იაკობის სწავლა-განათლებაზე ბიძამისი ზრუნავდა, რადგან მამა ღარიბი ჰყავდა. იაკობმა ახალციხის სამოქალაქო სასწავლებელი დაამთავრა და სოფლის მასწავლებლის წოდება მიიღო.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 29 იანვრისთვის ქართულ თეატრში დაგეგმილი იყო ბ. ავალაშვილის ბენეფისი. უნდა დაედგათ ახალი პიესა „ბოშა ქალი ზანდა“. პიესის რეჟისორი იყო ალექსი-მესხიშვილი, ადმინისტრატორი – კ. შათირიშვილი.
1897
ტიპი: ავტორობა
1897 წლის თებერვალში თონეთის სკოლის მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვს შემდეგ ნივთებს: 150 ცალი სამხაზიანი რვეული ქართული წერისათვის, (ორხაზიანი მეშველი ხაზით), 10 ცალი ერთხაზიანი რვეული, 1 კოლოფი კალმები, მაგრამ სხვანაირი და არა ადრე გაგზავნილი. ის სწერს, რომ ეს ნივთები ძალიან საჩქარო არ იყო და ამიტომ მამა პართენ ცაგარლისთვის გაეტანებინათ.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის თებერვალში ყარამან ჩიქოვანი ექიმ ნავასარდიანის კლინიკაში თვალისა და ნერვების პრობლემებს მკურნალობდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის თებერვალში მთავრობის განკარგულებით ზემო სვანეთში მდებარე სასწავლებლის პედაგოგი ნიჟარაძე ტიტულოვანი მრჩეველი გახდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის თებერვალში, მთავრობის განკარგულების მიხედვით, ზუგდიდის სასწავლებლის პედაგოგი გომელაური ტიტულოვანი მრჩეველი გახდა.
1897
ტიპი: ნასამართლეობა
1897 წლის თებერვალში თბილისის სასამართლო პალატამ ხელმეორედ განიხილა საქმე დიმიტრი მუსხელიშვილისა, რომელსაც გაბრიელ აგლუნოვისთვის შეურაცხყოფის მიყენებაში ედებოდა ბრალი. ეს საქმე განიხილეს 1896 წლის 9 სექტემბერსაც და მუსხელიშვილს 4 დღით დაპატიმრება მიუსაჯეს, თუმცა მან საჩივარი უყურადღებოდ დატოვა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის თებერვალში მთავრობის განკარგულებით თბილისის მე-3 გიმნაზიის მასწავლებელი, ჯარშეიშვილი „ნადვორნი სოვეტნიკი“ გახდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის თებერვალში მთავრობის განკარგულებით ქალაქ ყარსის სასწავლებლის პედაგოგი ბაქრაძე კოლეგიის ასესორი გახდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის თებერვალში დუშეთის მაზრის უფროსის თანაშემწემ, ცისკარიშვილმა დაიწყო სოფლის მამასახლისის, ალექსანდრე ელიოზიშვილის საქმის გამოძიება. ელიოზიშვილს სოფლის ფულის მოპარვაში ადანაშაულებდნენ. გამოძიებამ დაადგინა, რომ მან ორმოცი თუმანი მოიპარა სასოფლო ბიუჯეტიდან. ელიოზიშვილი სამსახურიდან გადააყენეს, ათი თუმანი აპატიეს და ოცდაათი ჩამოართვეს.