ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები45939

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 14 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისში ვართანოვისა და გრიქუროვის მაღაზიებსა და ივერიის რედაქციაში, გორში - ფარნაოზ ნათიევისას, ქუთაისში - ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში და ახალციხეში - ალექსეევ-მესხიევისას იყიდებოდა შემდეგი წიგნები: თ. ნ. ბარათაშვილის ლექსები, ზ. ნ. ანტონოვის თხზულებები, ქათული ანდაზები და შექსპირის „მეფე ლირი“.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 28 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 17 აპრილს გენერალ-ადიუტანტ ლევან მელიქიშვილის სარდლობით ჯარი დაიძრა ზაიმის ბანაკიდან და სოფელ ვარიკელს მივიდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1-ლი იანვრისთვის თბილისის თავადაზნაურთა საადგილმამულო ბანკის ბალანსი 1 384 574 მანეთი და 98 კაპიკი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ: თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძე, წევრები: დავით ავალიშვილი, ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილი და ბუღალტერი ხ. ხაჩატურიანი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია საქართველოს არქეოლოგიის შესახებ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა „სოლაღას ლექსი“, რომლის ავტორი ქვედა აჭარაში მცხოვრები გლეხი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ ოსმალეთს დასავლეთ საქართველო, კერძოდ გურია, აჭარა და ქობულეთი ჰქონდა დაკავებული, ხოლო რუსეთს ქართლ-კახეთი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1-ლი იანვრისათვის სახელმწიფო ბანკის განყოფილებაში 60 678 მანეთი და 48 კაპიკი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ (რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) დაიბეჭდა თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის 1877 წლის 1-ელი იანვრისათვის არსებული ბალანსი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 18 აპრილს ქალაქ ფოთის სიახლოვეს შეამჩნიეს ოსმალთა სამი სამხედრო ხომალდი, რომლებიც შემდეგ სოხუმისკენ წასულან.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ რიონის ლაშქრის ერთი ნაწილი გენერალ ალექსანდრე დანიბეგაშვილის (დენიბეკოვის) ხელმძღვანელობით დაუპირისპირდა ოსმალებს. ამ დაპირისპირების შემდეგ, 13 აპრილს გურიის მილიციამ დაიპყო ოსმალთა ბანაკები, რომლის დროსაც დაჭრილა პოდპოლკოვნიკი დიმიტრი მუსხელიშვილი (მუსხელოვი).

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 12 აპრილს გუმბრის ლაშქრის სარდალმა თავის უფროსობას სთხოვა, 200 ჯარისკაცთან ერთად მიეღოთ რუსეთის ჯარის სამსახურში ოსმალებთან დაპირისპირების დროს.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ საგარეჯოდან მიიღეს წერილი, რომ სოფელი უხვ მოსავალს ელოდებოდა, რაც მათთვის ძალიან სასიხარულო ფაქტი იყო, მაგრამ არეული ამინდების გამო მოსახლეობა დასნეულებულა და დღეში ორი ადამიანი აკლდებოდა სოფელს. მათივე ცნობით, სოფელში ექიმი არ ჰყავდათ და საჭირო წამლის შოვნაც შეუძლებელი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ თბილისში დააარსეს პირუტყვთა მფარველობის საზოგადოება, რომლის წესდება უახლოეს მომავალში დამტკიცდებოდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ გაზეთ „კავკაზის“ ცნობით 1-ლი მაისიდან დაიწყებოდა მატარებლით მიმოსვლა ახალ რკინიგზაზე რიონის სადგომიდან ქუთაისამდე.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ „სასოფლო გაზეთის“ ინფორმაციით ქალაქ თელავში 7000-მდე ადამიანი ცხოვრობდა. იანვარსა და თებერვალში 340 ადამიანი გარდაიცვალა, ადგილობრივი თვითმმართველობა კი არც დაინტერესებულა გარდაცვალების მიზეზი გამოეკვლია.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 16 აპრილს პოლიციის უფროსმა სამმართველოს წინ შეკრიბა „ასასები“ და ღამით ქალაქის ქუჩების მეთვალყურეობა დაავალა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ დაესწრნენ გაბრიელ სუნდუკიანცის „ხათაბალის“ მეორე წარმოდგენას და აღფრთოვანებულები დარჩნენ ვასილ აბაშიძის, ელენე ყიფიანისა და კონსტანტინე ყიფიანის მიერ შესრულებული როლებით.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ინფორმაციით ახალციხეში მილიციის უფროსად ნიკოლოზ იაკინთეს ძე მესხიევის არჩევა სურდათ, მაგრამ შემდგომში მისი სხვა უფრო მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშვნა გადაუწყვეტიათ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1-ლი იანვრისათვის თბილისის კომერციული ბანკის განყოფილებაში 457 მანეთი და 53 კაპიკი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ თბილისის საადგილმამულო ბანკმა ქალაქის მამულებზე გრძელვადიანი სესხის სახით 565 500 მანეთი გასცა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ თბილისის საადგილმამულო ბანკმა სოფლის მამულებზე გრძელვადიანი სესხის სახით 296 200 მანეთი გასცა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1-ლი იანვრისათვის თბილისის სახელმწიფო ბანკში ინახებოდა მთავრობისგან გარანტია მინიჭებული 58 550 მანეთის ღირებულების ქაღალდები.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1-ლი იანვრისათვის თბილისის კომერციული ბანკის ბალანსი 1052 მანეთი და 83 კაპიკი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1-ლი იანვრისათვის თბილისის საურთიერთო კრედიტის საზოგადოების ბალანსზე საწევრო თანხა 30 მანეთი იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 21 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია საქართველოში არსებული ძველი ნაწარმოებებისა და ხელნაწერების მნიშვნელობის შესახებ.