რეგისტრირებული ფაქტები50481
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის დეკემბერში გამართული „ფინჯანი ჩაის“ შემოსავალი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილებისთვის (თავმჯდომარე გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავა) 11 937 მანეთი იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილება (თავმჯდომარე გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავა) მასწავლებლის ბინასთან ერთად ქალაქის დაქირავებულ შენობაში იყო მოთავსებული.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის თებერვალში ბათუმში ჩასული დავით კარიჭაშვილი ორი კვირით ქუთაისსა და სოხუმში მიემგზავრებოდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავა, ხაზინაში 16 974 მანეთი ჰქონდა. იმავე თვეში განყოფილებას ნინოობა დღეს დამატებით 10 000 მანეთი შეუვიდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 25 აპრილს დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მოახსენა, რომ 1915 წლის სექტემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის ხარჯებით განახლდა სწავლა ბათუმის განყოფილების სკოლაში. გაიხსნა მხოლოდ ერთი განყოფილება.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს იუსტინე სერაპიონის ძე კალანდაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების სკოლის გალობის მასწავლებელი იყო.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ნიკიფორე იესეს ძე მამინაიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის წევრი იყო.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს ეპისკოპოსმა დავითმა (ექვთიმე ოქროპირის ძე კაჭახიძემ) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილებას 20 მანეთი შესწირა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 25 აპრილს დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მოახსენა, რომ 1916 წელს ბათუმის განყოფილების შემოსავალი 19 581. 72 მანეთი იყო, გასავალი – 3 424. 93 მანეთი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ივანე მაჭავარიანის რეცენზია დავით კასრაძის ნათარგმნი პიესების შესახებ. გამგეობამ მაჭავარიანს თარგმანის შესახებ აზრის გამოთქმა სთხოვა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ნიკო შიუკაშვილის წინადადება თავისი ნაწერების გამოცემის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, როცა ქაღალდი ექნებოდა, საერთო წესის მიხედვით დაებეჭდა მისი პიესები.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის აგვისტოში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ბათუმის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავა, შესთავაზა, ომისგან დაზარალებული ბავშვებისთვის ტატიანას კომიტეტისგან მიღებული ფულით სკოლასთან თავშესაფარი და სახელოსნო გაეხსნა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 25 აპრილს დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მოახსენა, რომ 1916 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების ხაზინაში 1007. 33 მანეთი იყო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 25 აპრილს დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მოახსენა, რომ 1916 წლის სექტემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების სკოლას მეორე განყოფილება დაემატა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 მაისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ქაღალდის შესაძენად 4 მილიონის გადადება გადაწყვიტეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სილიბისტრო თავართქილაძის თხოვნა კრედიტის 15 000 მანეთამდე გაზრდის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სეით იაშვილის თხოვნა წიგნების ჰონორარის მიცემის შესახებ. გამგეობამ 5 000 მანეთი გადასცა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ოლღა ჭავჭავაძის საავადმყოფოში მოთავსების საკითხი. გამგეობამ გადაწყვიტა, ქვრივი მიხეილის საავადმყოფოში დაეწვინა. ამ საქმის მოგვარება ნინო ნაკაშიძეს დაავალეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 25 აპრილს დავით კარიჭაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მოახსენა, რომ ამ სასწავლო წელს ბათუმის განყოფილების სკოლაში 76 ბავშვი სწავლობდა. მოსწავლეთაგან 47 ვაჟი იყო (4 მაჰმადიანი) და 29 ქალი (9 მაჰმადიანი).
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 8 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის ყოფილი მოანგარიშის, ჯარში გაწვეული ივანე მელაძის თხოვნა თავისი ჯამაგირის ალექსანდრა მელაძისთვის გადაცემის შესახებ.