რეგისტრირებული ფაქტები47368
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამოსცა ალექსანდრა ალექსანდრეს ასული ხახანაშვილის წიგნი „ქართული სიტყვიერების ისტორია XIX საუკუნეში“.
1911
ტიპი: მფლობელობა
1911 წლის დასაწყისში დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის მფლობელობაში იყო შორაპნის მაზრაში მდებარე მამული ტევრი.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914-1916 წლებში ალექსი ხმალაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრი იყო.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1914 და 1915 წელს არჩილ ვასილის ძე ხმალაძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე განაცხადეს, რომ საზოგადოებას მთელ ქვეყანაში 100 ბიბლიოთეკა-სამკითხველო ჰქონდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს დავით კარიჭაშვილის ხელმძღვანელობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე განაცხადეს, რომ ქვეყნის მასშტაბით არსებულ ბიბლიოთეკა-სამკითხველოებს საზოგადოება 1947.30 მანეთით დაეხმარა.
1911
ტიპი: ორგანიზაცია
1911 წლიდან გიორგი პავლეს ძე გორდეზიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გამოსცა სეით ლუარსაბის ძე იაშვილის წიგნი „ბუნებისმეტყველება“ (1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილები).
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1914-1916 წლებში ზაქარია თევდორეს ძე დანელია იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასკოლო სექციის თავმჯდომარე იყო.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1914-1916 წლებში გრიგოლ იასონის ძე ლაშხი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრი.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1914 და 1915 წელს ზაქარია ალექსის ძე ნებიერიძე იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრი.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 29 მაისს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას აცნობა,რომ ივნისში მოსალოდნელი იყო ილია და ოლღა ჭავჭავაძეების მამულის უძრავი ქონების გაყიდვა. აღნიშნულის საფუძველზე გამგეობამ დაადგინა: მამული უსათუოდ „საზოგადოებას" უნდა შეეძინა, დადგენილების აღსასრულებლად კი – ალექსანდრე ყიფშიძეს მისცემოდა კანონიერი ვექილობის უფლება.
1908
ტიპი: ავტორობა
ილია ჭავჭავაძის ანდერძის განსახილველად შექმნილი საგანგებო კომისიის 1908 წლის 8 მაისის ანგარიშის თანახმად, საგურამოს მამულის ვალი 1-ლი ივლისისთვის 20 365 მანეთსა და 32 კაპიკს მიაღწევდა, მაგრამ აღნიშნული თანხა საშიში არ იყო ილიასეული კარმიდამოსთვის – სამსართულიანი ქვითკირის სახლი ბაღით, წინა ვენახით, ცემენტის აუზით, მშვენიერი წყაროთი და დამხმარე ქვითკირის შენობებით; მარტო ვენახი 22 დესეტინა იყო, სახნავი – არანაკლებ 100 დესეტინისა. ერთი დესეტინა სახნავი 100 მანეთი ღირდა, ვენახი კი სულ იაფად – 30 000 მანეთად მაინც გაიყიდებოდა. მაშასადამე, მარტო ვენახისა და სახნავის ერთიანი ფასი 40 000 მანეთს უდრიდა. ანგარიშს ხელი მოაწერეს: ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძემ და შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილმა.
1908
ტიპი: ავტორობა
ილია ჭავჭავაძის ანდერძის განმხილველი საგანგებო კომისიის მიერ 1908 წლის 8 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობისთვის წარდგენილ ანგარიშში განხილულია საკითხი – განსვენებული პოეტის მემკვიდრეობის მიღების შემთხვევაში რამდენად შეძლებდნენ თანმხლები ვალების გასტუმრებას და თავად „საზოგადოებასაც" დარჩებოდა თუ არა სარგებელი. სახელდობრ: ქალაქის სახლის გაყიდვა ვერ მოხერხდებოდა, რადგან იქ პოეტის სახელზე რაიმე კულტურული დაწესებულება უნდა გახსნილიყო, სანაცვლოდ საგურამოს ვენახებისა და სახნავის გაყიდვით გაისტუმრებდნენ ყველა ვალს, ხოლო წერა-კითხვის საზოგადოების ხელში გადავიდოდა სახლი, წინა ვენახი, ბაღი და 164 დესეტინა ტყე, ამასთან – სახლი თბილისში, რომელიც ვალისგან თავისუფალი იყო. ანგარიშს ხელი მოაწერეს: ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძემ, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილმა და ვასილ გერასიმეს ძე ბერელაშვილმა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წლის თებერვლამდე მიხეილ ჩიქვინიძე სოფელ ვარიანის სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: კონსტანტინე სისორდია, ლუკა ფირცხალავა, ივანე მათეს ძე ფრანგიშვილი, ანდრია ლევანის ძე ქავთარაძე, სამსონ ქაჩიბაია, პეტრე ქავთარაძე, შალვა ქავთარაძე, ალექსანდრე ყრუაშვილი, გრიგოლ შეროზია, აქვსენტი ბესარიონის ძე შალამბერიძე და სილოვან ბესარიონის ძე შალამბერიძე.
