რეგისტრირებული ფაქტები45937
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 21 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თ. კიკვაძის განცხადება სახელმძღვანელო წიგნების: „დედაენა“ I, II ნაწილების, „ბუნების კარის“, ხრამელაშვილის კრებულების შესწორების შესახებ. ბაზრის დაკარგვის შიშით, საჭირო იყო წიგნების შესწორებას დაუყოვნებლივ შესდგომოდნენ. გამგეობამ დაადგინა, სახელმძღვანელო წიგნების შესწორების საქმის სამწიგნობრო ნაწილის გამგე-ხელმძღვანელს მინდობოდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 21 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამხედრო სამინისტროსთან არსებული განყოფილების გამგეობის თხოვნა წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობამ დაადგინა, მიეცათ 200 მანეთის წიგნები.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 21 ივნისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს პროფესორთა კავშირის საბჭოს თხოვნა სანდრო მაისურაძის სახელობის ბიბლიოთეკა-სამკითხველოს წიგნებით დახმარების შესახებ. გამგეობამ საზოგადოების გამოცემებიდან ბიბლიოთეკისთვის თითო წიგნის მიცემა გადაწყვიტა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 24 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დაესწრნენ: საპატიო თავმჯდომარე გ. ნ. ყაზბეგი, თავმჯდომარის ამხანაგი თ. გ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: ს. იაშვილი, ნ. ნაკაშიძე, ვ. წულაძე, ი. გიორგობიანი, შ. დედაბრიშვილი, არ. ჯაჯანაშვილი, თავმჯდომარეობდა დ. გ. კარიჭაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 28 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: შ. დედაბრიშვილი, ს. იაშვილი, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 28 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თ. კიკვაძის მოხსენება „დედაენის“ I- II ნაწილის და „ბუნების კარის“ ფასის გადიდება-გაყიდვის შესახებ. გამგეობამ დაადგინა: „დედაენის“ I ნაწილი გაიყიდათ ცალი 12 მანეთად, II ნაწილი ყდით – 18 მანეთად, უყდო – 15 მანეთად. „დედაენის“ II ნაწილის 15000 ეგზემპლარი დაებეჭდათ და გაკეთებინათ ყდაში. მაღაზიის გამგეს „დედაენის“ I ნაწილი გაეყიდა მხოლოდ ცალობით, დარჩენილი ეგზემპლარები აღმოსავლეთ საქართველოს ერთ რომელიმე კუთხეს მიწოდებოდა. „ბუნების კარი“ კი გაეყიდათ ცალი 20 მანეთად.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 28 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე არაბიძის თხოვნა ს. იაშვილის წიგნის, „ბოტანიკის“ ანგარიშში 5000 მანეთის ავანსად მიღების შესახებ. წიგნები საკომისიოდ იყო წარმოდგენილი. გამგეობის განჩინებით, მასთან მოლაპარაკება, თანახმა იქნებოდა თუ არა დაეწერა „ბოტანიკის“ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გამოცემა მიენდო სეით იაშვილს და ვარლამ ბურჯანაძეს. თუ დათანხმდებოდა, იმ შემთხვევაში გამგეობა ნაღდ ფულზე შეიძენდა საკომისიოდ მიღებულ 7000 ცალს 35-40% დაკლებით, ფულს კი ნაწილ-ნაწილ მისცემდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 28 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მარიამ ივანეს ასულ ანდრონიკაშვილის თხოვნა ნუკრიანის სკოლის ბინის ქირის გასული წლიდან დარჩენილი თანხის მიღების შესახებ, რომელიც 800 მანეთს შეადგენდა. გამგეობის განჩინებით, თხოვნა გადაეგზავნა ადგილობრივ განყოფილებას.