რეგისტრირებული ფაქტები46506
სორტირება თარიღი მზარდობით
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 27 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიის ანგარიშის მიხედვით, სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში სამსონ ყიფიანისთვის გაგზავნილი წიგნების ანგარიშში მიიღეს 20 მან.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 29 სექტემბერს ქალაქის საბჭოს სხდომაზე „ქალაქის ტყე-ბაღის გამგე” კომისიის წევრებად პ. ი. ალიბეგოვი, ნიკოლოზ ვასილის ძე არღუთაშვილი-მხარგრძელი და ნიკოლოზ მიხეილის ძე ვესელოვზოროვი აირჩიეს.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 29 სექტემბერს ქალაქის საბჭოს სხდომაზე ქალაქის ტყე-ბაღის გამგე კომისიის წევრებად აირჩიეს: დ. ზ. ყორღანოვი, ნ. ნ. ოსტროგორსკი, ნიკოლოზ ალექსის ძე ხუდადოვი და ნ. ზ. თუმანიშვილი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 30 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამერვე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ივანე რატიშვილი, ნიკო მთვარელიშვილი, იაკობ გოგებაშვილი და მდივანი დავით კარიჭაშვილი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 30 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამერვე სხდომა. სხდომაზე ზაქარია ჭიჭინაძეს წიგნების ანგარიშში მისცეს 12 მან., მკაზმავ ნიკოლოზ ბადრიძეს გადასცეს 5 მან., ასევე გასცეს ვასილ ბეჟანიშვილთან წიგნების გასაგზავნი 3 მან. და სხვა გადასახადების თანხა, რამაც სულ შეადგინა 52.43 მანეთი.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 30 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამერვე სხდომაზე იაკობ გოგებაშვილმა წაიკითხა მოხსენება წიგნებით ვაჭრობის გაძლიერების შესახებ. გამგეობამ თავისი მოსაზრების საზოგადოებისთვის გაცნობა იაკობ გოგებაშვილსა და დავით კარიჭაშვილს დაავალა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 30 სექტემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამერვე სხდომა. სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ კანცელარიისა და მაღაზიის აივნის გაკეთებისთვის დიასამიძემ მოითხოვა 45.50 მანეთი. გამგეობამ განაცხადა, რომ თუ შედარებით შეღავათიან ფასად არ მოხერხდებოდა აივნის გაკეთება, მაშინ ისევ დიასამიძისთვის მიენდოთ ეს საქმე.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 30 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ბათუმის სკოლის პედაგოგ ისიდორე რამიშვილის თხოვნა სკოლისთვის სხვადასხვა საკანცელარიო და სასწავლო ნივთების გაგზავნის შესახებ. მისივე ცნობით, ბათუმში აპირებდნენ საკვირაო სკოლის დაარსებას, რომლისთვისაც ასევე საჭირო იყო სასწავლო წიგნები. გამგეობამ დავით კარიჭაშვილს და ნიკოლოზ ცხვედაძეს დაავალა საკვირაო სკოლისთვის შეეძინათ 50 მანეთის ღირებულების წიგნები.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 30 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამერვე სხდომაზე მოხსენება გააკეთა დავით კარიჭაშვილმა, რომ ქუთაისში წიგნებით მოვაჭრე ვასილ ბეჟანიშვილი უნდა აერჩიათ საზოგადოების კომისიონერად წიგნების გაყიდვისათვის შემდეგი პირობების თანახმად: 1) საზოგადოებამ უნდა გაუგზავნოს ბეჟანიშვილს ყოველგვარი სახის წიგნი, რომელთა საერთო ღირებულება 600 მანეთს არ აღემატება, 2) ბეჟანიშვილს საზოგადოების წიგნები ცალკე უნდა ელაგოს და ასევე უნდა ჰქონდეს ცალკე დავთარი მიღებული და გაყიდული წიგნების ჩასაწერად, 3) ის ვალდებულია ყოველი