რეგისტრირებული ფაქტები52221
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, ნიკოლოზ მთავრიშვილმა გენერალ-ლეიტენანტ კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილს სთხოვა, რუისის სკოლის ბიბლიოთეკისთვის გაეგზავნა შემდეგი წიგნები: ბარათაშვილის ლექსები, „რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდან“, „გლოვა ირაკლი მეორისა“, „თვალსაჩინო სწავლა“, „განდეგილი“, გამოცანები, „ციკო“, „სიბრძნე-სიცრუისა“, „თამარ ბატონიშვილი“, დიდებულიძის „არითმეტიკა“, „დავითიანი“, „ვახტანგ მეექვსე“, „მირიან მეფე და წმინდა ნინო“, „ბაგრატ მეოთხე“, „მითრიდატ დიდი“, მ. თუმანიშვილის რჩეული ლექსები, „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ და სხვ.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 10 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მეშვიდე სხდომაზე გამგეობამ ანასტასია შავლოხაშვილი ხელთუბნის სკოლის ხელსაქმის პედაგოგად დაამტკიცა.
1896
ტიპი: თანამდებობა
ფოთის უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის გამგე გ. ჩხაიძე იუწყებოდა, რომ 1896 წლის პირველი აგვისტოდან იასონ ლუარსაბის ძე ამირანაშვილი მასწავლებლად მსახურობდა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ბარბარე ზაზანაშვილი ნავთლუღში ასწავლიდა ხელსაქმეს და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ დანიშნულ ხელფასს იღებდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 მარტს შიო დედაბრიშვილი, იოსებ გიორგობიანი, თევდორე კიკვაძე, კირილე ნინიძე, მეთოდე კაკაბაძე, ქრისტინე შარაშიძე და ვარლამ ბურჯანაძე დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 მარტს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ კავკავის განყოფილების გამგეობამ მთავარი გამგეობის მიერ სკოლის შესანახად გაგზავნილი 18 000 მანეთი დააბრუნა და საზოგადოებას ამ თანხის გარდამავალ ანგარიშზე შენახვა სთხოვა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ნატალია ბასილაშვილი ბორბალოში მუშაობდა მასწავლებლად და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ დანიშნულ ხელფასს იღებდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ იოსებ გიორგობიანმა, ივანე ავალიშვილმა, ვასილ ედილაშვილმა, ლავრენტი სანაძემ და ტერენტი წერეთელმა საზოგადოების საწყობი აღწერეს. საწყობში 244 დასახელების წიგნი აღმოჩნდა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს მარიამ ჯარიაშვილი ნავთლუღში მუშაობდა მასწავლებლად და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ დანიშნულ ხელფასს იღებდა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს კონსტანტინე სეხნიაშვილი საგურამოში მუშაობდა მასწავლებლად და იღებდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ დანიშნულ ხელფასს.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ლავრენტი ძიძიგური გომარეთში მუშაობდა მასწავლებლად და იღებდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ დანიშნულ ხელფასს.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ისიდორე ტატიშვილი გერგეთში მუშაობდა მასწავლებლად და იღებდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ დანიშნულ ხელფასს
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ლავრენტი ბარნაბიშვილი ატენის სკოლის მასწავლებლად მუშაობდა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ დანიშნულ ხელფასს იღებდა.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ტრიფონ შუბლაძე აკაურთის სკოლის მასწავლებლად მუშაობდა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ დანიშნულ ხელფასს იღებდა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1915 წლის 15 აპრილის კრებაზე თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ყაზბეგმა, თავის მეგობარს, დავით კარიჭაშვილს სთხოვა კრებისთვის გაეცნო შემდეგი ფაქტი:კნეინა ეკატერინე მიხეილის ასულმა ერისთავისამ თავის ქმრის, ნიკოლოზ ერისთავის ხსოვნის აღსანიშნავად, საზოგადოებას შესწირა 10 000 მანეთად ღირებული თბილისის სათავადაზნაურო ბანკის გირავნობის ფურცლები სალიტერატურო პრემიის დასაწესებლად.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 21 მაისს ოლღა ხოფერიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრებს სენაკის განყოფილების წიგნის მაღაზიისა და სახელოსნოს იმ წლის ხარჯთაღრიცხვა წარუდგინა.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის პირველ სექტემბერს მარტყოფის სასწავლებლის მასწავლებელმა, ვლადიმერ ჯავახიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისგან მიიღო შემდეგი წიგნები: „დარიგება მასწავლებელთათვის“ 2 ცალი, „სურამის ციხე“– 3, ბარათაშვილის ლექსები – 3, „პონტოს მეფე მითრიდატ დიდი“ – 3, საზოგადოების წესდებულება – 2, „ლოცვანი“ – 3, „არითმეტიკული გამოცანები“ – 2, „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ – 2 და თითო ცალი „წერის სასწავლო დედანი“, წმინდა სახარება მხედრულად, ორბელიანის თხზულება „ტრაგედია ოთხ მოქმედებად“, ჭიჭინაძის „თვალსაჩინო სწავლა“.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 6 მარტს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გარეშე საქმეთა სამინისტროს ცნობა, რომ კონსტანტინოპოლში ქართული სკოლის გახსნა ნაადრევი იყო, რადგან ოსმალეთის საკითხი ჯერ გამორკვეული არ იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 11 ოქტომბერს გაიმართა ქალაქის საბჭოს კრება გადამდგარი ქალაქის გამგეობის მაგივრად ახალის არჩევასთან დაკავშირებით. სხდომაზე ქალაქის მოურავად აირჩიეს ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, რომელმაც მიიღო 41 თეთრი და 3 შავი კენჭი, მის ამხანაგად კი – გ. გ. კონიევი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 7 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ეკატერინე სარაჯიშვილის ნების აღმსრულებლის წინადადება, რწმუნებული გაეგზავნათ სარაჯიშვილის დაწესებულებაში ანდერძის ანგარიშების შემოწმებაში მონაწილეობისთვის. გამგეობამ ეს ვარლამ ბურჯანაძეს დაავალა.
1915
ტიპი: ღონისძიება
2015 წლის 29 ოქტომბერს სოფელ ხიდისთავის საზაფხულო თეატრის დარბაზში შედგა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრება, რომელზეც გადაწყდა, საზოგადოების საწევრო შეემცირებინათ მანეთამდე. კრებას ხელმძღვანელობდა ილია კალანდაძე, მდივანი იყო სანდრო შონია.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 19 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე კირილე ნინიძეს დაავალეს, მოლაპარაკებოდა გიორგი ზდანოვიჩის მიერ ნაანდერძევ ტყვარჩელის მადნებზე მოდავე ჯგუფს, რომ მადნების დამუშავებიდან მიღებული სარგებელის 20% საზოგადოებისთვის მიეცა.