ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47981

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 22 აგვისტოს ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა კრების საბჭო გამოეხმაურა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 5 ივლისის № 163 მოწოდებას და აცნობა, რომ შესაძლებლობისთანავე შეიტანდა 500 მანეთს ილია ჭავჭავაძის ძეგლის ფონდის გასაძლიერებლად. ხელი მოაწერა საბჭოს კანტორის გამგე იაზონ ბაქრაძემ.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 24 აგვისტოს ძველი სენაკის მეაბრეშუმეთა ამხანაგობის მმართველი პოლიკარპე ლორთქიფანიძე გამოეხმაურა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მოწოდებას ილია ჭავჭავაძის ძეგლის აგებაში მონაწილეობის შესახებ და აუწყა, რომ ჯერ ვერ მოხერხდა წევრთა საგანგებო კრების მოწვევა, რომელიც შეძლებდა მსგავსი საკითხების გადაწყვეტას. გამგეობას იმედი ჰქონდა, რომ ამხანაგობა „შუამავალი“ 5 თუმნით მაინც დაეხმარებოდა.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908 წლის 24 აგვისტოს სტატსკი სოვეტნიკის – ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძის თაოსნობით გაიმართა 32 კაციანი წინასწარი კრება (თავმჯდომარე – ტიტე კახიძე, მდივანი – მასწავლებელი ნიკოლოზ დიმიტრის ძე ყაზბეგი), რომლის მიერ მიღებული დადგენილების 1-ლ პუნქტში განცხადებული იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი ფილიალის დაარსების გადაწყვეტილება. ფილიალის ოფიციალური სახელწოდება იქნებოდა „თბილისის გუბერნიის დუშეთის მაზრის თერგის ოლქის ზემო და ქვემო ხევის თემთა საზოგადოების ვლადიკავკაზის განყოფილება", გამგეობის ადგილსამყოფელი – ვლადიკავკაზი.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908 წლის 24 აგვისტოს სტატსკი სოვეტნიკის – ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძის ინიციატივით მოწვეულმა კრებამ (თავმჯდომარე – ტიტე კახიძე, მდივანი – პედაგოგი ნიკოლოზ ყაზბეგი) მიიღო 5-პუნქტიანი დადგენილება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვლადიკავკაზის ფილიალის დაარსების თაობაზე და აირჩია გამგეობა: თავმჯდომარე – ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე, წევრები – იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, მოსე ანთიმოზის ძე კალანდარიშვილი, გრიგოლ მიხეილის ძე ბურდული, ალექსანდრე არტემის ძე მიქელაძე, ადამ ივანეს ძე ფორაქოვი, მღვდელი გიორგი გრიგოლის ძე ნათაძე. განყოფილების ნამდვილ წევრად ჩაეწერა 33 პირი.

1908

ტიპი: ორგანიზაცია

1908 წელს ზაქარია ლუარსაბის ძე კიკნაძე, ნიკოლოზ იაგორის ძე ზაგაშვილი, იოსებ გრიგოლის ძე ხეთაგუროვი, იაგორ ნიკოლოზის ზე ქუმსიევი, ალექსანდრე ივანეს ძე გულბათოვი, ივანე პავლეს ძე მრევლოვი და ალექსანდრე აბრამის ძე ოქროპირიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამარცელებელი საზოგადოების ვლადიკავკაზის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ. 

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წლის 24 აგვისტოს გაიხსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვლადიკავკაზის განყოფილება, რომლის თავმჯდომარე ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე იყო.

