ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47453

1913

ტიპი: სტატუსი

1913 წლის 5 მაისს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების საერთო კრებაზე ფილიალის თავმჯდომარისა და გამგეობის წევრების ხელახალი არჩევნები გაიმართა, რადგან ეგნატე მენთეშაშვილი (გამგეობის თავმჯდომარე) და ლუკა ნაცვლიშვილი (გამგეობის წევრი) საპატიო მიზეზთა გამო თავს ანებებდნენ მოვალეობის შესრულებას.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 ივლისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება სახელმძღვანელოების ბეჭდვა-გამოცემის დროებითი ხელმძღვანელის არჩევის შესახებ. გამგეობამ შესაფერისი პირის მოძებნა და მისთვის ჰონორარის დანიშვნა პრეზიდიუმს დაავალა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს პეტრე გელეიშვილის თხოვნა ნოე ჟორდანიას თხზულებების გამოსაცემად გაზეთ „იმერეთის“ 1894-1896 წლების ნომრების ორი-სამი დღით თხოვების შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს საწყობის გამგე ლავრენტი სანაძის თხოვნა ავანსად აგვისტოს ჯამაგირის მიცემის შესახებ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა და ჯამაგირის ორ ნაწილად მიცემა გადაწყვიტა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 ივლისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე პრეზიდიუმს საზოგადოებისთვის 200 000 მანეთის ოდენობის სესხის აღების ნება მისცეს.

1913

ტიპი: ღონისძიება

1914 წლის 16 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობისთვის წარდგენილი ანგარიშის თანახმად, 1913 წელს მაჩხაანის განყოფილების გამგეობამ ბიბლიოთეკა-სამკითხველოები დააარსა ქვემო მაჩხაანსა და ჯუგაანში; ჯუგაანშივე ნიკოლოზ ნოდარის ძე კორაშვილის მაღაზიაში გახსნა სასწავლო ნივთების საწყობი. მაღაზიამ უფასოდ იკისრა სასწავლო ნივთებით ვაჭრობა განყოფილების სასარგებლოდ. ანგარიშს ხელი მოაწერეს: ფილიალის თავმჯდომარემ და მღვდელმა კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილმა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 ივლისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს განცხადება „დედაენის“ შემსწორებელი კომისიის წევრებისთვის ივლისის გასამრჯელოს მიცემის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 ივლისს თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, შიო დედაბრიშვილი და იოსებ გიორგობიანი დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

1913

ტიპი: ღონისძიება

კონდრატე დავითის ძე ნინიკაშვილის ანგარიშის თანახმად, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების გამგეობამ საქმიანობა 1913 წლის 15 აგვისტოდან დაიწყო. განყოფილებამ წლის განმავლობაში ხუთი სხდომა გამართა და რვა საქმე განიხილა.

1913

ტიპი: გარდაცვალება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარემ, მღვდელმა ეგნატე მენთეშაშვილმა, 1913 წლის 5 მაისს სოფლის სკოლის დარბაზში გამართა ფილიალის წევრთა საერთო კრება. მონაწილეებმა ფეხზე ადგომით პატივი მიაგეს ილია ჭავჭავაძის, არჩილ ჯორჯაძისა და მღვდლის, იოსებ ტუკუშაშვილის ხსოვნას. ამ უკანასკნელმა 7 000 მანეთად ღირებული სახლი შესწირა საზოგადოებას.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის განმავლობაში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბამ 2977 მანეთი და 72 კაპიკი მასალებისთვის დახარჯა. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: იასონ ბაქრაძე, სამსონ ყიფიანი, მელანია გველესიანი, ევტიხი ჩხატარაიშვილი, იაკობ ფანცხავა და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბამ მანქანების დაზღვევაში 177 მანეთი და 44 კაპიკი გადაიხადა. ხელს აწერენ გამგეობის წევრები: იასონ ბაქრაძე, სამსონ ყიფიანი, მელანია გველესიანი, ევტიხი ჩხატარაიშვილი, იაკობ ფანცხავა და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სტამბამ ტელეფონის ხარჯი 60 მანეთი გადაიხადა. ხელს აწერენ გამგეობის წევრები იასონ ბაქრაძე, სამსონ ყიფიანი, მელანია გველესიანი, ევტიხი ჩხატარაიშვილი, იაკობ ფანცხავა და მდივანი სილოვან ლაჭყეპიანი.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების დამფუძნებელი წევრები იყვნენ: სტეფანე პეტრეს ძე სტურუა, გრიგოლ ქრისტეფორეს ძე ურუშაძე, დიმიტრი თევდორეს ძე სტეფანიდი, მიხეილ ბიჭიას ძე მიქაძე, დავით მიხეილის ძე კვანტალიანი, პორფილე ალექსანდრეს ძე ჭეიშვილი და ნიკოლოზ პეტრეს ძე ნაცვალაძე.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ ნესტორ ნიკოლოზის ძე იობაძე, ტატო მახარობელის ძე სიხარულიძე, ისიდორე ივანეს ძე სტურუა, ბარნაბა გიორგის ძე სურგულაძე, სოლომონ ნიკოლოზის ძე წერეთელი, ანეტა ონისიმეს ასული სიხარულიძე, ისიდორე დავითის ძე ბახტაძე, რომანოზ ეგნატეს ძე ახობაძე, პავლე ლუკას ძე წულაია, რაჟდენ გიორგის ძე მიქაძე.

