ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები52221

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 28 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის ბიბლიოთეკის გამგე ლევან ივანეს ძე ჩიჩუამ მოახსენა, რომ იმ წლის 6 მაისს აკურთხეს ზუგდიდის ბიბლიოთეკა-სამკითხველო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ სთხოვა აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავას, როგორც ზუგდიდის განყოფილების გამგეობის არჩეულ თავმჯდომარეს, ჩაეტარებინა შრომის გამანაწილებელი სხდომა, რითაც საფუძველი ჩაეყრებოდა განყოფილების ამოქმედებას.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავას შეატყობინა, რომ ზუგდიდის განყოფილების დამფუძნებელ კრებაზე მის თანაშემწედ აირჩიეს: ანდრია პეტრეს ძე პატარაია, ეკატერინე მალხაზის ასული კედია, ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე ბერიძე და სოკრატე ივანეს ძე კეშილავა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 20 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ აქვსენტი მიხეილის ძე ფაღავას შეატყობინა, რომ ქუთაისის გუბერნატორი ინფორმირებული იყო ზუგდიდის განყოფილების გახსნის შესახებ.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო წლის ბოლოს საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე იყო ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო წლის ბოლოს საზოგადოებისა და გამგეობის თავმჯდომარე იყო ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918-19 სასწავლო წელს გორის მაზრის სოფელ ახალსოფელში გაიხსნა სკოლა, სადაც მიხეილ გარდანოვი მასწავლებლობდა.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880-1881 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე იყო ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880-1881 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების თავმჯდომარე იყო დიმიტრი ივანეს ძე ყიფიანი.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის მონაცემებით, სიმონ ივანეს ძე გზელიევი მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული იყო.

1918

ტიპი: განათლება

1918 წლის მონაცემებით, გიორგი სიმონის ძე მოსეშვილი ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიული განყოფილების მსმენელი იყო.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა განაცხადა, რომ გაერთიანებული საზოგადოებისა და საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო სექციის მუზეუმების მართვა-გამგეობა უნდა ყოფილიყო კარგად ორგანიზებული.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადოებისა და საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმები უნდა გაერთიანებულიყო ერთ მუზეუმად და დაერქმიათ „საქართველოს მუზეუმი“.