ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები50101

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 23 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ახალციხის ბიბლიოთეკის გამგის, კ. მეფისაშვილის მოხსენება სამკითხველოსთვის დახმარებისა და ჟურნალ-გაზეთების გამოწერის შესახებ.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 23 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1906 წლის 1-ელი იანვრიდან 22 თებერვლამდე საზოგადოებაში შევიდა 1293.10 მანეთი, დაიხარჯა – 887.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 23 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს კავკავის სკოლის გამგის მოხსენება და მოკლე ანგარიში.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 23 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ქართული საეპარქიო საბჭოს მოხსენება გომარეთის, ყალამშიისა და რეხის სკოლების მართვაზე უარის თქმის შესახებ.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 23 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ალის სკოლის მასწავლებლის თხოვნა სკოლისთვის დახმარების შესახებ. მისი სურვილი არ დააკმაყოფილეს.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 23 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ნიკოლოზ თომას ძე ბერიშვილის თხოვნა მარტყოფის ბიბლიოთეკისთვის დახმარების შესახებ. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წლის 20 თებერვალს თბილისის სათავადაზნაურო ბანკის წევრთა კრებაზე ილია ჭავჭავაძე სამი წლით ბანკის პირველი ჯგუფის რწმუნებულად აირჩიეს.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 11 თებერვალს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლმა გიორგი ბაგრატიონ-დავითაშვილმა ილია ჭავჭავაძეს სთხოვა, ერჩია, რა ზომების მიღება აჯობებდა არსებული აგრარული უწესრიგობის დასარეგულირებლად.

1906

ტიპი: თანამდებობა

რაჟდენ ქრისტეფორეს ძე აბულაძის ნამსახურებითი სიის მიხედვით, იგი 1906 წლის 8 თებერვალს საეპარქიო სამოსწავლო საბჭოს დადგენილებით დაინიშნა სამტრედიის (ვულაშის) სამრევლო სკოლის მასწავლებლად. ნამსახურებითი სიის პირის ორიგინალიდან სწორად გადმოწერას 1919 წლის 15 იანვარს ხელმოწერით ადასტურებს ქუთაისის გუბერნიის 1-ლი რაიონის სახალხო სკოლების მეთვალყურე.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წლის 2 თებერვლამდე მოურავმა მოსე ოტიას ძე მემარნიშვილმა ილია ჭავჭავაძეს საგურამოს მამულიდან ქონების დატაცების შესახებ აცნობა.

1906

ტიპი: ნასამართლეობა

1906 წლის თებერვალში თედო სახოკია რევოლუციაში მონაწილეობის ბრალდებით შეიპყრეს სოხუმში.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 25 იანვარს ევსევი ავალიანმა და გედეონ მეფარიშვილმა სალხინოს ორკლასიანი სამრევლო სკოლის ეზოში მიწა დაამუშავეს ვენახისა და ხეხილის დასარგავად. მათ სურდათ, მოსწავლეებისთვის მაგალითი ეჩვენებინათ.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 16 იანვარს მზესუმზირის გამყიდველივით გამოწყობილი არშაკ მეგრაბიანცი და არსენა ჯორჯიაშვილი ბარიატინსკის ქუჩაზე გენერალ გრიაზნოვის ეტლს ჩაუსაფრდნენ.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს ძველი სენაკის სკოლის 1-ელ განყოფილებაში ქართულ ენას 13 იანვრამდე ნიკო სიმონის ძე ჯანაშია ასწავლიდა, მოგვიანებით – დროებით მოწვეული ქავთარაძე, ქავთარაძის შემდეგ კი – ისევ ნიკო ჯანაშია.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს ძველი სენაკის სკოლის 1-ლ განყოფილებაში 13 იანვრამდე ქართულ ენას ნიკო სიმონის ძე ჯანაშია ასწავლიდა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 6 იანვარს „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა დეპეშა, რომ 4 იანვარს ილია ჭავჭავაძე გიორგი ჟურულთან ერთად პეტერბურგიდან საქართველოში დაბრუნდა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 4 იანვარს ილია ჭავჭავაძე გიორგი ჟურულთან ერთად პეტერბურგიდან თბილისისკენ წამოვიდა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906-1913 წლებში კონსტანტინე აფხაზი თბილისის საადგილმამულო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრი იყო.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს კონსტანტინე ანდრონიკაშვილი თბილისში დაბრუნდა და თანამშრომლობა გაზეთ „სხივთან“ დაიწყო. გაზეთის რედაქტორები ნოე ჟორდანია და ფილიპე მახარაძე იყვნენ.

1906

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1906 წელს გენერალ-გუბერნატორის განკარგულებით ვასილ წერეთელი სოციალისტ-ფედერალისტების ორგანიზაციაში მუშაობისა და გაზეთ „ჩერნომორსკი გოლოსთან“ თანამშრომლობის გამო ბათუმიდან გადაასახლეს.

1906

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1906 წელს ქრისტინე შარაშიძე ჭიათურაში ცხოვრობდა და კერძო გაკვეთილებს ატარებდა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის შემოდგომაზე გიორგი შარაშიძე და ნინო ქიქოძე საცხოვრებლად გადავიდნენ ჭიათურაში, სადაც ქალთა სკოლა დააარსეს.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წლის მარტში ფილიპე ლორიამ თბილისის ტრამვაიში მოსამსახურე სადგურის უფროსის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა.

1906

ტიპი: განათლება

1906 წელს ივლიანე გვადის ძე გაბუნიამ ხონის საოსტატო სემინარია დაამთავრა.