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 28 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძის (რომელიც კავკავში მიემგზავრებოდა) წინადადება, რომ, თუ გამგეობა თანახმა იქნებოდა, კავკავის სკოლის მდგომარეობა გაერკვია და მათთვის თავისი აზრი გაეცნო. გამგეობამ დაადგინა, ეთხოვა მისთვის ადგილობრივი განყოფილების გამგეობის დახმარებით კავკავის ქართული სკოლის მდგომარეობის შესწავლა და დასკვნის გამგეობისთვის წარდგენა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 28 ივნისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს გ. ჯავახიშვილის თხოვნა, ნება მიეცათ ესარგებლა მე-19 საუკუნის მწერალთა ხელნაწერებით წიგნსაცავიდან შინ წაღებით, რაც მწერლების მიმოხილვისთვის სჭირდებოდა. გამგეობამ მას ხელნაწერების სარგებლობის ნება დართო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 5 ივლისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ: თავმჯდომარის ამხანაგი თ. კიკვაძე, მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: შ. დედაბრიშვილი, ს. იაშვილი, კ. ქავთარაძე, თავმჯდომარეობდა დ. კარიჭაშვილი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 5 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს, რომ მესტამბე ვარლამ რუხაძე ავანსად წიგნების („დედაენა“ II ნაწილი) ბეჭდვის ანგარიშში 20000 მანეთს ითხოვდა. გამგეობის ცნობით, რუხაძე „დედაენას“ თავის ქაღალდზე ბეჭდავდა. „დედაენის“ II ნაწილი 15000 ცალი უნდა გამოსულიყო . დადგინდა, მიეღო ვ. რუხაძეს 20000 მანეთი ავანსად. ხელშეკრულების დადება მიენდო თევდორე კიკვაძეს.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 5 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხი: ალექსანდრე არაბიძე თანახმა იყო, საზოგადოებისთვის 35 000 მანეთად 7 000 ცალი, ანუ მთელი გამოცემა, ს. იაშვილის „ბოტანიკა“ დაეთმო. ასევე გამგეობას ნებას აძლევდა, წიგნზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამოცემა დაეწერებინათ. გამგეობის განჩინებით, მას 7 000 ეგზემპლარში 35 000 მანეთი გადაუხადეს, 2 000 მანეთი მაშინვე, დანარჩენი – ერთი თვის შემდეგ.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 7 ოქტომბერს გაიმართა ცაგერის უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგიური საბჭოს სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა ინსპექტორი ივანე ნიჟარაძე, ესწრებოდნენ საბჭოს წევრი მასწავლებლები: კ. ჩიხლაძე, ლ. ასათიანი, ს. მეფარიძე, ალ. ქიქოძე. იმსჯელეს სწავლის გადასახადის გაზრდის შესახებ და დაადგინეს: რადგან მოსწავლეები წელიწადში 20 მან. იხდიან და შესული თანხა სიძვირის გამო ვერ ფარავს სასწავლებლის ხარჯებს, გამგეობას ეთხოვოს 1919/20 სასწ. წლიდან სწავლის საფასურის გაზრდა.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 16 დეკემბერს ნიკორწმინდის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგემ რაჭის საერობო გამგეობას სთხოვა, სამინისტროს წინაშე აღეძრა შუამდგომლობა, რათა გ. ჭანტურაიასთვის შტატის მასწავლებლის უფლება მიენიჭებინათ.
1936
ტიპი: ავტორობა
1936 წლის 16 ივნისს კონსტანტინე გორდელაძემ და ვარლამ თოფურიამ ქრისტინე შარაშიძეს გაუგზავნეს მიმართვა, გამოსაცემად წარედგინა მამის, გიორგი შარაშიძის „გურული ლექსიკონი“ აკადემიის საქართველოს ფილიალის ენისა და მატ. კულტურის ისტორიის ინსტიტუტში. მოწონების შემთხვევაში შრომა დაიბეჭდებოდა ინსტიტუტის დიალექტოლოგიურ ლექსიკონთა სერიით.
1937
ტიპი: ღონისძიება
1937 წელს ქრისტინე შარაშიძეს დედამ ბარათი და სახალხო განათლების ისტორიის სექციის სხდომაზე მიწვევის ცნობა გაუგზავნა.
1953
ტიპი: თანამდებობა
საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის 1953 წლის საგამომცემლო-მოსამზადებელი გეგმით, მუზეუმის შრომების რედაქტორებად დაინიშნენ ქრისტინე შარაშიძე და ილია აბულაძე.
1948
ტიპი: ღონისძიება
1948 წლის 26 მაისს ანდრო აბრამიშვილმა დისერტაცია დაიცვა. მისი ოპონენტები იყვნენ იოსებ ორბელი და დავით დონდუა. მას ფილოლოგიური მეცნიერების ხარისხი მიანიჭეს ფარული კენჭისყრის ერთიანი ხმის მიცემით.