ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50348

1907

ტიპი: მფლობელობა

1907 წელს დაარსდა სტამბა, რომლის მფლობელი ნიკოლოზ იაკობის ძე ხვინგია იყო.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წელს პავლე გიორგის ძე ფშავლიშვილი ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულში დარაჯად მსახურობდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს საგურამოში ილია ჭავჭავაძის მოურავმა მოსე მემარნიშვილმა დარაჯი პავლე ფშავლიშვილი ქურდობაში ამხილა და პოლიციას გადასცა.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წელს სოფიო დიმიტრის ასული უნდილაშვილი საგურამოში, ლია ჭავჭავაძის სახლში, პურის მცხობლად მუშაობდა.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წელს ნოშრევან ჯაფარიძე ილია ჭავჭავაძის ყვარლის კარ-მიდამოს მოურავად მუშაობდა.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წელს თედო ლაბაური ილია ჭავჭავაძის საგურამოში მამულში მეეტლედ მუშაობდა.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წლის 1-ელ იანვრის გაზეთ „შუამავალში“ ეშმაკის ფსევდონიმით დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის მიერ წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის გახსნაზე წარმოთქმული სიტყვის ნესტორ ლაზარეს ძე კალანდაძისეული პაროდია „სიტყვა თქმული ილია ჭავჭავაძისა მიერ ს. გურამიანთკარში ეკზეკუციის მინიჭების დროს“.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907-1913 წლებში იონა მეუნარგია ფოთის ქალაქის გამგეობის წევრი იყო.

1907

ტიპი: სახელი

1907 წლის შემდეგ ნოე რამიშვილის პარტიული ფსევდონიმი იყო „პეტრე“.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907 წელს ნოე რამიშვილი ლონდონში გამართულ რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის V ყრილობაზე პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრად აირჩიეს.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს ნოე რამიშვილმა ლონდონში გამართულ რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის V ყრილობაზე მიიღო მონაწილეობა.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907-17 წლებში გერონტი ლუკას ძე ავალიანი ვანში ქედის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იყო.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907-11 წლებში სილოვან იუსტინეს ძე შუბლაძე ქვიტირის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წელს მოსკოვში დიმიტრი არაყიშვილმა გამოსცა დაწყებითი კლასებისთვის შედგენილი ორხმიანი სიმღერების კრებული, რომელშიც იყო 31 სიმღერა.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წელს აკაკი წერეთლის რედაქტორობით გამოვიდა პირველი იუმორისტული ჟურნალი „ხუმარა“.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წელს ალექსი მირიანაშვილმა შექმნა სრული ქართული წერის დედანი.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის პირველ იანვარს იაკობ ფანცხავა დაინიშნა ქუთაისის ქალაქისთავის მოადგილედ.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907-1910 წლებში იაკობ ფანცხავა იყო ქუთაისის ქალაქისთავის მოადგილე.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს ალექსი მირიანაშვილის „სრული ქართული წერის დედანი“ იოსებ მერკვილაძემ გამოსცა.

1907

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1907 წელს მასწავლებელი ივანე იოსების ძე ბაქრაძე ხაშმის ერთკლასიანი სასწავლებლიდან დუშეთში გადაიყვანეს.

1907

ტიპი: ნასამართლეობა

1907 წელს თედო სახოკია გაასამართლეს საქართველოში აჯანყებისათვის იარაღის შემოტანის ბრალდებით და ციმბირში (ირკუტსკის გუბერნიაში) სამუდამო საცხოვრებლად გადაასახლეს.

1907

ტიპი: ავტორობა

1907 წელს დაიბეჭდა ლუარსაბ ხელაძის „ილია ჭავჭავაძის მკვლელობის მოთავე და დიმიტრი ჯაში − მისივე ნაამბობი“.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს ციმბირში სამუდამოდ გადასახლებულმა თედო სახოკიამ მოახერხა გაქცევა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907-1911 წლებში იაკობ ფანცხავა ქუთაისის ქალაქის გეგმის შედგენის სამუშაოებს ხელმძღვანელობდა.