ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები51365

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 25 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე გამგეობის მდივნად აირჩიეს.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 29 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძეს გამგეობამ გასათავისუფლებელი თანამშრომლებისთვის გადასახდელი თანხის დადგენა დაავალა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 29 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების წიგნის მაღაზიის დახურვის საკითხზე ცეკავშირთან მოლაპარაკებების წარმოება იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძესა და შალვა ზაქარიას ძე გოგებაშვილს დაევალათ.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო რაჟდენ გლახუას ძე დუმბაძე, მოადგილე – იოსებ გრიგოლის ძე შვილევი, მდივანი და ხაზინადარი – მოსე ივლიანეს ძე სულუხია.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის ივნისში გამართულ ქართველ ვაჭარ-მრეწველთა კრებას, რომელიც იასონ ლორთქიფანიძემ გახსნა, ესწრებოდნენ ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრები: ალექსანდრე ასათიანი, იოსებ მაჭავარიანი და შალვა ქარუმიძე.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წლის 4 სექტემბერს კავკავში გარდაცვლილმა აზნაურმა სიმონ სიმონის ძე საყვარელიძემ თბილისის სასულიერო სემინარიას ანდერძით დაუტოვა 400 თუმანი, რომლის სარგებლიდანაც 40 თუმანი უნდა მოხმარებოდათ ღარიბი მღვდლის შვილებს; პირველი შინაგანი სესხის 5%-იანი მომგები ბილეთი შესწირა კავკავის ქართულ სკოლას, ათ-ათი თუმანი – თბილისის გუბერნიის რამდენიმე მონასტერს. ს. საყვარელიძემ არც თავისი ღარიბი ნათესავები დატოვა უყურადღებოდ – ცოტაოდენი ფული ყველას უანდერძა.

1873

ტიპი: ღონისძიება

1873 წლის 23 მარტს ვლადიკავკაზში აღნიშნეს მიხეილ ტარიელის ძე ლორის-მელიქოვის თერგის მაზრის უფროსად დანიშვნის 10 წლისთავი. თერგის მაზრის ქალაქებმა და საზოგადოებამ შეკრიბა ფული ლორის-მელიქოვის სახელზე სტიპენდიების დასანიშნად და სასწავლებლების გასამართავად.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის ნოემბერში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის თავმჯდომარედ იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე აირჩიეს.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის ნოემბერში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის დროებით მდივნად პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა აირჩიეს.

1899

ტიპი: თანამდებობა

1899 წლის ნოემბერში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის ხაზინადრად კონსტანტინე სოლომონის ძე გვარამაძე აირჩიეს.

1918

ტიპი: განათლება

სალომე ბერეჟიანმა დაასრულა პეტროგრადის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.

1890

ტიპი: ღონისძიება

1890 წელს გორის საპატიმროს მღვდლის, ტერ-ეღიშე ტერ სააკოვის ცნობით, ქვრივმა თალიკო ესტატეს ასულმა ფალავანდიშვილისამ პატიმართა წიგნსაცავს 7 ქართული წიგნი და 3 მანეთი შესწირა. ქვრივმა  პატიმრებს ასევე გარდაცვლილი მეუღლის, თ. ივ. ფალავანდიშვილის სულის მოსახსენიებლად ძროხა, ცხვარი და პური გაუგზავნა.

1889

ტიპი: ღონისძიება

1889 წელს ოლღა ალექსი-მესხიშვილმა და ნინა ანდრონიკაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სასარგებლოდ სიღნაღში გამართეს ბალი და წარმოდგენა. ამ ღონისძიებებიდან საზოგადოებას 263. 37 მანეთი შეუვიდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 27 მარტს ქუთაისში ღარიბი მშობლებისთვის უსასყიდლო სკოლის მშენებლობა დაიწყო. პარაკლისი ალავერდის ეპისკოპოსმა ბესარიონმა გადაიხადა. ღონისძიებას ესწრებოდნენ: იმერეთის გუბერნატორის თანაშემწე მიკლაშევსკი, თავადაზნაურობის წინამძღოლი სავლე გიორგის ძე წერეთელი, ქალაქის მოურავი ლუარსაბ თეიმურაზის ძე ლოლუა საბჭოს ხმოსნებითურთ, საერო სკოლების დირექტორი ლევიტსკი, სამხედრო პირები, პედაგოგები და მოწაფეები მშობლებითურთ. 

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 29 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ კავკავის ქართული სკოლის მასწავლებელმა ივანე ბედელაძემ მადლობა გადაუხადა მიხეილ ზაალის ძე ყიფიანს, რომელმაც კავკავის სკოლის მოსწავლები (24 ბიჭი) თავისი ხარჯით სამხეცეში წაიყვანა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წელს ივანე ბედელაძე კავკავის ქართული სკოლის მასწავლებელი იყო.

1912

ტიპი: გარდაცვალება

1912 წელს შავი ქვის მრეწველი გიორგი ჯიმშელეიშვილი გარდაიცვალა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წელს გარდაცვლილი შავი ქვის მრეწველის, გიორგი ჯიმშელეიშვილის ქონება ანდერძის თანახმად სხვადასხვა საზოგადო საქმისთვის უნდა მოეხმარებინათ.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წელს ვალიკო დევიძე მასწავლებელი იყო სოფელ დიდ ჯიხაიშში.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლის 18 სექტემბრის გაზეთ „დროების“ ცნობით, აღალო თუთაევი პირველ ოქტომბერს გორში, საკუთარ სახლში, 15-20 მოსწავლისთვის ხსნიდა სახლს, სადაც ბავშვებს ექნებოდათ საძინებელი, სასადილო და საკითხავი ოთახები. იგი ერთი ღარიბი ბავშვის უსასყიდლოდ მიიღებას აპირებდა.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წლის 10 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე მანთაშევმა პოლიტექნიკუმს 700 000 მანეთი შესწირა. ამ თანხიდან 600 000 მანეთი შენობის ასაგებად უნდა მოეხმარათ, ხოლო 100 000 მან. 50 სტიპენდიატისთვის გაენაწილებინათ.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 20 დეკემბერს მუშაობა დაიწყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გუდაუთის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო დიმიტრი ნადარეიშვილი.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904 წლის 1-ლ სექტემბერს გიმნაზიის საქმეებში გამგე-კომიტეტის უხეში ჩარევების გამო დირექტორი ექვთიმე თაყაიშვილი გადადგა. მის მაგივრად აირჩიეს ამავე გიმნაზიის მასწავლებელი ივანე რატიშვილი.

1896

ტიპი: თანამდებობა

ვლადიმერ აბაშიძე ბათუმის საბაჟოზე მსახურობდა 1896 წლის 20 ნოემბრიდან 1899 წლის 7 მაისამდე და წელიწადში იღებდა ჯამაგირს 360 მანეთს.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წელს გრიგოლ იასონის ძე ამაღლობელი თბილისის ქალთა მე-3 გიმნაზიაში მასწავლებლად მუშაობდა.