ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47453

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა მიხეილ წერეთელს აკაკი წერეთლის ფონდიდან 100 მანეთით დაეხმარა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს დავით დავითის ძე კობალაძე გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს პეტრე დგებუაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას საზოგადოების წიგნის მაღაზიაში კრედიტის გახსნის თხოვნით მიმართა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ სერაპიონ დადუნაშვილისგან მიიღო მოხსენება ჟენევის ქართული ბიბლიოთეკის შესახებ.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს ნიკოლოზ ტურიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წერილში ეკითხებოდა, როდის აპირებდნენ საინგილოში სკოლის დაარსებას.

1909

ტიპი: მფლობელობა

1909 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომების ოქმის მიხედვით, იასონ დავითის ძე ციციშვილი თავისი ქონების საზოგადოებისთვის გადაცემას აპირებდა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს სილიბისტრო თავართქილაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წიგნის მაღაზიაში კრედიტის გახსნის თხოვნით მიმართა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს ისიდორე კვიცარიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წიგნის მაღაზიაში კრედიტის მომატების თხოვნით მიმართა.

1909

ტიპი: მფლობელობა

1909 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, იოსებ ნიკოლოზის ძე მერკვილაძე წიგნის მაღაზიის მფლობელი იყო.

1909

ტიპი: მფლობელობა

1909 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, კონსტანტინე პავლეს ძე თუმანიშვილი წიგნის მაღაზიის მფლობელი იყო.

1909

ტიპი: მფლობელობა

1909 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, მიხეილ ფრიდონის ძე გაჩეჩილაძეს ჰქონდა წიგნის მაღაზია.

1909

ტიპი: მფლობელობა

1909 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმის მიხედვით, ისიდორე გრიგოლის ძე კვიცარიძე წიგნის მაღაზიის მფლობელი იყო.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს იაკობ გოგებაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართა განცხადებით „დედა ენის“ მეორე ნაწილის შესყიდვისა და წიგნის დამკაზმავის დაქირავების თაობაზე.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს სამსონ ფირცხალავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას  26 დეკემბრიდან 1910 წლის 2 იანვრამდე საზოგადოების მდივნობისგან გათავისუფლება სთხოვა. გამგეობამ დააკმაყოფილა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს ბარნაბა გელაზანიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ბათუმის სკოლის დირექციაში მასწავლებლად წარდგენის თხოვნით მიმართა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს ივანე მაჭავარიანმა თავისი თარგმნილი „გლეხი-კაცის ისტორია“ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სრულ საკუთრებაში გადასცა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილებამ გრიგოლ ვოლსკის გასვენებაზე ბათუმის განყოფილებას გვირგვინის ნაცვლად 20 მანეთი გაუგზავნა. დავთარს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ზდანოვიჩი, მოლარე ბართლომე მოსეშვილი და მდივანი იასონ ბაქრაძე.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ლუარსაბ ბოცვაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, საზოგადოების წიგნის მაღაზიიდან წაღებული წიგნების ვალი, 254 მანეთი, მის მიერ საზოგადოებისთვის გადაცემული „ბუნდოვანი სურათების“ საფასურიდან გამოექვითათ.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წელს სამსონ ფირცხალავამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკების წესდება შეადგინა და დასამტკიცებლად გამგეობას გადასცა.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წელს გაიხსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილება, რომლის თავმჯდომარე გრიგოლ ლავრენტის ძე ელიავა გახდა.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წელს სიმონ გურგენის ძე მდივანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების თავმჯდომარის მოადგილე იყო, კირილე ჩიხლაძე – მდივანი, ექვთიმე სიმონის ძე ბერძენიშვილი – მოლარე.