1908

ტიპი: ღონისძიება

შორაპნის მანგანუმის (შავი ქვის) მრეწველთა ყრილობის საბჭოს 1908 წლის 25 აგვისტოს დადგენილებიდან ვიგებთ, რომ ილია ჭავჭავაძის პანაშვიდზე, აგრეთვე მისი საფლავის ძეგლის საკითხის განსახილველ სხდომაზე დასასწრებად საბჭოს წარმომადგენლობა მიენდო თავმჯდომარის მოადგილეს, ბატონ ივანე (კიტა) გიორგის ძე აბაშიძეს, რომელსაც ცნობად გაეგზავნა აღნიშნული დადგენილება. დადგენილებას ხელს აწერს საბჭოს კანტორის გამგე იასონ ბაქრაძე.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 26 აგვისტოს ქუთაისის გამგეობამ 5 ივლისის (№176) მიმართვაზე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აუწყა,  რადგან ქალაქის გამგეობა საბჭოს ნებართვის გარეშე ვერ განკარგავდა თანხას, ამიტომ ილია ჭავჭავაძის ძეგლისთვის ფულის გამოყოფის საკითხს პირველივე სხდომაზე, 1-ლ სექტემბერს, საბჭოს მოახსენებდნენ. შეტყობინებას ხელი მოაწერეს გამგეობის წევრმა იაკობ ფანცხავამ და მდივანმა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 27 აგვისტოს ზუგდიდის საურთიერთო ნდობის საზოგადოება გამოეხმაურა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების №233 მიმართვას. მათი ცნობით, საზოგადოებას ეგზავნებოდა 100 მანეთი, საიდანაც 80 მანეთი უნდა მოხმარებოდა ილია ჭავჭავაძის საქმის გაგრძელებას, 20 კი – საფლავის ძეგლის აგებას. უწყებას ხელი მოაწერეს დირექტორმა ნესტორ დავითაიამ და თავმჯდომარემ.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 28 აგვისტოს გიორგი ყაზბეგი ყაზბეგიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგ იაკობ სოლომონის ძე ღულაძისადმი გაგზავნილ დეპეშაში წერდა, რომ ლოცვით უერთდებოდა კოლეგიის პილიგრიმობას ილია ჭავჭავაძის საფლავზე და იმედოვნებდა, რომ ეს დღე წმინდა საქმისთვის ახალი ბიძგის მიმცემი გახდებოდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 28 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბორის სპირიდონის ძე ესაძის თხოვნა ევტიხ ნიკოლოზის ძე მებუკისთვის 46 მანეთის წიგნების მიცემის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 28 აგვისტოს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1908 წლის 16-დან 28 აგვისტომდე საზოგადოებაში შევიდა 1455. 27 მანეთი და დაიხარჯა – 749. 10.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 28 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ივანე სვანიშვილის თხოვნა წიგნის მაღაზიისთვის კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ მას 150 მანეთის წიგნები გადასცა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 28 აგვისტოს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას სახელდახელო ანგარიშზე 2144. 86 მანეთი ჰქონდა, საგანგებო თანხა – 43851. 41 და სათადარიგო – 11643. 15.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 28 აგვისტოს იაკობ სოლომონის ძე ღულაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თხოვნა ახალციხის ბიბლიოთეკის დახმარების თაობაზე. გამგეობამ ბიბლიოთეკას 30 მანეთი გადასცა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 28 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად კავკავის სკოლის მასწავლებლობის კანდიდატებად დარია ფალავანდიშვილი, კირილე არველაძე და მიხეილ ბახტაძე წარადგინეს.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 28 აგვისტოს იაკობ სოლომონის ძე ღულაძე, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და პეტრე როსტომის ძე სურგულაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 28 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას მოხსენება სპარსეთში მცხოვრები ქართველებისთვის სკოლის დაარსების შესახებ. გამგეობამ ამ საქმის შესწავლა ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძეს, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძესა და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას დაავალა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 29 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინეს, რომ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლთა და დეპუტატთა საკრებულო გამოეხმაურა გამგეობის მოწოდებას ილია ჭავჭავაძის ძეგლის აგებაში მონაწილეობის თაობაზე. ისინი წუხდნენ, რომ საკრებულოს მცირერიცხოვნობისა და თავისუფალი თანხის უქონლობის გამო მიმდინარე წელს ვერ მოახერხებდნენ ფულის გაღებას. შეტყობინებას ხელი მოაწერეს გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლმა გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილმა და მდივანმა ილია ზურაბიშვილმა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 29 აგვისტოს საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების საბჭომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აუწყა, რომ ილია ჭავჭავაძის ძეგლის საკითხის განსახილველ კრებაზე დასასწრებად აგზავნიდა ორ წევრს – საზოგადოების თავმჯდომარეს, ექვთიმე სვიმონის ძე თაყაიშვილსა და ხაზინადარ ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილს. საბჭოს წერილს ხელს აწერენ საზოგადოების თავმჯდომარე ექვთიმე თაყაიშვილი და მდივანმა სერგი გორგაძე.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს, ილია ჭავჭავაძის გარდაცვალების წლისთავზე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მის საფლავზე ძეგლის დადგმა დაევალა.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 31 აგვისტოს კრებაზე ქალთა წრის თავმჯდომარე ნინო ბეჟანის ასულმა ყიფიანმა წაიკითხა მოხსენება, რომლის მიხედვით, ქალთა წრეს თითქმის ყველა კუთხეში ჰქონდა გახსნილი განყოფილება და ყველგან მუშაობდნენ ილია ჭავჭავაძის ფონდის გასაძლიერებლად.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წლის 31 აგვისტოს კრებაზე განიხილეს ილია ჭავჭავაძის ფონდის საკითხი, რომლის თანხაც შეადგენდა 10818 მანეთსა და 79 კაპიკს. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წინადადებით, ეს თანხა ხელუხლებლად უნდა დარჩენილიყო, ხოლო სარგებელი მოხმარებოდა ილია ჭავჭავაძის სახელობის სკოლის დაარსებასა და მწერლის პუბლიცისტური, კრიტიკული და ისტორიული ნაშრომების გამოცემას.

1908

ტიპი: ავტორობა

1908 წლის 31 აგვისტოს კრებაზე სამსონ ფირცხალავამ წაიკითხა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მოხსენება ილია ჭავჭავაძის ფონდის დაარსებისა და მისი მდგომარეობის შესახებ.