1914

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის გამგეობისთვის 1914 წლის 16 მარტს წარდგენილი ანგარიშის თანახმად, მაჩხაანის ფილიალის 1913 წლის შემოსავალი 403 მანეთსა და 55 კაპიკს შეადგენდა, გასავალი – 377 მანეთსა და 88 კაპიკს, მონარჩენი თანხა (25 მან.,67კაპ.) წიგნების საწყობში იყო დაბანდებული (ხელს აწერენ: თავმჯდომარე,მღვდელი კონდრატე ნინიკაშვილი, ხაზინადარი სოლომონ კურცხალია).

1915

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების მფლობელობაში 1915 წლამდე 22 მოქმედი ბიბლიოთეკა-სამკითხველო იყო. ხელს აწერს გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ იმნაძე.

1913

ტიპი: ღონისძიება

1913 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივან ვარლამ ბურჯანაძეს ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა სოკრატე კეშილავამ შეატყობინა, რომ რაღაც ხნის წინ მათთან ზუგდიდში იმყოფებოდა მთავარი გამგეობის საქმისმწარმოებელი გრიგოლ ბურჭულაძე, რომელსაც კეშილავამ სთხოვა ზუგდიდელებისთვის 30 ცალი ბიბლიოთეკის ინსტრუქციის გამოგზავნა. იმის მერე თითქმის თვე გასულიყო, ზუგდიდის განყოფილებას კი არც ინსტრუქციები და არც რამე ახსნა-განმარტების წერილი მიუღია მთავარი გამგეობისგან, არადა ზუგდიდელებს მეტად სჭირდებოდათ ეს ინსტრუქციები, რადგან ზუგდიდის მაზრის სოფლებში თითქმის ყოველდღიურად იხსნებოდა ბიბლიოთეკები. კეშილავა სთხოვდა ბურჯანაძეს წერილის მიღებისთნავე გამოეგზავნა ზუგდიდის განყოფილებისთვის ბიბლიოთეკების ინსტრუქციების 30 ნიმუში.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სამკითხველოებს ეგზავნებოდა სამ-სამი გაზეთი და წიგნები. ასევე ეხმარებოდნენ ციხის სამკითხველოებს წიგნების მიწოდებით. ხელს აწერს ვარლამ იმნაძე.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამტრედიის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ივლიანე სიკოს ძე იობაძე, ივანე გიორგის ძე კიკაბიძე, ნესტორ მიხეილის ძე კიკაჩეიშვილი, მალაქია გიორგის ძე ტოროშელიძე, დიმიტრი ათანასეს ძე სიხარულიძე, გიორგი ალექსის ძე შანიძე, მიხეილ კოზმანის ძე ადეიშვილი და ლუბა ზაქარიას ასული შენგელია.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების სამკითხველოების უმრავლესობამ გაზეთების სიძვირისა და სხვადასხვა ადგილობრივი პირობების გამო მოქმედების შეჩერება დაიწყეს. გამგეობა სახსრების უქონლობის გამო ვერ ახერხებდა მათ დახმარებას, ამიტომ სამკითხველოები ადგილობრივ თემებს გადასცეს. ხელს აწერს ვარლამ იმნაძე.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობა აბონიმეტის საშუალებით ხელის მოწერით ნისიად ავრცელებდა წიგნებს. ხელს აწერს ვარლამ იმნაძე.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობამ დააარსა წიგნების ასაკინძი სახელოსნო, თუმცა წარმოუდგენელმა სიძვირემ წიგნების გამოცემას ხელი შეუშალა. ხელს აწერს ვარლამ იმნაძე.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენდა იაფფასიანი, სახალხო, სამეცნიერო, საყმაწვილო და საკითხავი წიგნების გამოცემა. ხელს აწერს ვარლამ იმნაძე.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 1-ლი იანვრისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ბალანსი 31863 მანეთი და 4 კაპიკი იყო. ხელს აწერს გამგეობის ბუღალტერი ალექსანდრე ლევანის ძე ჩხეიძე.