ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47965

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებას მდივანმა, სამსონ ფირცხალავამ მოახსენა, რომ სტიპენდიატ იაკობ ორჯონიკიძეს სჭირდებოდა პანსიონის ნახევარი წლის გადასახადი – 87 მანეთი და 50 კაპიკი. საზოგადოების გამგეობამ ორჯონიკიძის სკოლის დირექტორს გადასახადი გაუგზავნა და სთხოვა, ორჯონიკიძის ყოფაქცევისა და სწავლის შესახებ ეცნობებინა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის მარტში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ბათუმის სკოლის სამზრუნველოდან აცნობეს, რომ მასწავლებელ ბარნაბა კიმოთეს ძე გელაზანიას წასვლის შემდეგ მის გაკვეთილებს წლის ბოლომდე სკოლის სხვა მასწავლებლები ჩაატარებდნენ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 2 მარტს რევოლუციის მოწყობის საქმეში ბრალდებული თედო სახოკია სამუდამო გადასახლებაში ირკუტსკის გუბერნიის სოფელ ჟიგალოვოში ჩაიყვანეს.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს სოფიო ამირაჯიბის თხოვნა, მისი შვილისთვის არ შეეწყვიტათ სტიპენდია. გამგეობამ სტიპენდიის 1-ლ ივლისამდე გაგრძელება გადაწყვიტა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ქუთაისის სახალხო სკოლების დირექციის წერილი იმის შესახებ, რომ ბარნაბა გელაზონიას ბათუმის სკოლის მასწავლებლად არ ამტკიცებდნენ. გამგეობამ გადაწყვიტა, სკოლის სამზრუნველოსთვის მიეწერა, რომ გელაზანია დაუყოვნებლივ გადაეყენებინათ და მის მაგივრად გარდავაძე მიეწვიათ. თუ მისი დანიშვნა არ მოხერხდებოდა, გელაზანიას გაკვეთილები სხვა მასწავლებლებს უნდა გადაენაწილებინათ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ავლაბრის ბიბლიოთეკის გამგის, პეტრე მამრაძის თხოვნა, ავლაბრის ბიბლიოთეკისთვის გამოყოფილი 180 მანეთიდან მისთვის წინასწარ მიეცათ 25 მანეთი. გამგეობამ უარი უთხრა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ანდრია ღულაძის თხოვნა, გამგეობა დახმარებოდა პეტერბურგის პოლიტექნიკური სასწავლებლის სტუდენტ ნ. თევზაძეს. გამგეობამ უარი უთხრა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს იაკობ ცინცაძის თხოვნა, უნივერსიტეტის სწავლის საფასურის გადასახდელად 50 მანეთით დახმარების შესახებ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს მდივნის, სამსონ ფირცხალავას განცხადება ზოგიერთი სკოლის რევიზიის მაშინვე ჩატარების შესახებ.

1909

ტიპი: განათლება

1909 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს აკაკი ფაღავას თხოვნა, უნივერსიტეტში სწავლის ფულის გადასახდელად გამგეობა 50 მანეთით დახმარებოდა. გამგეობამ გადაწყვიტა, ფაღავასთვის ივნისისა და ივლისის სტიპენდიები წინასწარ გადაეცა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლის 5 მარტს აპოლონ ესტატეს ძე პაპავა, მიხეილ ბიჭიას ძე მიქაძე, პორფილე ალექსანდრეს ძე ჭეიშვილი, ოქროპირ ვასილის ძე ქუნთელია და მოსე ესტატეს ძე სტურუა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წევრები გახდნენ.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 5 მარტს გიორგი მახარებლის ძე სიხარულიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას სამტრედიის განყოფილების გახსნა სთხოვა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლის 5 მარტს ირაკლი მახარობლის ძე სიხარულიძე, ნესტორ მიხეილის ძე კიკაჩეიშვილი, ნესტორ გრიგოლის ძე იმნაიშვილი, ლავრენტი გიორგის ძე ჭუმბურიძე და სილიბისტრო გიორგის ძე ღუტიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წევრები გახდნენ.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლის 5 მარტს შერმადინ ტრიფონის ძე დოლიძე, დიმიტრი თევდორეს ძე სტეფანიდი, აქვსენტი გიორგის ძე ხუხუნაიშვილი, ყარამან იაგორის ძე კოპალეიშვილი და გიორგი გვარამაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წევრები გახდნენ.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლის 5 მარტს მაქსიმე ნიკოლოზის ძე გუგუნავა, სტეფანე პეტრეს ძე სტურუა, სპირიდონ გიორგის ძე სიხარულიძე, დავით მიხეილის ძე კვანტალიანი და იოსებ გოგოძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წევრები გახდნენ.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილებაში 38 წევრი ირიცხებოდა.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის 5 მარტს ვარლამ კონსტანტინეს ძე ასათიანი, ელისო ივანეს ასული კალანდაძე, ირაკლი მახარობლის ძე სიხარულიძე, გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძე და ილია ეგნატეს ძე ჯაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების გამგეობის წევრები გახდნენ.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლის 5 მარტს ივანე ნიკოს ძე ბერაძე, ალექსი გიორგის ძე ბერაძე, ერმილო მაქსიმეს ძე გორგილაძე, იოსებ ზაალის ძე ჟორჟოლიანი და მიხეილ ბესარიონის ძე ბახტაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წევრები გახდნენ.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლის 5 მარტს ერისტო ბოკუჩავა, ბართლომე მიქაძე, ნიკოლოზ პეტრეს ძე ნაცვალაძე, სარდიონ თეოდორეს ძე გვიშიანი, ივანე ნიკოს ძე ბერაძე და პორფირე ივანეს ძე კანდელაკი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების წევრები გახდნენ.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 12 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს საზოგადოების სენაკელი წევრების თხოვნა სენაკში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების გახსნის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, შუამდგომლობისთვის სენაკის გუბერნატორს დაკავშირებოდნენ. განჩინებას ხელი მოაწერა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 12 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს საზოგადოების ბათუმელი წევრების თხოვნა ბათუმში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების გახსნის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, შუამდგომლობისთვის დაკავშირებოდნენ ბათუმის გუბერნატორს. განჩინებას ხელი მოაწერა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 12 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს საზოგადოების სამტრედიელი წევრების თხოვნა სამტრედიაში წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების გახსნის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, შუამდგომლობისთვის დაკავშირებოდნენ სამტრედიის გუბერნატორს. განჩინებას ხელი მოაწერა გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგმა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 12 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ საზოგადოების სასკოლო სექციას, ასევე ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძესა და ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილს დაავალა, ორი კვირის შემდეგ გამგეობისთვის ეცნობებინათ მოსაზრება თბილისის სკოლების გადაკეთებისა და ახალი სკოლების გახსნის შესახებ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 12 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს თბილისის გუბერნატორის თხოვნა, საზოგადოებას გაეგზავნა წარმომადგენელი თათბირზე, რომელზეც განიხილავდნენ თბილისის სკოლების გადაკეთებისა და ახალი სკოლების გახსნის საკითხს. გამგეობამ წარმომადგენლებად გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი და ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი აირჩია.

1909

ტიპი: განათლება

1909 წლის 12 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ლუარსაბ ბოცვაძის განცხადება სახალხო მასწავლებლებისთვის კურსების ჩატარების შესახებ. გამგეობამ კურსების ჩატარება საჭიროდ მიიჩნია და გადაწყდა, გეგმისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენა სასკოლო სექციისთვის დაევალებინათ.