ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50775

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წლის 21 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, გამგეობის წევრები იყვნენ: გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, პოლიევქტო ლაზარეს ძე კიკალიშვილი, გიორგი იესეს ძე ცინცაძე და თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 20 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების მდივნად აირჩიეს ერმილე ანჯაფარიძე.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915 წლის 20 სექტემბერს მიხეილ იერემიას ძე ქავთარაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების თავმჯდომარედ აირჩიეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის 27 იანვარს გორის საოსტატო სემინარიის დირექტორის თანამდებობის აღმასრულებელმა კირილე არველაძემ უმაღლეს და საშუალო სასწავლებლის მთვარგამგეს სთხოვა, რომ ნება დაერთო 1918 წლის პირველი ნოემბრიდან მათემატიკის გაკვეთილებისთვის გადადებული თანხიდან მიეღო ოთხი გაკვეთილის ანაზღურება – 75 მანეთი. ხელს აწერენ დირექტორის მოვალეობის აღმასრულებელი კირილე არველაძე და საქმისმწარმოებელი ს. კასრაძე.

1901

ტიპი: განათლება

1901-1903 წლებში დიომიდე თოფურიძემ უმაღლესი იურიდიული განათლება პარიზში მიიღო.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე იყო ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძე.

1884

ტიპი: თანამდებობა

1884-1885 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების თავმჯდომარე იყო ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონი (მუხრანსკი).

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე იულონის ძე ოსიძემ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის საქმიანობის ანგარიში.

1907

ტიპი: ორგანიზაცია

1907-1908 წლებში მიხეილ პეტრეს ძე სარაჯიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილების წევრი იყო.

1912

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძის მეუღლე იყო ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძე.

1894

ტიპი: ორგანიზაცია

1894 წელს გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად.

1892

ტიპი: ორგანიზაცია

1892 წელს რაფიელ დავითის ძე ერისთავი აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად.

1909

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვასილ ბესარიონის ძე კახიძემ მთავარ გამგეობას გაუგზავნა 1909 წლის წევრთა სია.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 11 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ცხინვალის განყოფილების გამგეობის მდივანმა არჩილ ზინობის ძე დედანაშვილმა მთავარგამგეობის მდივან ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძეს გაუგზავნა საზოგადოების ცხინვალის განყოფილების 1915 წლის საქმიანობის ანგარიში.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 აგვისტოს ფ. ი. სტარკი თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიაში ფიზიკური აღზრდის მასწავლებლად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 აგვისტოს ვ. ა. გუნევსკი თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიაში მუსიკის მასწავლებლად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 აგვისტოს ლ. ა. ყორღანოვი თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიაში სომხური ენის მასწავლებლად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 აგვისტოს ნ. ა. მირზოიანი თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიაში სომხური ენის მასწავლებლად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 აგვისტოს მ. მ. ტერ-გრიგორიანცი თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიაში სომხური ენის მასწავლებლად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 აგვისტოს ვ. ა. კუჩარკი თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიაში სომხური ენის მასწავლებლად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 აგვისტოს ქ. ი. კეივი თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიაში ლათინური ენის მასწავლებლად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 აგვისტოს ნიკოლაი გ. კრასნოვი თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიაში ისტორიის მასწავლებლად მუშაობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 10 აგვისტოს ა. ა. ტომახინი თბილისის ვაჟთა მეხუთე გიმნაზიაში ისტორიის მასწავლებლად მუშაობდა.