რეგისტრირებული ფაქტები50101
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 17 დეკემბრის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების ახალ წევრებად აირჩიეს: ბ. ჭკუასელი, რამინ ბეჟაშვილი, ივანე სვიმონის ძე ბერძნიშვილი, ნიკოლოზ ხარლამპის ძე ხუციშვილი და სავლე იოსების ძე აბულაძე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა კრებას დაესწრნენ: პროკოფი ალექსის ძე მამალაძე, სერგო აბესაძე, ივანე ანტონის ძე ზოდელავა, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, ირაკლი რცხილაძე, სულხან გიორგის ძე ჭავჭავაძე, პელაგია სილიბისტროს ასული კიკვაძე და ვახტანგ სოლომონის ძე მუსხელიშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა კრებას დაესწრნენ: ნიკოლოზ გრიგოლის ძე რუხაძე, კალენიკე საბას ძე ჯამბერიძე, გიორგი სიმონის ძე სვანიძე, დარია დეკანოზიშვილი და დავით ღუდუშაური.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 17 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრთა კრებას დაესწრნენ: მაქსიმე ბერძნიშვილი, ბიქტორ წულაძე, ფილიპე მგელაძე, დვალი და ბიქტორ ციხისთავი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 10 ივნისს პეტროგრადის პოლიტექნიკუმთან არსებულმა ქართული სათვისტომოს გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სტუდენტ დავით თეოფილეს ძე ბერეკაშვილისთვის სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1885
ტიპი: ღონისძიება
1885 წლის 2 სექტემბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ივანეს ძე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ განყოფილებას სკოლისთვის სთხოვა: 20 ცალი იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“, 15 იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარი“, 10 სოკოვინის სახატავი, 25 კალანდარიშვილისრუსული ენის სახელმძღვანელო, 18 სემენოვის „დარ სლოვა“, 2 მიხეილ ნასიძის ქრესტომათია, 20 დაფა, 120 სახატავი რვეული, 120 ქართულისა და ამდენივე რუსულის რვეული. საზოგადოებამ თხოვნა დააკმაყოფილა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 22 მაისს თედო მალაქიას ძე ბეგიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას პეტროგრადის ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტსა და საიმპერატორო არქეოლოგიურ სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა ან ერთდროული დახმარება სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 9 ივნისს თედო მალაქიას ძე ბეგიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას საიმპერატორო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 24 ივნისს ანდრია ივანეს ძე ბეგიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 27 იანვარს შალვა თაბუკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მოსკოვის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს მიხეილ მახარობლის ძე სიხარულიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის (ზესტაფონის) განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის (ზესტაფონის) განყოფილება გაიხსნა. 1916 წელს კნეინა ბარბარე სპირიდონის ასული წერეთლისა ამ განყოფილების თავმჯდომარე იყო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 9 ნოემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, იპილიტე პეტრეს ძე ვართაგავა, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1914
ტიპი: თანამდებობა
1914 წლის ნოემბერში ალექსანდრე ბუჭუას ძე მგელაძე ბათუმის სკოლის მასწავლებელი იყო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 4 ნოემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე და ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საგურამოს სკოლის მასწავლებელ კონსტანტინე სეხნიაშვილის თხოვნა სკოლის ძველი შენობიდან სოფელში გადატანის შესახებ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 4 ნოემბერს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბათუმის სკოლის მასწავლებლების თხოვნა ერთდროული დახმარების აღმოჩენის შესახებ. მთავარმა გამგეობამ ეს საკითხი განსახილველად ბათუმის განყოფილებას გადასცა.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს პავლე გრიგოლის ძე მეტრეველი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ყვირილის (ზესტაფონის) განყოფილების მდივანი იყო.
1896
ტიპი: ღონისძიება
ვალერიან გუნიას შედგენილი „საქართველოს კალენდარი“ მაქსიმე შარაძის სტამბაში იბეჭდებოდა.