ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები46856

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 18 ივნისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას ბალახანიდან აცნობებენ, რომ იაკობ მანსვეტაშვილის დავალებით ნავთობმრეწველთა კანტორიდან ერიცხებათ 100 მანეთი ილია ჭავჭავაძის საფლავის ძეგლის ფონდის გასაძლიერებლად და სთხოვენ დაუდასტურონ თანხის მიღება.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის 21 ივნისს ხონის საურთიერთო ნდობის საზოგადოებამ (თავმჯდომარე მათე ბახტაძე, გამგეობის წევრი მიხეილ ქუთათელაძე) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას აცნობა, რომ მათ არ ჰქონდათ თანხა ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდში გადასარიცხად. შეწირულობის გასაღებად ბანკისა და საბჭოს საზოგადო კრების ნებართვა იყო საჭირო.

1921

ტიპი: განათლება

ალექსანდრე საფაროვს დამთავრებული ჰქონდა კურსი კიევის უნივერსიტეტში კანდიდატის სტატუსით (ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტი).

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ონოფრე კალანდაძე, ივანე მიხეილის ძე კალანდაძე, მიხეილ კილასონია, ალმასხან კალანდაძე და ამბაკო გერასიმეს ძე კაციტაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: კირილე თევდორეს ძე კაცაძე, ანდრია გრიგოლის ძე კლდიაშვილი, ევგენია გრიგოლის ასული კასრაძე, ფილიპე სპირიდონის ძე კაციტაძე და შაქრო მიხეილის ძე კირაკოზაშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: ტარას ერმალოზის ძე კახიანი, შალვა სამსონის ძე კიკნაძე, სენო მაქსიმეს ძე კულუხაშვილი, გრიგოლ რომანოზის ძე კობიძე და მიხეილ ივანეს ძე კაკაბაძე. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: მიხეილ ლონგინოზის ძე კავსაძე, აპოლონ ანდრიას ძე კერესელიძე, დავით ნიკოლოზის ძე კელაპტრიშვილი, დიმიტრი ნიკოლოზის ძე კოტეტიშვილი და ნიკოლოზ გიორგის ძე კურატაშვილი. მათ საწევრო სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1921

ტიპი: განათლება

ალექსანდრე კუზმინს დამთავრებული ჰქონდა ტანვარჯიშის საზოგადოება „სოკოლის“ კურსები და იყო პეტროგრადის უნივერსიტეტის სტუდენტი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: რაჟდენ გიორგის ძე კუხალაშვილი, ნიკო კვაშალი, ალექსანდრე დავითის ძე კეკელია, მაქსიმე შიმამას ძე კვეკვესკირი და პოლიკარპე ილარიონის ძე კინწურაშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლისათვის ვლადიმერ კონსტანტინეს ძე ალშიბაია თავად მინგრელსკის მამულის გამგე იყო.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ: დარია კონსტანტინეს ასული კალგინა, დავით ლუკას ძე კობეშაშვილი, ანატოლი ნიკოლოზის ძე კალგინი, ელენე პავლეს ასული კიზირია და იაგორ კურკაციშვილი. მათ საწევრო თანხა სრულად ჰქონდათ გადახდილი.