ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები47441

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 28 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ ნინო ნაკაშიძეს ექიმ მიხეილ გედევანიშვილთან უნდა განეხილა ოლღა ჭავჭავაძის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოთავსების საკითხი.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 9 თებერვალს დავით კარიჭაშვილის თხოვნით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილებამ გამგეობის სხდომა გამართა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის 28 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ბათუმის განყოფილებას გაუგზავნა დავით კარიჭაშვილის მოხსენების ასლი გამგეობის საქმეთა წარმოების რევიზიის შესახებ და შეუთვალა, გაეთვალისწინებინათ მოხსენებაში არსებული შენიშვნები: შემოსავალ-გასავლის ანგარიში უნდა იწარმოებოდეს მთავარი გამგეობის საქმეთა წარმოების წესის მიხედვით; განყოფილების თავისუფალი თანხა უნდა ინახებოდეს რომელიმე საკრედიტო დაწესებულებაში განყოფილების და არა კერძო პირის სახელზე.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 30 მაისს ევგენია დავითის ასული ოქროპირიძე, ბართლომე მათეს ძე ხარებავა, იოანე პავლეს ძე გობეჩია, კონსტანტინე კირილეს ძე დარასელია, ილარიონ სამსონის ძე სართანია, პეტრე გიორგის ძე ჭარაია, მიხეილ პავლეს ძე ეზუგბაია, იულია ნიკოლოზის ასული აქირტავა, სამსონ სვანიძე და ეკატერინე ჯგუშია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამურზაყანოს განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 30 მაისს დაბა გალში მღვდელ სამსონ სვანიძის მიერ მოწვეულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამურზაყანოს განყოფილების დამაარსებელ წინასწარ კრებაზე დაბა გალასა და საბერიოში სამკითხველო-ბიბლიოთეკების გახსნა გადაწყდა.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 30 მაისს მღვდელ სამსონ სვანიძის მოწვევით დაბა გალში, ორკლასიანი სკოლის შენობაში, 31 კაცისაგან შემდგარი წინასწარი კრება გაიმართა, რომელთაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდებისა და ადგილობრივ განყოფილებათა ინსტრუქციის გაცნობის შემდეგ დაადგინეს: დაბა გალში გახსნილიყო ადგილობრივი განყოფილება.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს დიმიტრი გაბრიელის ძე ცისკარიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი იყო.

1916

ტიპი: ორგანიზაცია

1916 წლის 31 მაისს ივანე კონსატანტინეს ძე გეგიას თავმჯდომარეობით მოწვეული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამურზაყანოს განყოფილების დამაარსებელი კრება მთავარ გამგეობას გუბერნატორთან შუამდგომლობას სთხოვს და უგზავნის დამფუძნებელთა სიას და საწევრო გადასახადს – 93 მანეთს.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ივანე დიმიტრის ძე პაატაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 31 მაისს კოწია მაქსიმეს ძე კონტრიძე, ივანე კონსტანტინეს ძე გეგია, იულია ნიკოს ასული აქირთავა, ვარლამ გიორგის ძე ჭირაქაძე და ნინა გარსევანის ასული ჭირაქაძისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამურზაყანოს განყოფილების წევრები იყვნენ.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ზაქარია რომანის ძე ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი იყო.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ანა ნიკოლოზის ასული ჭავჭავაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი იყო.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს მართა მიხეილის ასული კრუპენიკოვისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი იყო.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს მღვდელი იოანე ზარიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი იყო.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს მარიამ იოსების ასული სოფრონოვისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი იყო.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ზაქარია მიხეილის ძე კლიმიაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი იყო.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს სოფიო ალექსანდრეს ასული მაჭავარიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი იყო.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს ყოვლად სამღვდელო ეპისკოპოსი დავითი (ექვთიმე ოქროპირის ძე კაჭახიძე) ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების საპატიო წევრი იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 7 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის გამგის თანამდებობაზე მიწვეული სამსონ დავითის ძე ბახტაძის თხოვნა თვიურად 6 000-ის ნაცვლად 9 000 მანეთის დანიშვნის შესახებ. გამგეობამ დააკმაყოფილა.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს დავით ივანეს ძე ძეძამიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი იყო.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს დეკანოზი იოანე შიუკაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი იყო.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 31 მაისს გიორგი ტორუა, იოანე გობეჩია, პეტრე გიორგის ძე ჭარაია, გერმანე დუტუს ძე კედია, გიორგი ვლადიმერის ძე ქორიძე და მაქსიმე ივანეს ძე გეგიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამურზაყანოს განყოფილების წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 31 მაისს ივანე შონია, კონსტანტინე მანჯგალაძე, გრიგოლ ბესარიონის ძე ოქროპირიძე, ნესტორ პავლეს ძე ეზუგვბაია და ილარიონ სამსონის ძე სართანია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამურზაყანოს განყოფილების წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 31 მაისს მიხეილ პავლეს ძე ეზუგბაია, კონსტანტინე კირილეს ძე დარასელია, ბართლომე მათეს ძე ხარებავა, სამსონ სვანიძე და თეოფანე ჯოჯუა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამურზაყანოს განყოფილების წევრები იყვნენ.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 31 მაისს ლიდია სამსონის ასული სვანიძე, ფუცუ ბესარიონის ასული გაბისონია, კონსტანტინე გიორგის ძე შარია, ევგენია დავითის ასული ოქროპირიძე და ლილი ივანეს ასული ჩხეტია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სამურზაყანოს განყოფილების წევრები იყვნენ.