თვის ბოლოს გამოუგზავნოს საზოგადოებას გაყიდული წიგნების თანხა თავისი საკომისიოს გამოკლებით, 4) საზოდაგოების წიგნების და მათი ანგარიშის შემოწმება უნდა დაევალოს გამგეობის ქუთაისელ აგენტს, 5) ვ. ბეჟანიშვილი მოვალეა სამ თვეში ერთხელ მაინც შეატყობინოს გამგეობას გაყიდული წიგნების სია და რაოდენობა, 6) ვ. ბეჟანიშვილის გარდა გამგეობამ გასაყიდად არ უნდა გაუგზავნოს წიგნები ქუთაისის სხვა მაღაზიებს. გამგეობამ განაცხადა, რომ თავად ბეჟანიშვილი თანახმაა იკისროს საზოგადოების კომისიონერობა ჩამოთვლილი პირობების თანახმად.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 1-ელი ოქტომბრიდან პორუჩიკი გ. ი. კერესელიძე ქუთაისის სკოლაში ტანვარჯიშის მოწვეულ მასწავლებლად მუშაობდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 1-ელ ოქტომბერს სასტუმრო „ორიენტში“ თბილისის ნაფიცმა ვექილებმა და მათმა თანაშემწეებმა თბილისის ოლქის სასამართლოს ყოფილ წევრს, ი. დ. უთნელიშვილს გამოსამშვიდობებელი საღამო გაუმართეს.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის ოქტომბერში თბილისის საქალაქო საბჭოს მდივან სტეფანე ჭრელაშვილს მდივნობის ვადა ამოეწურა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის ოქტომბერში გორის მემამულეთა ამხანაგობის წევრთა კრება გაიმართა, რომლის თავმჯდომარედაც დიმიტრი ივანეს ძე მუსხელიშვილი აირჩიეს.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის ოქტომბერში გორის მემამულეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე დიმიტრი ივანეს ძე მუსხელიშვილმა კრებას მოახსენა სასიხარულო ამბავი, რომ მიხეილ რომანოვმა ამხანაგობის წევრობა ისურვა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 1-ელი ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ მიხეილ ისარლიშვილმა თბილისის საბაღოსნო გამოფენას ძალიან გემრიელი, დიდი ზომის ხილი გაუგზავნა, რომელიც სოფელ საღოლაშენში მოიყვანა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის ოქტომბერში გორის მემამულეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე დიმიტრი ივანეს ძე მუსხელიშვილმა კრებას აცნობა, რომ ამხანაგობის დამფუძნებელი წევრი, ნიკოლოზ დიასამიძე გარდაიცვალა. კრების წევრებმა ფეხზე ადგომით სცეს პატივი მის ხსოვნას.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 3 ოქტომბერს „ცნობის ფურცელში“ მადლობა გადაუხადეს მღვდელ დავით პაპასკირს, რომელმაც სამეგრელოში არსებულ სამრევლო სკოლას სამოცი მანეთი შესწირა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 3 ოქტომბერს „ცნობის ფურცელში“ მადლობა გადაუხადეს ვენერა ჯაფარიძეს, რომელიც სამეგრელოში არსებულ სამრევლო სკოლაში ქალებს ჭრა-კერვას უფასოდ ასწავლიდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 3 ოქტომბერს „ცნობის ფურცელში“ მადლობა გადაუხადეს მღვდელ ანტონ პაპასკირს, რომელმაც სამეგრელოში სამრევლო სკოლა დააარსა და მოსწავლეებს უსასყიდლოდ ასწავლიდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 3 ოქტომბერს „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ი. დ. უთნელიშვილი სასამართლოს თავმჯდომარის ამხანაგად დაინიშნა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 3 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ზაქარია ერისთავმა სახელმწიფო ქონებათა და მეურნეობის სამინისტროს სამეურნეო სასწავლებელს ოძისში მდებარე მამული შესწირა. თავადაზნაურობამ ამ საჩუქარზე უარი განაცხადა, რადგან, მათი თქმით, მამულის მოვლას ვერ ახერხებდნენ.