ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50348

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს ნიკო გვარაძის რეჟისორობით ხონში გამართული პირველი წარმოდგენიდან მიღებული შემოსავალი 33 მან. და 90 კაპ. იყო.

1907

ტიპი: ღონისძიება

რაჟდენ წივწივაძის მიერ ხონში 1907 წელს აშენებული თეატრი რამდენიმე წელიწადში გაიყიდა, მფლობელმა 475 მანეთი იზარალა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლიდან ექიმი პოლიკო ლაზარეს ძე კიკალიშვილი ხონის თეატრის წევრთა ყველა კრებას ესწრებოდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლიდან ლადო ზერაგია, ვლადიმერ ნადარეიშვილი და კოლია წივწივაძე ხონის თეატრის წარმოდგენებში მონაწილეობდნენ.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წლიდან ექიმი პოლიკო ლაზარეს ძე კიკალიშვილი მატერიალურად ეხმარებოდა ხონის თეატრს.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლიდან ნიკოლოზ ჩხეიძე თბილისის სათათბიროს ხმოსანი იყო.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის შემდეგ ნიკოლოზ ჩხეიძე რუსეთის მეოთხე სახელმწიფო დუმაში მენშევიკთა ფრაქციის თავმჯდომარე იყო.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის შემდეგ ნიკოლოზ ჩხეიძე რუსეთის მესამე სახელმწიფო დუმის დეპუტატი იყო თბილისის გუბერნიიდან.

1907

ტიპი: ნასამართლეობა

1907 წელს ანანია სალუქვაძე მეორედ დაიჭირეს და ერთი თვის შემდეგ გაათავისუფლეს.

1907

ტიპი: განათლება

1907 წელს ალექსანდრე სამსონის ძე ასათიანმა მოსკოვის კომერციული ინსტიტუტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა.

1907

ტიპი: განათლება

1907 წელს ალექსანდრე სამსონის ძე ასათიანმა ქუთაისის რეალური სასწავლებელი დაამთავრა.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წელს სიმონ ქვარიანი ქუთაისის გიმნაზიიის მასწავლებელი გახდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს იოსებ ოცხელმა სიმონ ქვარიანი ქუთაისის გიმნაზიის მასწავლებლად მიიწვია.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წელს იოსებ ოცხელი იყო ქუთაისის გინმაზიის დირექტორი.

1907

ტიპი: გარდაცვალება

თედო სახოკიას ცნობით, სან-ფრანცისკოში იოსებ ლაღიაშვილი რუსული გემის მეზღვაურ ჭავჭავაძეს უნახავს. მეზღვაურისვე ინფორმაციით ლაღიაშვილი 1907 ან 1908 წელს გარდაიცვალა.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წელს იუმორისტული ჟურნალის „ეკალი“ ნომინალური ხელმძღვანელი პლატონ გაჩეჩილაძე იყო.

1907

ტიპი: ნასამართლეობა

1907 წელს მთავრობის წინააღმდეგ სასტიკი ბრძოლისათვის დახურეს ჟურნალი „ეკალი“, მისი რედაქტორი პლატონ გაჩეჩილაძე კი ორი თვით დააპატიმრეს.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წელს თედო კიკვაძე იყო იუმორისტული ჟურნალის „ეკალი“ ხელმძღვანელი.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს თბილისში არალეგალურად მცხოვრები თევდორე კიკვაძე კერძო გაკვეთილებით ირჩენდა თავს.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წელს ერმილე ნაკაშიძე იყო აგრონომი ოზურგეთში.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წელს ერმილე ნაკაშიძე იყო ზვანის ჩაის პლანტაციის გამგე.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს თევდორე კიკივაძემ კერძო გაკვეთილების ჩატარება შეწყვიტა და ოზურგეთი დატოვა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს თევდორე კიკვაძე მეორე სახელმწიფო დუმისთვის დეპუტატთა ამრჩევ საგუბერნიო კონფერენციაში მონაწილეობდა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს თევდორე კიკვაძემ გურიის სოციალ დემოკრატთა კომიტეტში განაგრძო მუშაობა.