რეგისტრირებული ფაქტები50135
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს სამსონ პეტრეს ძე მამალაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის (ყვირილის) განყოფილების ნამდვილი წევრი.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ზაკო კოვზირიძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის (ყვირილის) განყოფილების გამგეობის ნამდვილი წევრი.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს მიხეილ სპირიდონის ძე გაჩეჩილაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის (ყვირილის) განყოფილების გამგეობის ნამდვილი წევრი.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ალექსანდრე გამცემლიძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის (ყვირილის) განყოფილების გამგეობის ნამდვილი წევრი.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ბიქტორ ალფეზის ძე გაჩეჩილაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის (ყვირილის) განყოფილების გამგეობის ნამდვილი წევრი.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს მღვდელი კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის (ყვირილის) განყოფილების გამგეობის ნამდვილი წევრი.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ფაცია არაბიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის (ყვირილის) განყოფილების გამგეობის ნამდვილი წევრი იყო.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს დავით ასათიანი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის (ყვირილის) განყოფილების გამგეობის ნამდვილი წევრი.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მიხედვით, გამგეობა ფლობდა 7 სამკითხველოსა და 1 წიგნსაცავ-სამკითხველოს. ანგარიშს ხელს აწერენ თავმჯდომარის ნაცვლად მიხეილ მახარობლის (მახარობელის) ძე სიხარულიძე და მდივანი კონსტანტინე ბესარიონის ძე მოდებაძე.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მიხედვით, გამგეობას დაბა ზესტაფონში სახალხო სახლის ასაგებად მხოლოდ ადგილი და 1500 მანეთი ჰქონდა, რაც არ კმაროდა და ცდილობდა დამატებით ფულადი სახსრები მოეძიებინა. ანგარიშს ხელს აწერენ თავმჯდომარის ნაცვლად მიხეილ მახარობლის (მახარობელის) ძე სიხარულიძე და მდივანი კონსტანტინე ბესარიონის ძე მოდებაძე.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზესტაფონის განყოფილების გამგეობის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მიხედვით, გამგეობის მთავარი მიზანი იყო ხელი შეეწყო შორაპნის მაზრაში უფასო სამკითხველოების გახსნისთვის და გაეკონტროლებინა მათი საქმიანობა. ანგარიშს ხელს აწერენ თავმჯდომარის ნაცვლად მიხეილ მახარობლის (მახარობელის) ძე სიხარულიძე და მდივანი კონსტანტინე ბესარიონის ძე მოდებაძე.
1887
ტიპი: ავტორობა
1887 წლის 7 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ და ივანე მაჩაბელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ბათუმის სკოლის შესახებ მოხსენება წარუდგინეს. ბათუმის სკოლა ქალაქგარეთ, ჭაობიან ადგილას მდებარეობდა და იქ ძალიან ცუდი პირობები იყო. სკოლის შენობა შედგებოდა ორი მცირე და ერთი მოზრდილი ოთახისგან, რომელსაც ძალიან თხელი კედლები ჰქონდა. ასეთ პირობებში სკოლაში სიარული დიდ თავგანწირვას მოითხოვდა, როგორც მასწავლებლისგან ასევე მოსწავლეებისგან.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 31 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავად-აზნაურთა დეპუტატთა საკრებულოს შეატყობინა, რომ ორი წელი გავიდა მას მერე, რაც გამგეობამ თავად-აზნაურთა წინაშე იშუამდგომლა ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის შესაკეთებლად და იქ სკოლის გასახსნელად თელაველებისთვის 5600 მანეთის გადაცემის თაობაზე. ამ პერიოდში მამულის მდგომარეობა კიდევ უფრო სავალალო გამხდარიყო. ის დაუყოვნებლივ საჭიროებდა შეკეთებასა და პატრონობას. გამგეობის აზრით, უპატრონოდ მიგდება ადგილ-მამულისა, სადაც უკვდავი ილია აღიზარდა, ეროვნული სირცხვილის ტოლფასი იყო. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 31 მარტს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავად-აზნაურთა დეპუტატთა საკრებულოს შეატყობინა, რომ თბილისის გუბერნიის თავადზანაურობას საზოგადო კრებაზე განუხილავს თელავის განყოფილებისთვის ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის შესაკეთებლად და იქ სკოლის გასახსნელად 5600 მანეთის გადაცემის საკითხი. რადგან დეპუტატთა საკრებულოს ფული უკვე განაწილებული ჰქონია, საზოგადო კრებამ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: თელავის განყოფილებას უნდა ესესხა 2000 მანეთი, რომელსაც შემდგომ თავადაზნაურობა დააბრუნებდა. დანარჩენ 3600 მანეთს თავადაზნაურობა 1915 წლის განმავლობაში მისცემდა თელაველებს. ომის დაწყებისა და ყველაფრის გაძვირების გამო თელავის განყოფილებამ ვერ ისარგებლა ორიათასმანეთიანი სესხით და მიზანშეწონილად ჩათვალა უკეთეს დრომდე მოცდა, თუმც მისი აზრით, ყოვლად დაუშვებელი იყო მამულის იმ მდგომარეობაში დატოვება. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.
1887
ტიპი: ავტორობა
იაკობ გოგებაშვილის 1887 წლის 26 მაისის მოხსენების მიხედვით, საზოგადოების წლიურმა კრებამ გადაწყვიტა ბათუმის სკოლა არ დაეხურა. სკოლის დიდი ხარჯის გამო საზოგადოების არსებობა საფრთხის ქვეშ დადგა. ხარჯის შესამცირებლად საჭირო იყო ბათუმელი ქართველების აქტივობა. მმართველობამ გადაწყვიტა ,დაეარსებინა ადგილობრივი კომიტეტი, რომელიც გამართავდა კონცერტებს, სპექტაკლებს და საზოგადოებას სკოლის ფინანსურად უზრუნველყოფაში დაეხმარებოდა.