ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50101

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ე. წ. სურგუნოვმა ლორის-მელიქოვის ქუჩაზე გახსნა პატარა სახალხო, იაფფასიანი, სამკითხველო.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წელს ა. ბ. ოსტროვსკაია განაგებდა თბილისის იაფფასიან ბიბლიოთეკა-სამკითხველოს.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წელს თბილისის სარკინიგზო დეპოში გიორგი ყაზბეგის ინიციატივით პატარა ბიბლიოთეკა დაარსდა, რომელშიც მხოლოდ რუსული წიგნები იყო. 1893 წელს ქართველმა მუშებმაც გახსნეს აქ ქართული განყოფილება.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წელს კ. ნოდიამ თავის სავაჭროსთან პატარა სამკითხველო გახსნა, რომელიც 1894 წელს ლავრენტი ტუღუშის სტამბასთან არსებულ სამკითხველოს შეუერთდა.

1895

ტიპი: ღონისძიება

1895 წელს სოხუმის ბიბლიოთეკის გამგემ, პავლე ნიკოლოზის ძე კალანდარიშვილმა პრესის საშუალებით ქართველებს ბიბლიოთეკისთვის წიგნების შეწირვა სთხოვა. ბიბლიოთეკას თედო ტიმოთეს ძე სახოკიაც ეხმარებოდა.

1890

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს ხაშურში იოსებ ფანცულაიას მიერ დაარსებული ბიბლიოთეკა არსებობდა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ნინო (ნინა) კონსტანტინეს ასული ებრაელიძე (ებრალიძე) გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის განყოფილების ნამდვილი წევრი.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წელს კონსტანტინე ჩითანის ძე თავართქილაძემ თავის სტამბასთან ფასიანი ბიბლიოთეკა გახსნა, რომელიც 1892 წლიდან უფასოდ ემსახურებოდა მკითხველებს. 1897 წელს კონსტანტინე თავართქილაძემ თავისი ბიბლიოთეკის მთელი ფონდი უსასყიდლოდ გადასცა ქალაქის მმართველობის მიერ ახლად გახსნილ სახალხო ბიბლიოთეკას.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ლავრენტი პავლეს ძე ეკუა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ალექსანდროპოლის განყოფილების ნამდვილი წევრი გახდა.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წელს გაბრიელ იაკობის ძე ელერდაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წელს ა. როინიშვილმა დუშეთში სახალხო ბიბლიოთეკა დააარსა.

1887

ტიპი: ორგანიზაცია

1887 წელს შიო ალექსანდრეს (ალექსის) ძე ელიავა გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, ხოლო 1897 წელს – ნამდვილი წევრი.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს იასონ ნიკოლოზის ძე ელიოზიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1901

ტიპი: ორგანიზაცია

1901 წელს კონსტანტინე მალხაზის ძე ელიოზიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი გახდა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს ნ. მრევლიშვილმა ონში ბიბლიოთეკა დააარსა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894-1895 წლებში ბესარიონ ნიჟარაძის თაოსნობით სვანეთში ბიბლიოთეკა დაარსდა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს ივანე ანდრიას ძე ელიოზოვის მიერ ცხინვალში დაარსებლი ფასიანი ბიბლიოთეკა შემდეგ უფასო გახდა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900 წელს სვიმონ ბეგიაშვილმა სიღნაღში, თავისი სახლში, უსასყიდლოდ მოაწყო სამკითხველო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წელს მასწავლებელმა ბ. მგელაძემ შემოქმედში დააარსა ბიბლიოთეკა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს სოფელ ბახვში გრიგოლ შარაშიძის თაოსნობით გაიხსნა ბიბლიოთეკა-სამკითხველო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ნესტორ მხეიძე ლანჩხუთის ბიბლიოთეკის მმართველი იყო.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს კირილე წილოსანი ლანჩხუთის ბიბლიოთეკის გამგე იყო.