ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47990

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ნინო ანდრონიკაშვილისამ წარადგინა საზოგადოების სასარგებლოდ ფულის შესაგროვებელი ყულაბა, რომელშიც 16. 02 მანეთი აღმოჩნდა.

1916

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ მთავარ გამგეობას გაუგზავნა 1916 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიში, რომელსაც ხელს აწერდნენ: ოლღა ხოფერია და გიორგი გამზარდია.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 13 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილებამ მთავარ გამგეობას მორიგ საერთო კრებაზე განსახილველ საკითხთა სია გაუგზავნა. სიას ხელს აწერდნენ: თავმჯდომარე - ოლღა ხოფერია და მდივანი - გიორგი გამზარდია.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიურ კრებაზე ლავრენტი შუშანია და არტემ ღვამბერიძე წიგნის მაღაზიის საქმის მომწყობი სექციის წევრებად აირჩიეს.

1917

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიურ კრებაზე ვლადიმერ ხოფერია და გიორგი ბოკერია საბიბლიოთეკო სექციის წევრებად აირჩიეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიურ კრებაზე ბიქტორ ხარბედია და ნადეჟდა ხუნწარია სასკოლო და სახალხო კითხვების მომწყობი სექციის წევრებად აირჩიეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიურ კრებაზე ალექსანდრე კალანდარიშვილი და პარასკევა კუხალაშვილი სარევიზიო კომისიის წევრებად აირჩიეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიურ კრებაზე მარიამ თევზაია, ვარლამ ლომია, სოფია არჩაია გამგეობის წევრობის კანდიდატებად აირჩიეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიურ კრებაზე აირჩიეს განყოფილების რწმუნებულები – ბიქტორ ხარბედია, მარიამ თევზაიასი, პოლიკარპე ლორთქიფანიძე და გიორგი მაღნარაძე. ისინი თბილისში საზოგადო კრებას უნდა დასწრებოდნენ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიურ კრებაზე გიორგი გამზარდიამ განარტება გააკეთა 4 რწმუნებულის არჩევის შესახებ, რომლებიც თბილისში უნდა დასწრებოდნენ საზოგადო კრებას.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიურ კრებაზე პეტრე დგებუაძემ გამგეობას შესთავაზა, პროფესიული სკოლის დასახმარებლად 400 მანეთი გადაედოთ.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიურ კრებაზე ვარლამ ლომიამ წინადადებით მიმართა გამგეობას, რომ ბიბლიოთეკის გამგისთვის დაენიშნათ ხელფასი 75 მანეთის ოდენობით, ხოლო სამკითხველოს მეთვალყურისთვის - 30 მანეთი. ვ. ლომიას შეეკამათნენ აკაკი ხორავა, პეტრე დგებუაძე და ბარნაბ ძველაია. საბოლოოდ სევერიან მუსერიძის წინადადებით, ორივე გამგეს ხელფასები გაეზარდათ.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიურ კრებაზე პოლიკარპე ლორთქიფანიძემ გამოთქვა სურვილი, რომ ბიბლიოთეკებისა და საკვირაო სკოლების დასახმარებლად 100 მანეთის მაგივრად გადაედოთ 300 მანეთი. ეს წინადადება გამგეობისთვის მისაღები აღმოჩნდა.

1917

ტიპი: ავტორობა

1917 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიურ კრებაზე სარევიზიო კომისიის წევრმა პეტრე დგებუაძემ სარევიზიო კომისიის სახელით წაიკითხა მოხსენება.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 28 იანვარს ექვთიმე თაყაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგს მისწერა, რომ „ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთ სურათებიან ხელნაწერს სხვა პატრონი, ფრიდონ წერეთელი, გამოუჩნდა. გამგეობამ ხელნაწერი წერეთელს დროებით დაუბრუნა. ის საზოგადეობას დაპირდა, რომ ხელნაწერს იმ პირობით დააბრუნებდა, თუ შემოწირულობას მისი სახელით მიიღებდა. როდესაც წერეთელმა ხელნაწერი დროზე არ დააბრუნა, თაყაიშვილი საჩხერეში ჩავიდა. ის კვლავ დაპირდა, რომ ხელნაწერს მალე დააბრუნებდა და დანაპირები შეასრულა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიურ კრებაზე გამგეობის მდივანმა გიორგი გამზარდიამ წაიკითხა 1916 წლის გამგეობის მოქმედების ანგარიში და ასევე 1917 წლის სავარაუდო ხარჯთ-აღრიცხვა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიურ კრებაზე გამგეობის მდივანმა გიორგი გამზარდიამ წაიკითხა ახალ წევრთა სია, რომლებიც აირჩიეს და დაამტკიცეს საზოგადოების წევრებად.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 16 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიური კრების თავმჯდომარედ აირჩიეს რაჟდენ გამსახურდია, მდივნებად - გიორგი ჯაკობია და აკაკი ხორავა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 16 აპრილს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების წლიური კრება, რომლის თავმჯდომარე იყო ოლღა ხოფერია.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 5 მარტს დაარსდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების პირველი ონტოფოს ბიბლიოთეკა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბესარიონ ნადარეიშვილი.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს კონსტანტინე იაგორის ძე გვარჯალაძე და სამსონ პლატონის ძე დადიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგამომცემლო სექციის გამგეობის წევრები იყვნენ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 ნოემბერს დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) განაცხადეს, რომ საზოგადოებას ჯამში 47 განყოფილება ჰქონდა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგამომცემლო სექციის გამგეობამ, რომლის თავმჯდომარე თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე იყო, 38 სხდომა გამართა და 99 საქმე განიხილა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს გრიგოლ თევდორეს ძე ყიფშიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგამომცემლო სექციის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საგამომცემლო სექციის გამგეობის თავმჯდომარე იყო.