1908
ტიპი: ავტორობა
ილია ჭავჭავაძის ანდერძის განმხილველი საგანგებო კომისიის მიერ 1908 წლის 8 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების გამგეობისთვის წარდგენილ ვრცელ ანგარიშში ჩამოთვლილია განსვენებული პოეტის ვალები: სათავადაზნაურო ბანკში დაგირავებული საგურამო-წიწამურის სოფლის მამულისა – 12 440 მანეთი და 77 კაპიკი; იმავე ბანკში დაგირავებული ქალაქის სახლისა – 7 178 მანეთი და 72 კაპიკი; ამას გარდა, განსვენებულს 10 000 მანეთის ვალი დარჩა თამასუქებით – ერთიანად ვალის რაოდენობამ შეადგინა 29 619 მანეთი და 49 კაპიკი. ანგარიშს ხელი მოაწერეს: ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძემ, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილმა და ვასილ გერასიმეს ძე ბერელაშვილმა.
1905
ტიპი: მფლობელობა
1905 წლის 5 ივლისს ილია ჭავჭავაძის მიერ შედგენილ ანდერძში ჩამოთვლილი უძრავ-მოძრავი ქონება იყო: უძრავი ქონება – სოფლის მამული საგურამო-წიწამურში (552 დესეტინა) და ქვითკირის სახლი თბილისში, ანდრიას (ანდრეევის) ქუჩაზე; მოძრავი ქონება – სახლის მოწყობილობა, ავეჯი, სურათები, ძვირფასი ბიბლიოთეკა და კერძო მიწერ-მოწერა. სასამართლოს ბოქაულის მიერ შედგენილი მოძრავი ქონების სია მოანდერძის მეუღლეს ჰქონდა მიბარებული. უძრავ-მოძრავი ქონება თავის დროზე ოლღა ჭავჭავაძის გარდაცვალების შემდეგ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხელში გადავიდოდა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 5 ივლისს ილია ჭავჭავაძის მიერ ნოტარიუს ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილის კანტორაში დაწერილი ანდერძის თანახმად, პოეტის მთელი უძრავ-მოძრავი ქონების მემკვიდრედ მისი მეუღლე – ოლღა თადეოზის ასული გურამიშვილი – ცხადდებოდა, თავად ქვრივის გარდაცვალების შემდეგ კი მისი მამაპაპეული ქონება კანონიერი მემკვიდრეების ხელში გადადიოდა, ხოლო შეძენილი – ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საკუთრება უნდა გამხდარიყო.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 8 მაისს ილია ჭავჭავაძის ანდერძის განმხილველმა საგანგებო კომისიის წევრებმა – ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძემ, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილმა, ვასილ გერასიმეს ძე ბერელაშვილმა – ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას წარუდგინეს მოხსენება, რომლის მიხედვით, საზოგადოება ილიას ნაანდერძევ მემკვიდრეობას – ძვირფასი ბიბლიოთეკა, კერძო მიწერ-მოწერა, ავეჯი და კაბინეტის მოწყობილობა – იმ შემთხვევაში მიიღებდა, თუ ოლღა ჭავჭავაძე საგურამოს მამულზე სიცოცხლეშივე უარს იტყოდა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 5 ივლისს ილია ჭავჭავაძემ ანდერძი დაწერა ნოტარიუს ილია წინამძღვრიშვილის კანტორაში.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის ბოლოს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გადაწყდა, ბიბლიოთეკის გამგეს ჰყოლოდა მოადგილე, რომლის წლიური ანაზღაურებაც 480 მანეთი იქნებოდა.